სამსაათიანი დიეტა: გახდით საათებში! საკვების 3 ძირითადი და 2 ინტერვალური მიღება

3090

ხორხე კრუზმა სამსაათიანი დიეტის თავისებური ტექნიკა 2000-იანი წლების დასაწყისში შეიმუშავა. ახალგაზრდობაში იგი პუტკუნა იყო და მუდმივად ცდილობდა ჭარბი წონის მოშორებას.

ასე გაჩნდა კვების სისტემა, რომელიც დაფუძნებულია ფილოსოფიაზე, რომლის თანახმადაც საკვების მიღება უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე კალორიების რაოდენობა.

დღეს ხორხე კრუზი მსოფლიოში ცნობილი ფიტნეს-ტრენერია, მისი წიგნები კი “New York Times”-ის ბესტსელერების სიაშია.

დიეტა “3 საათი” უკვე მილიონობით ადამიანს დაეხმარა ჭარბი წონის მოშორებასა და ფიგურის შენარჩუნებაში კალორიების დათვლის გარეშე. ახლა ამ დიეტაზე ჩვენი რედაქცია გესაუბრებათ.

საათობრივი დიეტა

კრუზი ამტკიცებს, რომ სისხლში შაქრის დონე არ იმერყევებს, მეტაბოლიზმი კი მუდმივად ჩქარი იქნება, თუ ჩვენ ყოველ სამ საათში შევჭამთ. მისი სისტემა 3 მარტივ წესს მოიცავს.

  1. ვჭამოთ გაღვიძებიდან 1 საათის შემდეგ;
  2. დღის განმავლობაში ვჭამოთ სამსაათიანი ინტერვალებით;
  3. არ ვჭამოთ დაძინებამდე 3 საათით ადრე.

სამსაათიანი იდეტა მოიცავს საკვების 3 ძირითად და 2 ინტერვალურ მიღებას: საუზმეს, ლანჩს, სადილს, სამხარსა და ვახშამს. საუკეთესო ეფექტისთვის, დღეში მინიმუმ 8 ჭიქა წყალი უნდა დავლიოთ.

შეიძლება ყავის დალევაც, თუმცა, ყოველ ფინჯან ყავას 2 ჭიქა წყალი უნდა დავაყოლოთ, რათა გაუწყლოება ავიცილოთ თავიდან. დაშვებულია ფასტფუდის, შოკოლადის ბატონებისა და ორცხობილების მიღებაც კი.

დაყოფილი კვება ამ დიეტაში მისაღები არაა. დიეტის კვების რაციონი კომბინირებულია 0 ცილები უნდა მივიღოთ ცხიმებთან და ნახშირწყლებთან ერთად, შეიძლება ბოსტნეულისა და ხილის შეთავსებაც.

სამსაათიანი დიეტის მენიუს მაგალითი

1. საუზმე

ომლეტი ლორითა და ყველით, 1 ნაჭერი პური, ახალი ხილი.

2. ლანჩი

ტკბილი ბატონი.

3. სადილი

1 ულუფა ხორცი და ბრინჯი, ბოსტნეულის სალათი.

4. სამხარი

ახალი ხილი ან 3-4 ორცხობილა.

5. ვახშამი

ორაგული და ბრინჯი, ახალი ბოსტნეული.

მეთოდიკის ავტორი გვირჩევს ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების ბალანსის დაცვას. ანუ, რაც შეიძლება ნაკლები ცხიმი, რაც შეიძლება მეტი ცილა. საერთო დღიური რაციონი არ უნდა აღემატებოდეს 1500 კალორიას.

კრუზი თვლის, რომ ამ დიეტის დაცვისას, ადამიანი კვირაში 1 კგ-მდე წონას კარგავს. თვითონ დიეტა 28-დღიანია და მისი გამეორება შეიძლება. სამსაათიანი დიეტა არ იძლევა დაუყოვნებლივ შედეგს და გათვლილია მათზე, ვინც მტკიცედ გადაწყვიტა გახდომა და ჯანმრთელობის შენარჩუნება.

როგორც ყოველთვის, ჩვენ გირჩევთ: სანამ დიეტას შეუდგებოდეთ, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან იმის შესახებ, თუ რამდენად კარგია ეს დიეტა და უხდება თუ არა იგი თქვენს ორგანიზმს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს