კულინარიული რჩევები ცნობილი შეფ-მზარეულისგან: მათი წყალობით ნებისმიერ კერძს შედევრად აქცევთ.

2039

გქონიათ ისეთი შემთხვევა, როცა რესტორანში მირთმეული კერძი მოგეწონათ, შემდეგ მისი რეცეპტი იპოვეთ, მოამზადეთ, თუმცა საერთოდ არ გამოვიდა გემრიელი? ამასთან, პრობლემა პროდუქტში არ იყო, რადგან ყოველი ინგრედიენტი გულმოდგინედ შეარჩიეთ.

რესტორნის კერძის საიდუმლო მარტივ ეშმაკობებშია, რომლებსაც შეფ-მზარეულები იყენებენ.

ჩვენი რედაქცია გთავაზობთ 15 გენიალურ კულინარიულ ეშმაკობას, რომელთა დახმარებითაც შეძლებთ ისეთივე კერძების მომზადებას, როგორებსაც მხოლოდ რესტორნებში ვხვდებით.

კულინარიული რჩევები

1. თუ კერძში უმ ხახვს იყენებთ, ჩაალბეთ წინასწარ ყინულიან წყალში. ხახვი ნაკლებად ცხარე გახდება და, რაც მთავარია, არ დატოვებს უსიამოვნო გემოს.

2. თუ მეტისმეტად ძლიერი ყავა იყიდეთ, რომელსაც მომწარო გემო აქვს, ნუ განაწყენდებით. მის მომზადებამდე დაუმატეთ მწიკვი მარილი და დარიჩინი. ეს ეშმაკობა სასმელს სირბილესა და ღვთაებრივ არომატს მიანიჭებს.

3. თუ ახალი, წვნიანი ბოსტნეულის სალათს ამზადებთ, მოაყარეთ მარილი მანამ, სანამ შეაზავებდეთ. ასე სალათს კი არა, სუპს მიიღებთ.

4. ხორცს აბრეშუმისებრი ტექსტურა რომ ჰქონდეს და ზომიერად შეიწვას, წაუსვით ხორცის ნაჭრებს სიმინდის სახამებლისა და კვერცხის გულის ნაზავი. ამ ეშმაკობის გამოყენებით, თქვენ მიიღებთ წვნიან და ნაზ ხორცს, რომელიც პირში დნება.

5. რეცეპტის გარეშე იდეალური ნამცხვარი რომ მოამზადოთ, შეურიეთ ფქვილისა და შაქრის თანაბარი რაოდენობა, ხოლო კვერცხი იმდენივე უნდა აიღოთ, რამდენიც კარაქი. გაითვალისწინეთ, რომ იგულისხმება არა პროდუქტის მოცულობა, არამედ წონა. მაქსიმალური განსხვავება კვერცხსა და კარაქს შორის, არ უნდა აღემატებოდეს 20%-ს. ამიტომ, კარგი იქნება, თუ სამზარეულოს სასწორით შეიარაღდებით.

6. ყოველთვის დაუმატეთ ცოტაოდენი მარილი ნამცხვრის ცომს. მხოლოდ 1/2 ჩ.კ. ფხვნილი გააძლიერებს სხვა ინგრედიენტებისა და სანელებლების გემოს. შეგიძლიათ ნებისმიერი სახეობის მარილის გამოყენება.

7. დაუმატეთ სოუსს 1 ჩ.კ. არაქისის კარაქი ან მდოგვი, რათა მას მკვეთრი გემო და არომატი მიანიჭოთ. განსაკუთრებით კარგია ამ ხრიკის გამოყენება, თუ კერძი უნდა მოთუშოთ.

8. თუ შემწვარი კვერცხი მოგწყინდათ, კვერცხი-პაშოტის მომზადება კი გეზარებათ, ეს ეშმაკობა თქვენთვისაა. ჩატეხეთ კვერცხი ქვაბში ან მაღალ ტაფაში, თითქოს მის შეწვას აპირებდეთ, ოღონდ ზეთის ნაცვლად ჩაასხით წყალი და დადგით ცეცხლზე. საბოლოო ჯამში მიიღებთ იდეალურ კვერცხს თხევადი გულით.

9. დაუმატეთ ცოტაოდენი არაყი პეროგის ცომს. გამოცხობისას მიიღებთ ხრაშუნა ფენოვან ქერქს. ნუ შეგეშინდებათ, რადგან მომზადებისას სპირტი ორთქლდება და ნამცხვრის გემოს არ გააფუჭებს. შეგიძლიათ ცომში ბრენდის ან რომის დამატება, რათა პეროგს პიკანტურობა მიანიჭეთ.

10. თუ ცივი ჩაი გიყვართ ხილით, დაუმატეთ მას მწივი სოდა. ის ჩაიში ტანინებს გაანეიტრალებს.

11. კიდევ ერთი ეშმაკობა იდეალურად შემწვარი ხორცისთვის: უმი ხორცი დაალაგეთ ქაღალდის ხელსახოცებზე, რათა კარგად გაშრეს და შემდეგ გადაალაგეთ ტაფაზე. გაითვალისწინეთ, რომ ტაფა ძალიან კარგად უნდა იყოს გახურებული თავის ზეთიანად. უკეთესი იქნება თუჯის ან უჟანგავი ფოლადის ტაფის გამოყენება.

12. კოტლეტის ფარშს დაუმატეთ ცოტაოდენი საფანელი. ასე იგი უკეთ შეინარჩუნებს ფორმას და ოდნავ ხრაშუნა გამოვა.

13. ყოველთვის გაათბეთ ან გააგრილეთ ჭურჭელი კერძის ტემპერატურაზე, სუფრაზე გატანის წინ. ამაში დაგეხმარებათ ღუმელი ან მაცივარი, შესაბამისად. ეს ეშმაკობა განსაკუთრებით გამოსადეგია, როცა სტუმრებისთვის შლით სუფრას: ასე კერძი დიდხანს შეინარჩუნებს პირველად გემოსა და ტემპერატურას.

14. ჩილის სოუსის გასქელებაში დაგეხმარებათ დაქუცმაცებული ჩიფსები, თუ ხელთ სიმინდის ფქვილი არ გაქვთ. ასეთი სოუსის მოსამზადებლად შეურიეთ ფქვილი ჯერ ლუდს და მხოლოდ ამის შემდეგ დაუმატეთ წიწაკა.

15. დაუმატეთ ცოტაოდენი სიმინდის სახამებელი ომლეტში ან პაშოტში, რათა უფრო ჰაეროვანი და ნაზი კერძი მიიიღოთ.

ასეთი პატარა ეშმაკობები მნიშვნელოვნად გაზდის თქვენი ულინარიული უნარების დონეს. არ დაგავიწყდეთ მათი გაზიარება მეგობრებისთვის.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს