გამომცხვარი ბოსტნეული – იდეალური კერძია პიკნიკისა თუ სადღესასწაულო სუფრისთვის. იგი ყოველთვის უგემრიელესი გამოდის და ბოლომდე იჭმება, რამდენიც არ უნდა მოამზადოთ.
ღუმელში მომზადებული ბოსტნეული თავისთავად გემრიელია, თუმცა, ჩვენს მარინადთან ერთად იგი ნამდვილად შეუდარებელი გამოგივათ.
ინგრედიენტები
- 1 ბულგარული წიწაკა
- 1 ყაბახი
- 1 ბადრიჯანი
- 1 თავი ხახვი
- 3 კბილი ნიორი
- 1 ს.კ. 9%-იანი ძმარი
- 2 ს.კ. სოიოს სოუსი
- 4 ს.კ. მცენარეული ზეთი
მომზადება
1. გაწმინდეთ ნიორი და დაჭყლიტეთ თასში. დაუმატეთ აქვე ზეთი, ძმარი და სოიოს სოუსი. ყველაფერი კარგად შეურიეთ.
2. ყველა მომზადებული ბოსტნეული კარგად გარეცხეთ და გაწმინდეთ. შემდეგ დაჭერით მოზრდილ ნაჭრებად და მოათავსეთ თასში.
3. დაასხით მათ მარინადი და კარგად აურიეთ ხელებით, ეცადეთ, ბოსტნეულიდან ცოტათი დაწუროთ სითხე.
4. თასს დაახურეთ თავსაცური ან შეახვიეთ საკვებ ცელოფანში და გააჩერეთ ბოსტნეული მარინადში 1 საათით.
5. დააფინეთ საცხობ ფორმაზე პერგამენტი და მოათავსეთ მასზე დამარილებული ბოსტნეული.
6. გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსამდე და შედგით მომზადებული პროდუქტი 20-30 წუთით.
კერძი მზადაა. მოათავსეთ თეფშზე და გაიტანეთ სუფრაზე. გემრიელად მიირთვით!