თუ ეს სიმპტომები აღგენიშნებათ გირჩევთ ჯანმრთელობაზე გაამახვილოთ ყურადღება.

2080

მაგნიუმის დეფიციტი ბევრ ადამიანს აწუხებს. საშუალოდ ადამიანის სხეული, როგორც წესი, 30-60 გრ მაგნიუმს ძვლებში, კბილებში, გულში, ტვინსა და სისხლში შეიცავს.

სხეულის თითოეულ უჯრედს სათანადოდ მუშაობისთვის ეს მინერალი სჭირდება. მაგნიუმი 300-ზე მეტ მეტაბოლისტურ პროცესში მონაწილეობს. მაგნიუმის დონის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია. განვითარებულ ქვეყნებშიც კი მოსახლეობის ნახევარს მაგნიუმის დეფიციტი აწუხებს.

დაძაბული ცხოვრების სტილი თანამედროვე ადამიანისგან ყველაფერს იწოვს და სხეულს დაგროვებული ნივთირებების გამოყენებას აიძულებს. მარტივად რომ ვთქვათ, ადამიანი იმაზე მეტ მაგნიუმს მოიხმარს, ვიდრე ღებულობს. რეკომენდებული მაგნიუმის დღიური დოზა ზრდასრული ადამიანისთვის 500-დან 100 მილიგრამია.

რა მოხდება, თუ ორგანიზმში მაგნიუმის დეფიციტს არ შეავსებთ?

მაგნიუმის დეფიციტის სიმპტომები მოიცავს სისხლის გასქელებას, ფეხის კუნთების კრუნჩხვას, შაკიკს, შფოთვას, დეპრესიას, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებას, შაქრის დონის სწრაფ ცვლილებას, ქრონიკულ დაღლილობას, ოსტეოპოროზს და უძილობას.

მაგნიუმის საკმარისი რაოდენობით შემცველი დიეტა ალცჰაიმერის დაავადების ნიშნებს ამცირებს. ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ პარკისონის დაავადება ტვინში მაგნიუმის დეფიციტით არის გამოწვეული.

მაგნიუმის დეფიციტი ისეთ ქრონიკულ დაავადებებთან არის დაკავშირებული, როგორიცაა მეორე ტიპის დიაბეტი და მეტაბოლიკური სინდრომი.

როცა ორგანიზმს დეფიციტი აკლია, ის უფრო მეტი ინსულინის წარმოებას იწყებს, რაც უჯრედებს დამატებითი გლუკოზით ამარაგებს. ეს კი სხეულში ანთებით პროცესებს ააქტიურებს.

მაგნიუმი თქვენი სხეულისა და ტვინისთვის

რაციონში მაგნიუმის შემცველი პროდუქტები რაც შეიძლება ხშირად უნდა ჩართოთ. მაგნიუმს დიდი რაოდენობით შეიცავს „ფურცლოვანი“ ბოსტნეული, მაგალითად, ისპანახი და კომბოსტო, ასევე თევზი, ავოკადო, შავი შოკოლადი, მაღალი ხარისხის ხორბლის ნაწარმი, პარკოსანი პროდუქტი, კაკალი, ასევე სხვადასხვა თესლი.

მენიუს შეგიძლიათ მაგნიუმის შემცველი დიეტური დანამატები დაუმატოთ, რომლებიც ძალიან მაღალი ხარისხის უნდა იყოს. ხარისხიანი დიეტური დანამატი მაგნიუმის 4 ნაერთს – გლიცინატი, მალატი, ტაურინატი და ოროტატი, უნდა შეიცავს, რადგან ამ ნაერთებს ორგანიზმი უფრო უკეთ ითვისებს.

გაინტერესებთ, რა გავლენას ახდენენ თქვენს ჯანმრთელობაზე?

  1. მაგნიუმის გლიცინატი თქვენს ტვინზე დადებით გავლენას ახდენს.
  2. ის ებრძვის შფოთვას, გაღიზიანებას, უძილობას, კონცენტრაციის არ არსებობას და ისტერიკას.
  3. ნაწლავების მუშაობას არეგულირებს და დიარეს უმკლავდება.
  4. ბევრ ქრონიკულ დაავადებას კურნავს.
  5. უგრძნობელობას, უკონტროლო ტირილის და დეპრესიის ნიშნებს ამცირებს.
  6. გონების მახვილობას აუმჯობესებს და მოდუნებაში გეხმარებათ.
  7. მაგნიუმის ოროტატი თქვენს სხეულს ეხმარება.
  8. ის სპორტსმენებს სპორტული თამაშების დროს ნაკლებად დაღლაში ეხმარება.
  9. დნმ-ს სინთეზი ჩქარდება და გულის მუშაობა რეგულირდება.
  10. მაგნიუმის მალატი თქვენი კუნთების მეგობარია.
  11. ის ორგანიზმს ფიბრომიალგასთან ბრძოლაში ეხმარება.
  12. კუნთოვან დაღლილობას ხსნის.
  13. პრემენსტრუაციულ სინდრომს და თავის ტკივილს ამცირებს.
  14. საჭმლის მონელებას აუმჯობესებს.
  15. მხნეობას გმატებთ.
  16. მაგნიუმის ტაურინატი თქვენი გულისთვის არის განკუთვნილი.
  17. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას აძლიერებს.
  18. შაკიკს აფერხებს.
  19. გულის ცემის გახშირებას და არითმიას ამცირებს.

გარდა ამისა, მაგნიუმის შემცველი ნებისმიერი დიეტური დანამატი B6 ვიტამინს უნდა შეიცავდეს, რომელიც მაგნიუმის სწორ ათვისებას ხელს უწყობს.

მაგნიუმით მდიდარი პროდუქტები თქვენს რაციონში აუცილებლად ჩართეთ. ასე თქვენს ჯანმრთელობას ღრმა სიბერემდე შეინარჩუნებთ. თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს