
ზაფხულში მუშაობა გვიჭირს არა მხოლოდ დასვენებაზე ფიქრის, არამედ სიცხის გამო. ეს სამეცნიერო ფაქტს წარმოადგენს!
ჰარვარდის უნივერსიტეტში სპეციალური კვლევა ჩაატარეს. კვლევაში 44-მა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა.
სტუდენტების ნაწილი კონდიციონერით აღჭურვილ ოთახში ცხოვრობდნენ, ნაწილი ოთახში, სადაც კონდიციონერი არ ჰქონდათ. სტუდენტებს გაღვიძებისთანავე კოგნიტური შეფასებისთვის ტესტის გავლა სთხოვეს.
მათ, ვინც კონდიციონერიან ოთახში ეძინათ, რეაქცია 13%-ით უკეთესი ჰქონდათ.
აქედან გამოდის, რომ სიცხეში მუშაობის დროს ტვინს ფიქრი ნამდვილად უფრო უჭირს.
ახლა უკვე საპატიო მიზეზი გაქვთ, რომ ზაფხულში უფრო მშვიდ რეჟიმში იმუშაოთ!