ცნობილი დიეტოლოგი 9 დღიანი დიეტის დაცვით ცხრა კილოგრამის დაკლების გარანტიას იძლევა.

29277

სახელოვანი რუსი დიეტოლოგი მარგარიტა კოროლიოვა გვთავაზობს უნიკალურ დიეტას, რომლის დახმარებითაც ზედმეტი კილოგრამებისგან ხანმოკლე დროში გათავისუფლდებით. სწორედ მისი მეთოდიკით ახერხებენ რუსული ესტრადისა და კინოს ვარკსვლავები ყოველთვის კარგ ფორმაში ყოფნას.

მარგარიტა კოროლიოვას დიეტა

რუსი დიეტოლოგის მიერ შედგენილი ეს დიეტა, რომელსაც დღევანდელ სტატიაში გაგაცნობთ, 9 დღეს გრძელდება. ის ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებს შორის. თუ თქვენ მოცემულ რეკომენდაციებს 100%-იანი სიზუსტით დაიცავთ, 9 დღის განმავლობაში შეძლებთ დაახლოებით 9 კილოგრამის დაკლებას. გასაოცარია, არა? მოცემული დიეტის ეფექტურობა ეჭვგარეშეა!

კვების მენიუ 9 დღისთვის

1-3 დღე
პირველი სამი დღის განმავლობაში თქვენ უნდა იკვებოთ ბრინჯით. წინა ღამით ჩაალბეთ წყალში 250 გრამი ბრინჯი. დილით, გაღვიძებისთანავე კიდევ ერთხელ კარგად გარეცხეთ პროდუქტი, გადაიტანეთ ახალ ჭურჭელში და დაასხით წყალი პროპორციით 1:2. ხარშეთ 15 წუთის განმავლობაში. მოხარშული ბრინჯი გაყავით 6 ულუფად და იკვებეთ მთელი დღის განმავლობაში. ბოლო ულუფა უნდა მიიღოთ საღამოს 8 საათზე.

ბრინჯით კვების დროს რეკომენდებულია დღის განმავლობაში მინიმუმ 2,5 ლიტრი წყლის მიღება. შეგიძლიათ 3 სუფრის კოვზი თაფლის მირთმევაც (თუ დიაბეტიკი არ ხართ).

4-6 დღე

მე-4, მე-5 და მე-6 დღეს თქვენ უნდა იკვებოთ მხოლოდ ქათმის ხორცით. საშუალო ზომის ქათამი, რომელიც დაახლოებით 1,2 კგ-ს იწონით, მოხარშეთ ორთქლზე, გააცალეთ კანი და ხორცი განაცალკევეთ ძვლებისგან (რა თქმა უნდა, შეგიძლიათ მზა ფილეს შეძენაც). გაყავით სუფთა ხორცი 6 თანაბარ ულუფად და მიირთვით ის დღის განმავლობაში. ბოლო ულიფა მიიღეთ საღამოს რვა საათზე. არ დაგავიწყდეთ ყოველდღიურად მინიმუმ 2,5 ლიტრი წყლის მიღება. ქათმის ხორცით კვების დროს არ მიიღოთ თაფლი.

7-9 დღე

მომდევნო სამი დღე ქათმის ხორცი უნდა ჩაანაცვლოთ ბოსტნეულით. კვების მენიუ ფინალური სამი დღისთვის შემდეგნაირია: 500 გრამი ორთქლზე მოხარშული და 500 გრამი ნედლი ბოსტნეული. ამ შემთხვევაშიც პროდუქტები უნდა გაყოთ 6 ულუფად. ბოლო ულუფა მიიღეთ საღამოს 8 საათზე. დღის განმავლობაში მიირთვით წყალში გახსნილი 3 ს.კ. თაფლი.

როგორც უკვე გითხარით, მოცემული დიეტა დიდი პოპულარობით სარგებლობს რუს ლამაზმანებს შორის და მისი ეფექტურობა ეჭვგარეშეა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს