ამ სასარგებლო საუზმის ყოველდღიურად მოხმარებით, თავს გაცილებით უკეთ იგრძნობთ, რამდენადაც მას ორგანიზმიდან შლაკები და ტოქსინები გამოაქვს, წმენდს ნაწლავებს, აჯანსაღებს ორგანიზმს, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, აღადგენს კანის ჯანმრთელობასა და სილამაზეს.
ეს საუზმე ყველაზე ჯანსაღად და სასარგებლოდ ითვლება, რადგან ის, ამავდროულად, ცხიმების დაწვაში, წონის დარეგულირებასა და 3-5 კგ-ს დაკლებაში დაგეხმარებათ.
ინგრედიენტები
- 2 ს.კ. შვრიის ფანტელი
- 300 მლ უცხიმო მაწონი
- 2 ცალი ქლიავის ჩირი
- 1/3 ჩ.კ. კაკაოს ფხვნილი
- 1 ჩ.კ. წვრილად დაფქული სელის თესლი
მომზადების წესი:
- ამ საუზმის მომზადება საღამოს უნდა დაიწყოთ. მოასხით ქლიავის ჩირს 100 მლ მდუღარე, დაახურეთ თავსახური და გააჩერეთ 10 წუთით.
- დაასხით შვრიას, სელსა და კაკაოს უცხიმო მაწონი. გადაწურეთ ქლიავის ჩირი, დაელოდეთ მის გაგრილებას და დაჭერით წვრილად. დაუმატეთ ჩირი დანარჩენ ინგრედიენტებს და შედგით მაცივარში.
- დილით, უზმოზე, მოხმარებამდე 30 წუთით ადრე გამოიღეთ მაცივრიდან.
პირველ დღეებში თავს ცოტა უჩვეულოდ იგრძნობთ, თუმცა ეს შეგრძნება მალევე გაქრება და 1 კვირაში შედეგსაც მიიღებთ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს