ამ სალათს თითქმის ყოველდღე ვამზადებ და მაინც არ მბეზრდება – სალათი “იღბლიანი”

1027

ჩვენს ქვეყანაში უკვე საკმაოდ კარგი ამინდებია, მზე ანათებს და მალე დაცხება კიდევაც. სიცხეში კი რას მიირთმევთ ცივ სალათზე უკეთესს? გთავაზობთ უგემრიელესი და მარტივად მოსამზადებელი სალათის რეცეპტს.

ინგრედიენტები

  • 350 გ შებოლილი ძეხვი
  • 6 ც პომიდორი
  • 1 ს.კ. ყაყაჩო
  • 250 გ ჰოლანდიური ყველი
  • 3 კბილი ნიორი
  • 400 მლ მაიონეზი ან არაჟანი
  • 200 გ გახუხული პური
  • მარილი გემოვნებით

მომზადება:

  1. დაჭერით ძეხვი, პომიდორი და ყველი დიდ კუბებად.
  2. შეურიეთ თასში ძეხვი, ყველი, პომიდორი, დაჭყლეტილი ნიორი და ყაყაჩო და შეაზავეთ მაიონეზით.
  3. დაუმატეთ გახუხული პური და მოაყარეთ მარილი გემოვნებისამებრ.

გემრიელად მიირთვით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს