ფეხის ფრჩხილები და ქუსლები განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. ქუსლებზე ხშირად მისკდებოდა კანი. ვიტარებდი ათასგვარ პროცედურას, ვხმარობდი ფართოდ რეკლამირებულ კრემებს, თუმცა ისინი ყოველთვის ვერ ამართლებდა მოლოდინს. თანამშრომლემა, რომელმაც ჩემი პრობლემა გულთან მიიტანა, მასწავლა რამდენიმე შინაური საშუალება, რომლებიც საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა:
აიღეთ 2 საშუალო ზომის კარტოფილი, კარგად გარეცხეთ და გახეხეთ. მოათავსეთ ქაღალდის ხელსახოცზე და დაიდეთ ქუსლებზე 2-3 საათით. კომპრესის მოხსნის შემდეგ ქუსლები გაიხეხეთ, მსუბუქად დაიზილეთ და წაისვით გულყვითელას ან კრაზანას ზეთი.
აურიეთ ერთმანეთში 3-3 სუფრის კოვზი თევზის ქონი, ხახვისა და ალოეს წვენი, დაუმატეთ ცოტა ფქვილი, მოზილეთ და დაიდეთ ქუსლებზე მთელი ღამით. დილით მოიხსენით და გაიწმინდეთ ქუსლები ნებისმიერი მცენარის ნახარშით.
სტაფილო გახეხეთ, შეურიეთ თაფლი თანაფარდობით 1:1 და დაიდეთ ქუსლებზე მთელი ღამით. ჩაიტარეთ კვირაში 3-4 პროცედურა.
წვრილად დაჭერით და ერთმანეთში აურიეთ 1 წილი წნორის ფესვი, 2 წილი სალბი, 3 წილი მატიტელა. 1 ჩაის კოვზ ნარევს დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი, შედგით ნელ ცეცხლზე და ადუღეთ 10 წუთი. მიიღეთ ფეხების აბაზანა ამ ნახარშით დღეში 2-3-ჯერ.
აიღეთ 2 სადილის კოვზი დაქუცმაცებული ტუხტის ფესვი, მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 0,5 ლიტრი ოთახის ტემპერატურის წყალი, კარგად დაახურეთ თავზე და 30 წუთით ჩადგით ორთქლის აბაზანაში. ხშირად ურიეთ. მერე გადმოდგით და გააცივეთ. ოთახის ტემპერატურამდე რომ გაცივდება, ამოავლეთ მასში დოლბანდის ხელსახოცები და ნახევარი საათით დაიდეთ ქუსლებზე.
პროცედურა უნდა ჩაიტაროთ დღეში ორჯერ – დილა-საღამოს. არანაკლებ ეფექტურია ეს მეთოდიც:
აურიეთ ერთმანეთში კვერცხის გული, 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი და ნახევარი ჩაის კოვზი კარტოფილის სახამებელი. მიღებული მასა დაიდეთ ცხელ წყალში დარბილებულ ქუსლებზე და დაიტოვეთ, ვიდრე კარგად არ გაშრება და მყარ ქერქად არ გადაიქცევა. ჩამოიბანეთ თბილი წყლით და კიდურებზე დამარბილებელი ემულსია ან კრემი წაისვით. სლები