ნუ გადაღვრით ბრინჯის წყალს: ბუნებრივი საშუალება უამრავ დაავადებას კურნავს

3536

ჩვენ ვისაუბრებთ ბრინჯზე, რომელიც, გარდა იმისა, რომ გემრიელია, ჯანმრთელობისა და სილამაზის შესანიშნავი მხარდამჭერიცაა.

რეალურად, ბრინჯის წყალი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თავად მარცვლები, ამიტომ აუცილებლად უნდა შეინახოთ. ეს ფაფა უპირატესობებითაა სავსე – ცილებითა და ნახშირწყლებით მდიდარი მარცვლეული ვიტამინებისა და მინერალების შესანიშნავი წყაროა და ადამიანის ენერგიის მოთხოვნილების 20%-ს უზრუნველყოფს.

როცა ბრინჯს ამზადებთ, წყალში გადადის მთელი მისი საკვები ნივთიერებები და მინერალები. სწორედ ამიტომ, შემდეგისთვის გაითვალისწინეთ: არ გადაღვაროთ ბრინჯის მოსამზადებელი წყალი, რადგან ის სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ გამოგადგებათ. ასეთი წყალი მდიდარია ნახშირწყლებით, B ვიტამინით, თუთიით, რკინით, მაგნიუმით, კალიუმითა და ფოლიუმის მჟავით.

ყველა ეს კომპონენტი მნიშვნელოვანია ფიზიკური სისუსტისა და მომატებული ენერგიის საწინააღმდეგოდ.

ბრინჯი არ შეიცავს გლუტენს – ცილას, რომლის ათვისებაც ორგანიზმს უჭირს. გარდა ამისა, თავისი ვიტამინური, მინერალური და სხვა ნივთიერებების შემცველობის წყალობით, ბრინჯის წყალი შესანიშნავი საშუალებაა გასტროენტერიტთან(კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთება, რომელიც აზიანებს კუჭსა და წვრილ ნაწლავს) ბრძოლაში.

ცელულოცით მდიდარი წყალი გეხმარებათ ყაბზობისა და მუცლის შებერილობის დროსაც. იგი შეიცავს ბუნებრივ ანტიოქსიდანტებსა და ფლავანოიდებს, რომლებიც ორგანიზმში თავისუფალი რადიკალების მოსპობას უზრუნველყოფს.

ბრინჯის წყალი დადებითად მოქმედებს გულის ჯანმრთელობაზეც. თავისი ანთებისსაწინააღმდეგო თვისებების წყალობით, ბრინჯის წყალი გვეხმარება ათეროსკლეროზული კოლტების მოცილებაში სისხლძარღვების კედლებიდან, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს გულის შეტევებისა და ინსულტების რისკს.

კალიუმისა და მაგნიუმის ეს გასაოცარი წყარო არბილებს ზოგიერთი მარილის ტოქსიკურ ეფექტსა და სისხლის წნევას.

აზიელი ქალბატონები საუკუნეების მანძილზე იყენებდნენ მას კანის ელვარებისა და სიჯანსაღის შესანარჩუნებლად. თავისი აქტიური ანტიოქსიდანტების დამსახურებით, ბრინჯის წყალი კეტავს ფორებს, ებრძვის კანის ნაადრევ დაბერებასა და ნაოჭების გაჩენას.

რჩევა: გამოიყენეთ ბრინჯის წყალი გამწმენდი ლოსიონის სახით დილა-საღამოს და დატკბით რბილი, გლუვი და მოელვარე კანით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს