მე-19 და მე-20 საუკუნეების მიჯნაზე შუსტოვის სასმელები, მათ შორის საფირმო „ცირცელი კონიაკზე“ მთელ რუსეთის იმპერიაში საუკეთესოდ ითვლებოდა.
„შეუდარებელი ცირცელი“ – ასე წერდნენ გაზეთებში გემრიელ და სასარგებლო სასმელზე, რომელსაც ამხანაგობა „შუსტოვი და ვაჟიშვილები“ ამზადებდა.
1912 წელს შუსტოვის კომპანიას საიმპერატორო კარის მიმწოდებლის წოდება მიენიჭა. ირწმუნებიან, რომ ცირცელის სასმელს თავად იმპერატორი ნიკოლაი II დიდად აფასებდა.
სსრკ-ში ცირცელის ნაყენი მაღაზიებში იყიდებოდა და მუშათა წრეში დიდი პოპულარობით და ხალხის სიყვარულით სარგებლობდა. ერთი ბოთლი სასმელის მოპოვება წარმოუდგენელ წარმატებად ითვლებოდა.
დროთა განმავლობაში გონიერმა ადამიანებმა სასმელის სახლში მომზადება ისწავლეს, რომელიც მაღაზიაში ნაყიდს არაფრით ჩამოუვარდებოდა. ამასთან აღსანიშნავია, რომ სახლში მომზადებული „ცირცელი კონიაკზე“ არომატიზატორებს არ შეიცავს და 100 პროცენტით ნატურალურია.
ცირცელი კონიაკზე
ნაყენის მოსამზადებლად ყველაზე მწიფე კენკრა შეარჩიეთ, სასურველი პირველი ყინვების შემდეგ, როცა მათში ბევრი შაქარია. კენკრა რამდენიმე საათით საყინულეში შედგით. თუ უფრო მომწარო გემოს მიღება გსურთ, ცირცელი ღეროებიანად დააყენეთ.
ინგრედიენტები:
- 500 გრ მწიფე ცირცელი
- 1 ლ ცივი კონიაკი
- 50 გრ თაფლი
- 1 ს/კ მუხის ქერქი
- 1 პაკეტი ვანილი (აუცილებელი არაა)
მომზადება:
1. კენკრა გარეცხეთ და გააშრეთ.
2. წვენის გამოსაყოფად საჭყლეტით დაჭყლიტეთ და ქილებში მოათავსეთ, ოღონდ ბოლომდე არ აავსოთ.
3. კენკრას თაფლი (ან შაქარი), ვანილი და მუხის ქერქი დაუმატეთ.
4. კონიაკი დაასხით. სითხის დონე კენკრაზე 2-3 სმ-ით მეტი მაღლა უნდა იყოს.
5. აურიეთ, დააფარეთ და ბნელ ადგილას შეინახეთ. კვირაში რამდენჯერმე შეანჯღრიეთ.
6. 30-40 დღის შემდეგ ცირცელი თავის გემოს „გახსნის“ და სასმელი მზად იქნება. გადაწურეთ და შეგიძლიათ გასინჯოთ.
7. ახლა უკვე იცით, თუ როგორ მოამზადოთ „ცირცელი კონიაკზე“. შენახვის ვადა ხარისხის დაკარგვის გარეშე – 3 წელი.
როგორც 100 წლის წინ, ახლაც სასმელი წარმატებას ცირცელის კუჭზე შესანიშნავ მოქმედებას უნდა უმადლოდეს. ხალხში თვლიან, რომ ის იმუნიტეტს აძლიერებს, მოდუნებას ხელს უწყობს და განსაკუთრებით სასარგებლოა ქალებისთვის მენოპაუზის პერიოდში. თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.