ეს ბნელი პიროვნული თვისებები კუროსთვის არის დამახასიათებელი

1917

კურო სიყვარულსა და მეგობრობაში განსაკუთრებული ერთგულებითა და საიმედოობით არის ცნობილი. როგორც მიწის ნიშანი საკმაოდ სტაბილური და თავდაჯერებულია. მას პლანეტა ვენერა მართავს, რაც დამატებით მგრძნობიარეს ხდის.

კუროს სიმბოლო არის ხარი. ხარს კი თავისი ბნელი მხარეც აქვს. ხარის მსგავსად, კუროც შეიძლება იყოს მოუხერხებელი, ნელი და საშინელი გაბრაზების დროს, თუ მას გზას გადაუღობავთ.

1. ერთფეროვნება

კუროს სტაბილურობა და პროგნოზირება უყვარს, ამიტომ მისთვის სიურპრიზებსა და ცხოვრების სტილში ცვლილებებზე უფრო უსიამოვნო არაფერია. თავგადასავლები და მოულოდნელობები არ უყვარს. ამის გამო, კურო საზოგადოებაში საკმაოდ მოსაწყენია, რადგან რაღაც ახლის ცდას ვერაფრით დაარწმუნებთ.

მან შეიძლება დიდი ძალისხმევა გაიღოს საყვარელი ადამიანის დასაპყრობად, მაგრამ როგორც კი მიზანს მიაღწევს, ყველა ძალისხმევა არაზე დასრულდება. კუროსგან ყვავილებს ან რომანტიკულ შეხვედრებს არ ელოდოთ: მას სახლში ჯდომა ან ლუდის დალევა უფრო უყვარს, რადგან ამას მიჩვეულია.

2. ღორმუცელობა და უსაქმურობა

ეს კუროს ორი სასიკვდილო ცოდვაა. როგორც ნამდვილი ხარი, კუროც ზარმაცი და ღორმუცელაა. მას ჭამა და ხანგრძლივი დღესასწაულები უყვარს.

მიუხედავად იმისა, რომ კურო ძალიან შრომისმოყვარეა, სიზარმაცე ხშირად იპყრობს. გარეგნობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, მაგრამ ზოგჯერ სიზარმაცეს ვერაფრით უმკლავდება.

3. ეგოიზმი

კუროს მესაკუთრეობის ინსტინქტი ძალიან განვითარებული აქვს. კურო სამსახურსა და პირად ცხოვრებაში უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავზე ფიქრობს და იმის შესახებ, თუ როგორ მიიღოს მაქსიმალური სიამოვნება იმისგან, რაც მას ეკუთვნის.

კურო ნივთებს ძალიან ეჯაჭვება, გარედან სიტუაციის დანახვის უნარი არ აქვს და ყველაფერს საკუთარი სურვილების პრიზმიდან ხედავს. ეს მას ძალიან ეგოისტურს ხდის, რისი მოთმენაც ყველას არ შეუძლია.

ასეთ აღწერილობას ეთანხმებით?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს