კითხვაზე, თუ რომელია ყველაზე გემრიელი ძეხვი, უმეტესობა გიპასუხებთ „საოჯახო“. ეს სიმართლეა! ზუსტად ასეა ლორის შემთხვევაშიც. საკუთარი ხელით, საკუთარი გემოვნებით, ახალი და ნატურალური ინგრედიენტების მომზადებული ხორცის პროდუქტები უკონკურენტოა.
დღეს „ვივიენი“ 10 რეცეპტს გთავაზობთ. ჩვეულებრივი ძეხვის გახდა, შინაურულ სისხლის და ღვიძლის ძეხვების რეცეპტებსაც. გირჩევთ, გაწმენდილი ნაწლავები იყიდოთ, მაგრამ სახლში მათი სწორად მომზადება არ დაგავიწყდეთ. დეტალურად პირველ რეცეპტში ნახეთ. ზოგიერთ რეცეპტში ნახავთ ინგრედიენტს სახელწოდებით საკვები სელიტრა (ეს ნატრიუმის ნიტრიტია E250). შეგიძლიათ ნიტრიტის მარილით ჩაანაცვლოთ.
1. ძეხვი „საოჯახო“
ინგრედიენტები:
- 1 კგ ღორის ხორცი
- 200 გრ ხბოს ხორცი
- 400 გრ ქონი
- 8 კბილი ნიორი
- 0,5 ჩ/კ შავი დაფქული წიწაკა
- 2-3 ჩ/კ მარლი
- 2-3 ს/კ წყალი
- 2-4 ნაწლავი
მომზადება:
გაწმენდილი ნაწლავები მოამზადეთ. გამდინარე, ცივ წყალში კარგად გარეცხეთ. შემდეგ ცივ წყალში მარილთან და ძმართან ერთად 3-4 საათით აუცილებლად გააჩერეთ. შემდეგ კვლავ გამდინარე წყალში გარეცხეთ.
ხორცი და ქონი მცირე კუბებად დაჭერით, მარილი და წიწაკა მოაყარეთ, გახეხილი ნიორი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. ცოტა მდუღარე წყალი დაასხით.
ხორცის გასატარებელ მანქანაზე სპეციალური მოწყობილობის დახმარებით ნაწლავები მზა ფარშით გაავსეთ. სასურველია, ძალიან მჭიდროდ არ გაავსოთ. ავსებული ძეხვი შეკარით და მაცივარში ცივ ადგილას 4-5 საათით შედგით.
შემდეგ ძეხვი ტაფაზე დადეთ და რამდენიმე ადგილას ჩხირი შეარჭეთ, რომ ჰაერი გამოვიდეს. ძეხვი ტაფაზე შეწვით ან ღუმელში 1 საათით აცხვეთ.
2. გლეხური დაჭრილი ძეხვი
ინგრედიენტები:
- 2,5 კგ ცხიმიანი ღორის ხორცი
- 0,25 ჩ/კ დაფქული შავი წიწაკა
- 0,25 ჩ/კ დაფქული ბაჰარი
- 3 კბილი ნიორი
- 0,25 ჩ/კ საკვები სელიტრა
- 0,5 ჩ/კ შაქარი
- 0,3 ჭიქა მარილი
- 2-3 ნაწლავი
მომზადება:
ცხიმიან ღორის ხორცს აპკი მოაშორეთ და 1,5-2 სმ სისქის ნაჭრებად დაჭერით. ყველა მშრალი ინგრედიენტი აურიეთ და ამ ნარევში ხორცი ამოავლეთ. 24 საათით ცივ ადგილას გააჩერეთ.
მზა ხორცით ნაწლავები გაავსეთ, შეკარით, რამდენიმე ადგილას ნემსით დაჩხვლიტეთ და ცხელ ღუმელში შედგით. 180-200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 35-40 წუთით მომზადებამდე აცხვეთ.
3. უკრაინული გამომცხვარი ძეხვი
ინგრედიენტები:
- 1 კგ ნახევრად ცხიმიანი ღორის ხორცი
- 18 გრ მარილი
- 2 გრ შაქარი
- 2,5 გრ დაფქული შავი წიწაკა
- 10 გრ ნიორი
- 2-3 ნაწლავი
- ცხიმი გემოვნებით
მომზადება:
აიღეთ ნახევრად ცხიმიანი ღორის ხორცი, რომლის ცხიმიც 30 %-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. ხორცის გასატარებელ მანქანაში გაატარეთ, გასატარებლად მსხვილი საჭრელი გამოიყენეთ. გატარებულ ხორცს მარილი, შაქარი, წიწაკა და დაპრესილი ნიორი დაუმატეთ. კარგად აურიეთ. ამ ფარშით წინასწარ მომზადებული ნაწლავები აავსეთ, შეკარით ორივე მხრიდან და სპირალურად დაახვიეთ (2-4 რგოლი). ჯვარედინად შეკარით.
ძეხვი ცხიმწასმულ საცხობ ფორმაზე დადეთ, რამდენიმე ადგილას ნემსით დაჩხვლიტეთ და ღუმელში შედგით. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში აცხვეთ. 20-30 წუთის შემდეგ გამოიღეთ, გადააბრუნეთ, ცხიმი გადაასხით და კიდევ 30-35 წუთით აცხვეთ. გასაგრილებლად ძეხვი ტაფაზე 6-8 საათით გააჩერეთ. ასეთი ძეხვი შეგიძლიათ პერგამენტის ქაღალდში გაახვიოთ და საყინულეში 1,5 თვე შეინახოთ.
4. მოხარშული შებოლილი ძეხვი
ინგრედიენტები:
- 1 კგ ძროხის ხორცი
- 800 გრ ღორის ხორცი
- 200 გრ შპიკი
- 45 გრ მარილი
- 1,5 გრ საკვები სელიტრა
- 1,5 გრ შაქარი
- წყალი გემოვნებით
- 2-4 ნაწლავი
მომზადება:
ძროხის ხორცი (იდეალური იქნება ბეჭის და უკანა ფეხის ფილე) ხორცის გასატარებელ მანქანაში გაატარეთ, 25 გრ მარილი, 1 გრ სელიტრა, მდუღარე წყალი (ხორცის მოცულობის ნახევარზე ოდნავ ნაკლები) დაუმატეთ და კარგად აურიეთ. შემდეგ ხორცი ემალის თასში გადაიტანეთ და გარეთ, სიცივეში გაიტანეთ, სანამ ძროხის ხორცი ღია ალუბლისფერ შეფერილობას არ მიიღებს.
ღორის ხორცი და შპიკი 50-100 გრ ნაჭრებად დაჭერით და 20 გრ მარილის, 0,5 გრ საკვები სელიტრისა და შაქარის ნარევში აურიეთ. ერთი დღით გრილ ადგილას გააჩერეთ.
მზა ძროხის ფარში ერთი დღის შემდეგ წვრილ საჭრელში კვლავ გაატარეთ, ხოლო ღორის ხორცი და შპიკი კუბებად დაჭერით. ამის შემდეგ ორივე ფარში აურიეთ.
ხორცის გასატარებელ მანქანაში სპეციალური მოწყობილობის დახმარებით ნაწლავები ფარშით აავსეთ. ბოლოები შეკარით და რამდენიმე ადგილას ნემსი უჩხვლიტეთ.
ძეხვი ცხელი მეთოდით დაახლოებით 1,5 საათით შებოლეთ (მან მოყავისფრო-მოწითალო შეფერილობა უნდა მიიღოს და უხეში უნდა იყოს).
შემდეგ ძეხვი ქვაბში გადაიტანეთ და საშუალო ცეცხლზე 1 საათით ხარშეთ. ამის შემდეგ 10-15 წუთით ცივი წყალი დაასხით.
5. ლორი
ინგრედიენტები:
- 2,5 გრ ღორის ხორცი
- 550 გრ მარილი
- 55 გრ შაქარი
- 30 გრ საკვები სელიტრა ან ნიტრიტის მარილი
- 5 ლ წყალი
- 5-7 კბილი ნიორი
- ბაჰარის წიწაკის მარცვლები გემოვნებით
- შავი წიწაკის მარცვლები გემოვნებით
მომზადება:
მარინადისთვის ნარევი გააკეთეთ. 150 გრ მარილი, 5 გრ შაქარი და 5 გრ ნიტრიტის მარილი ან საკვები სელიტრა (ნატრიუმის ნიტრიტი) აურიეთ. ხორცი ამ ნარევში ამოავლეთ და ცივ ადგილას გააჩერეთ.
რამდენიმე დღეში მარილწყალი მოამზადეთ. წყალში დარჩენილი მარილი, შაქარი და საკვები სელიტრა გახსენით. აადუღეთ და გააგრილეთ.
ემალის ქვაბში ღორის ხორცი ჩადეთ და მარილწყალი დაასხით. ხორცი ასე მინიმუმ 4 დღე უნდა გააჩეროთ.
დროის გასვლის შემდეგ ხორცი კარგად გარეცხეთ, ბაჰარის და შავი წიწაკა და ნიორი ამოავლეთ. ტაფაზე გადაიტანეთ, ფოლგა დააფარეთ ან ფქვილისა და წყლის ცომი (1,5 სმ სისქე). 180-200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში შედგით და დაახლოებით 2,5 საათით აცხვეთ. მზაობა ხის კბილის ჩხირით შეამოწმეთ.
6. ღვიძლის ძეხვი
ინგრედიენტები:
- 500 გრ ღორის ღვიძლი
- 500 გრ ღორის გული
- 6 კვერცხი
- 1 ჭიქა არაჟანი
- 2 ხახვი
- 2 ს/კ გადამდნარი ქონი
- 5 ბაჰარის წიწაკის მარცვალი
- 5 შავი წიწაკის მარცვალი
- მარილი გემოვნებით
- 2-3 ნაწლავი
მომზადება:
ღორის ღვიძლი და გული 2-3 საათით ცივ წყალში ჩაალბეთ, პერიოდულად წყალი შეუცვალეთ. შემდეგ გარეცხეთ და კვლავ ცივი წყალი დაასხით და 2-2,5 საათით ხარშეთ. მარილი მოაყარეთ და კიდევ 30 წუთით ხარშეთ.
მზა ღვიძლი და გული ხორცის გასატარებელ მანქანაში ორჯერ გაატარეთ. ნედლი კვერცხის გული, არაჟანი, დაჭრილი და შემწვარი ხახვი, მარილი და წიწაკა დაუმატეთ. კარგად აურიეთ.
ნაწლავები ღვიძლის მასით აავსეთ, შეკარით და მდუღარე წყალში ჩადეთ. დაბალ ცეცხლზე 30-40 წუთით ხარშეთ, თავსახური არ დაახუროთ.
შემდეგ ძეხვი გააგრილეთ, რამდენიმე ადგილას კბილის ჩხირი ჩაარჭეთ. სუფრაზე გატანის წინ გადამდნარ ქონში შეწვით.
7. თაფლიანი ლორი
ინგრედიენტები:
- 1,5 კგ ღორის ხორცი
- 30 მლ მშრალი თეთრი ღვინო
- 4 ს/კ თაფლი
- მიხაკი გემოვნებით
- შავი წიწაკა გემოვნებით
- მარილი გემოვნებით
მომზადება:
ხორცი მიხაკში ამოავლეთ, თაფლი წაუსვით, მარილი და წიწაკა მოაყარეთ. 30-40 წუთით ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ.
200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში აცხვეთ, სანამ ხორცი ოქროსფერი არ გახდება, შემდეგ ტემპერატურა 170 გრადუსამდე დაწიეთ და კიდევ 80 წუთით აცხვეთ.
8. ღორის ხორცი ნიახურით
ინგრედიენტები:
- 1,2 კგ ღორის ამონაჭერი
- 2 ნიახურის ღერო
- 300 გრ პრასი
- 3 კბილი ნიორი
- მარილი გემოვნებით
- შავი წიწაკა გემოვნებით
- მაიორანი გემოვნებით
მომზადება:
ნიორი დაპრესეთ და მარილსა და წიწაკას აურიეთ. ამ ნარევში ღორის ხორცი ამოავლეთ. ნიახურის ღერო გაასუფთავეთ, რამდენიმე ნაწილად გადაჭერით და ხორცზე მოათავსეთ. ხორცი რულეტის მსგავსად შეახვიეთ და ძაფით მჭიდროდ შეკარით. რულეტს მარილი, სანელებლები მოაყარეთ და მაცივარში 2-3 საათით შედგით.
შემდეგ ხორცი ტაფაზე გადაიტანეთ და 190 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 1 საათით აცხვეთ. მომზადებამდე 20 წუთით ადრე რულეტის ირგვლივ ხახვის რგოლები დააწყვეთ.
9. ბუჯენინა შინაურულად
ინგრედიენტები:
- 1,2 კგ ღორის ხორცი
- 5-8 კგ ნიორი
- 2 დაფნის ფოთოლი
- მარილი გემოვნებით
- დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით
მომზადება:
ამ რეცეპტისთვის გამოდგება ღორის ნაჭრები ქონით (კისრის ნაწილი, მკერდი ან ბარკალი). ხორცს მარილი, წიწაკა და ნიორი მოაყარეთ. 30 წუთით ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ.
მზა ღორის ხორცი საცხობ ფორმაზე გადაიტანეთ, ცოტა წყალი დაასხით და დაფნის ფოთოლი გვერდზე მიუწყვეთ. ზემოდან ფოლგა დააფარეთ. 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 1-1,5 საათით აცხვეთ.
თუ რეცეპტები მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.