დედა საზღვარგარეთ 20 წლის განმავლობაში მუშაობდა 7 შვილის სარჩენად, გაფრენისას ვაჟმა ის სასიამოვნოდ გააოცა

4435

მშობლები დიდ მსხვერპლს იღებენ საკუთარი შვილებისთვის, და ამ ახალგაზრდა ფილიპინელი ბიჭის დედაც არაა გამონაკლისი.

ტერესიტა ალკანზარე 20 წლის განმავლობაში მუშაობდა დიასახლისად ჰონგკონგში, რათა ფილიპინებზე მცხოვრები 7 შვილი ერჩინა.

10 ივნისს, როცა ტერესიტა სამსახურს მორჩა, მისმა ვაჟმა, ჰანს ალკანზარემ იგი აეროპორტიდან პირდაპირ სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის ტურზე წაიყვანა.

ბავშვები ამბობენ, რომ მათ დედას აღარ მოუწევს მუშაობა, რადგან ისინი ფულს ინახავდნენ და საკმარისად მოაგროვეს იმისთვის, რომ ტერესიტას ყოველთვიური ხარჯებისთვის ეყოს, როცა ფილიპინებზე დაბრუნდება.

-“ჩვენ ძალიან გაგვიმართლა, რომ ასეთი დედა გვყავს”. – დაწერა ჰანსმა თავის Facebook-გვერდზე.

ოჯახის ცხოვრება ძალიან მძიმე აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ჰონგკონგის სასტუმროს თანამშრომლები უფრო მეტ ფულს გამოიმუშავებენ, ვიდრე ფილიპინებში, მათ წელიწადში მხოლოდ ერთკვირიანი ანაზღაურებადი შვებულების უფლება აქვთ. ჰანსმა თავის Facebook-გვერდზე ისიც დაწერა, რომ 6 წლის იყო, როცა დედა წავიდა, 7 შვილიდან ის ყველაზე უმცროსი გახლდათ.

ჰონგკონგში ცხოვრებისას, ტერესიტა ბავშვებისთვის ფულს აგროვებდა, რათა მათ სკოლაში სწავლა შეძლებოდათ.

მას უკვე არ ახსოვს, ბოლოს როდის იყიდა თავისთვის რამე.

ჰანს ალკანზარე ახლა ინჟინერ-მშენებლად მუშაობს. კოლეჯში სწავლისა და სასურველი პროფესიის არჩევა მისმა ძმებმა და დებმაც შეძლეს.

-“ჩვენ ოჯახში გვყავს სერტიფიცირებული ბუღალტერი, მასწავლებელი, მედდა, ფარმაცევტი და მეანი, ინჟინერ-მშენებელი და სანტექნიკოსი, მალე კი ინფორმაციული ტექნოლოგიც შეგვემატება”. – ასე მისწერა ჰანსმა დედას.

-“ჩემთვის დედაჩემის ღიმილი ბედნიერების მომტანია.”

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს