ტორტი „შვიდჭიქა“ – მარტივი და გემრიელი ნამცხვარი, რომელიც ყველას უყვარს.

1230

ეს რეცეპტი ძველი ჩანაწერებიდან მაქვს. მას ჯერ კიდევ 20 წლის წინ აცხობდნენ. მისი მომზადება ძალიან მარტივია, შედეგად კი ჰაეროვანი და ძალიან ნაზი ბისკვიტი გამოდის. მისთვის ნებისმიერი კრემი გამოდგება.

ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა ქათმის კვერცხი
  • 1 ჭიქა მარგარინი ან კარაქი (გამდნარი)
  • 1 ჭიქა შაქრის ფხვნილი
  • 1 ჭიქა არაჟანი
  • 1 ჭიქა სახამებელი
  • 1 ჭიქა ფქვილი
  • 1 ჭიქა გამაფხვიერებელი
  • 1 ჭიქა მშრალი რძე ან მშრალი ნაღები

მომზადება:

გატეხილი კვერცხები თასში ჩაასხით, აქვე შაქარი დაამატეთ და კარგად აურიეთ.

ამავე თასში გამდნარი კარაქი, არაჟანი და დანარჩენი ინგრედიენტები – სახამებელი, ფქვილი, მშრალი რძე და გამაფხვიერებელი (წინასწარ ფქვილში არეული) დაუმატეთ. ყველაფერი მიქსერით აურიეთ. მიღებული მასა ოდნავ ბლითების ცომის მსგავსი იქნება.

საცხობი ფორმა მოამზადეთ. ცომი სამ ნაწილად გაყავით და თითოეული ნაწილი ფორმაში ჩაასხით. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში ბისკვიტის სამი ფენა მონაცვლეობით გამოაცხვეთ. თითოეული ფენის გამოცხობის დრო 15 წუთია. შეიძლება ცოტა მეტი დრო დაგჭირდეთ – ღუმელი ყველას განსხვავებული აქვს.

მზა, ოდნავ გრილ ბისკვიტის ფენები წრის ან ოვალის ფორმაში ჩააწყვეთ და ფორმის მიხედვით გამოჭერით. დარჩენილი ბისკვიტი დაფშვენით.

კრემი შეგიძლიათ ნებისმიერი გამოიყენოთ. მაგალითად, შესქელებული რძე კარაქთან და ხაჭოსთან ერთად. შესქელებული რძე კარაქთან ერთად ათქვიფეთ. შემდეგ წინასწარ გახეხილი ხაჭო დაუმატეთ. ყველაფერი კარგად აურიეთ. კრემი მზადაა.

კრემი ბისკვიტს მთლიანად წაუსვით და ფენები ერთმანეთს დაადეთ. კრემი ტორტის გვერდებზეც წაუსვით. შემდეგ ტორტი ნაფხვენით დაფარეთ. ტორტის ზედა ნაწილი შეგიძლიათ გამდნარი შოკოლადის და ნაღების ხაზებით მორთოთ.

ტორტი „შვიდჭიქა“ მზადაა. მაცივარში რამდენიმე საათით გააჩერეთ და შეგიძლიათ სუფრაზე გაიტანოთ. თუ რეცეპტი მოგეწონათ მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს