
კექსს შეგიძლიათ ქიშმიში, კაკალი, ცუკატი დაუყაროთ ან შაქრის ფხვნილი მოაყაროთ. გამომცხვარი ძალიან გემრიელი და არომატული გამოვა. ასეთი კექსი ერთ ჭიქა ცხელ ჩაის ან რძეს შესანიშნავად ერწყმის.
ინგრედიენტები:
- 4 კვერცხი (ცივი, მაცივრიდან გამოღებული)
- 8 ს/კ შაქარი
- 8 ს/კ ფქვილი
- 8 ს/კ მცენარეული ზეთი
- 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი (ფქვილს აურიეთ)
- 1 ს/კ ლიმონის წვენი
- ½ ჩ/კ მარილი
- 2-3 ს/კ კაკაო
- ლიმონის ცედრა ან ვანილის ესენცია გემოვნებით
მომზადება:
- კვერცხის გული შაქართან ერთად ათქვიფეთ. როცა შაქარი ბოლომდე გაიხსნება ნარევს მცენარეული ზეთი, ათქვეფილი კვერცხის ცილა და ფქვილი გამაფხვიერებელთან ერთად დაუმატეთ (შეგიძლიათ ლიმონის ცედრა ან ვანილი და მწიკვი მარილი დაუმატოთ).
- ცომს ხის კოვზით აურიეთ და ცომის ¾ ნაწილი ცხიმ წასმულ და ფქვილ მოყრილ საცხობ ფორმაში გადაიტანეთ. დარჩენილ ¼ ნაწილ ცომს კაკაო დაუმატეთ. ეს ცომიც ფორმაში გადააასხით.
- ჩანგლის დახმარებით ხვრელები გააკეთეთ და მასში კაკალი (მთელი ან დაქუცმაცებული) მოათავსეთ. კექსი საშუალო ტემპერატურაზე 45 წუთით აცხვეთ. პირველი 20 წუთის განმავლობაში ღუმელის კარი არ გამოაღოთ.
- კექსის მომზადება ჩვეულებრივი კბილის ჩხირით შეამოწმეთ. მზა კექსი ღუმელიდან გამოიღეთ და საკვები ცელოფანი გადააფარეთ.
ორი კექსის მოსამზადებლად ინგრედიენტების რაოდენობა გაზარდეთ. თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.