თითოეულ თვეს თავისი მფარველი ყვავილი ჰყავს. თქვენი რომელი ყვავილია

2760

ძალიან ბევრი მეთოდი არსებობს, რომლებიც დაბადების დღის აღნიშვნაში დაგეხმარებათ მეგობრებთან და ახლობლებთან ერთად გართობა, სახლში გამომცხვარი ტორტის ნაჭრის სიამოვნებით ჩატკბარუნება და შამპუნის ჭიქით სადღეგრძელოს თქმა.

ვერც ერთი დაბადების დღე ყვავილებს გვერდს ვერ აუვლის. სწორედ მათ მოაქვთ სახლსა და ცხოვრებაში ფერი, სუნი და საღებავები.

თითოეულ ადამიანს თავისი ყვავილი აქვს, რომელიც დაბადების თარიღით განისაზღვრება. ყვავილების ჰოროსკოპს სიმბოლური მნიშვნელობა აქვს და იმ თვეზეა დამოკიდებული, რომელშიც დაიბადეთ.

1. იანვარი – მიხაკი

სიყვარული, მომხიბვლელობა, ინდივიდუალურობა

მიხაკის აბსოლუტურად თითოეულ ფერს თავისი მნიშვნელობა აქვს. ყველაზე ძლიერ და ჯადოსნურად ვარდისფერი მიხაკი ითვლება, რომელიც მუდმივი დედობრივი სიყვარულის სიმბოლოს წარმოადგენს.

2. თებერვალი – ია

სიფხიზლე, ერთგულება, თავდადება

ია არა მხოლოდ გარეგნულად ლამაზი ყვავილია, არამედ დადებით სიმბოლოს წარმოადგენს.

გარდა ამისა, არსებობს ცრურწმენა, რომლის თანახმად, თუ სიზმარში იას ნახავთ, ცხოვრებაში პოზიტიურ ცვლილებებს უნდა ელოდოთ.

3. მარტი – მკრთალი ნარგიზი

თავიდან დაბადება და ახალი დასაწყისი

ნარგიზის თაიგული ცხოვრებაში წარმატების სურვილის ნიშანია, მაგრამ ყურადღებით იყავით, ერთ ნაჩუქარ ნარგიზს სულ სხვა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს. ნარგიზის ერთი ყვავილი უბედურებისა და დარდის მომტანი შეიძლება იყოს.

4. აპრილი – გვირილა

უმანკოება, სიწმინდე, ერთგულება

ჩვეულებრივ გვირილებს ჩუქნიან მეგობრებს, როგორც საიდუმლო ნიშანს, რომელიც არც ერთ სულიერ არსებას არ უნდა უთხრათ.

5. მაისი – შროშანა

სიწმინდე, მოკრძალება, თვინიერება

გასაოცარი არაა, რომ შროშანა არის იმ ადამიანების ყვავილი, რომლებიც დაბადების დღეს მაისში აღნიშნავენ. ყვავილის სამეცნიერო დასახელებაა „majalis”, რომელიც ითარგმნება, როგორც „მაისის დასაწყისი“.

6. ივნისი – ვარდი

სიყვარული და გატაცება

როგორც მიხაკის შემთხვევაში, ვარდის თითოეულ ფერს საკუთარი სიმბოლო აქვს. მაგალითად, ყვითელი ვარდი მეგობრულ ურთიერთობას ნიშნავს, ხოლო ბორდოსფერი ერთი ნახვით შეყვარების სიმბოლოა.

7. ივლისი – დეზურა

თავქარიანობა და ქარაფშუტობა

ყვავილის სახელი ბერძნული სიტყვიდან „დელფინ“ მოდის. სახელი ყვავილის ფოთლების გამო შეარქვეს. მცენარე გრძნობების გამოთქმას და ძლიერ მიჯაჭვულობას წარმოადგენს.

8. აგვისტო – ხმალა

ძალა, მორალური დამოუკიდებლობა და უგონო ვნება

ყვავილმა სახელი ხმლის ფორმის ფოთლების გამო მიიიღო და გატაცების სიმბოლოს წარმოადგენს. ამ ყვავილების თაიგული ნიშნავს იმას, რომ თქვენ მიმღების გულის დაპყრობა სიყვარულით გსურთ.

9. სექტემბერი – ასტრა

სიყვარული და მოთმინება

ყვავილის სახელი ბერძნული სიტყვიდან მოდის და ითარგმნება, როგორც „ვარსკვლავი“.

შორეულ წარსულში ჩვენ წინაპრებს სწამდათ, რომ ასტრას ფოთლების სუნს ეშმაკის სულის განდევნა შეეძლო.

10. ოქტომბერი – კალენდულა

სითბო, მუდმივი სიყვარული, დარდი, წუხილი

ღია ფერების მიუხედავად, რომელიც მზის სითბოს სიმბოლოს წარმოადგენს, ყვავილი ძალიან ბევრ ქვეყანაში დამკრძალავ პროცესთან ასოცირდება.

11. ნოემბერი – ქრიზანთემა

მეგობრობა, ოპტიმიზმი, მხიარულება

ითვლება, რომ ქრიზანთემა პირველად ჩინეთში ველური ყვავილებისგან გაზარდეს. მრავალფენიანი, გამძლე და ლამაზი ბუნების გამო ყვავილი გასაფორმებელ საუკეთესო საშუალებად ითვლება.

12. დეკემბერი – ყვითელი ნარგიზი

შესანიშნავი განწყობა, ოპტიმიზმი

მშვიდი, მხიარული და ოპტიმისტური ხალხი, რომლებიც ენერგიით სავსე არიან და ცხოვრებაში ყოველთვის შეყვარებულნი არიან.

მათ წარმოუდგენელი ძალა აქვთ, რომელიც ცუდის დასასრულში დაგეხმარებათ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს