პელმენისა და კვერის იდეალური ცომი, რომლის მომზადების შემდეგ სამზარეულო სუფთა დარჩება

1885

უკვე დიდი ხანია მხოლოდ ამ რეცეპტს ვიყენებ და კერძი ყოველთვის ძალიან გემრიელი გამოდის.

ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა გაზიანი სასმელი (მინერალური გაზიანი წყალი)
  • 1 კვერცხი
  • 0,5 ჩ/კ მარილი
  • 0,5 ჩ/კ შაქარი
  • 4 ს/კ მცენარეული ზეთი
  • 4 ჭიქა ფქვილი (ცოტა უფრო ნაკლებიც შეიძლება)

მომზადება:

  1. ფქვილის გარდა ყველა ინგრედიენტი აურიეთ.
  2. ფქვილი ნელ-ნელა დაუმატეთ.
  3. რბილი, ელასტიური, ბზინვარე ცომი მოზილეთ, რომ ხელსა და მაგიდას არ ეკვროდეს. ფქვილი აღარ გჭირდებათ. ცომის რეცეპტს ამის გამო შეიყვარებთ – მისი მომზადების შემდეგ სამზარეულო სუფთა რჩება. ამ პორციით დაახლოებით 1 კგ ცომი გამოვა.
  4. შემდეგ კვერები ან პელმენები გააკეთეთ. შეგიძლიათ მოხარშოთ, მოთუშოთ ან გამოაცხოთ.
  5. ცომი შეგიძლიათ ჩებურეკების მოსამზადებლად გამოიყენოთ, მაგრამ მაშინ ცომს კვერცხი არ უნდა დაუმატოთ.
  6. გემრიელად მიირთვით!

თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს