წყალბადის ზეჟანგის 1 წვეთი გაგითეთრებთ კბილებს, მოგაშორებთ უსიამოვნო სუნს და ყელის ტკივილს.

38222

წყალბადის ზეჟანგი – ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური, უსაფრთხო და ხელმისაწვდომი მადეზინფიცირებელი საშუალება, რომელიც ნებისმიერ აფთიაქში თეთრებად იყიდება. მოცემულ პროდუქტი ეფექტურად ანადგურებს ბაქტერიებსა და მიკრობებს, რის გამოც მას ხშირად იყენებენ ახალი ჭრილობების დასამუშავებლად.

სინამდვილეში, გარდა ჭრილობების დეზინფიცირებისა, წყალბადის ზეჟანგის გამოყენების სპექტრი გაცილებით ფართოა: ეფექტურია კბილების გასათეთრებლად, აკნეს წინააღმდეგ საბრძოლველად, ფრჩხილის სოკოს გასანადგურებლად, ყელის ტკივილის მოსაშორებლად და ა.შ.

დღევანდელ სტატიაში ვივიენი მოგითხრობთ, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ ეს უნივერსალური, საოცრად სასარგებლო პროდუქტი კონკრეტული პრობლემების წინააღმდეგ საბრძოლველად. ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი იქნება.

წყალბადის ზეჟანგის გამოყენება

  1. კვილების გათეთრება
    ამ შედეგის მისაღებად, პირველ რიგში, თქვენ უნდა გაიხეხოთ კბილები ჩვეულებისამებრ და შემდეგ 10 წამის განმავლობაში ივლოთ პირის ღრუში მცირეოდენი წყალბადის ზეჟანგი. ეს პროცედურა არა უბრალოდ ეფექტურად ათეთრებს კბილებს, არამედ აჯანსაღებს მთელ პირის ღრუს, რადგან წყალბადის ზეჟანგი ანტიმიკრობული და ანტიბაქტერიული თვისებებით გამორჩეული პროდუქტია. პროცედურის ჩატარება რეკომენდებულია ყოველ საღამოს, დაძინების წინ.
  2. კიდევ ერთი საოცრად მარტივი და ეფექტური გზა კბილების გასათეთრებლად წყალბადის ზეჟანგში დასველებული ბამბის დისკით ემალის დამუშავებაა. მოცემული პროცედურა უნდა ჩაიტაროთ კვირაში არაუმეტეს 1-ხელ, რათა თავიდან აირიდოთ კბილების დაზიანება.
  3. აკნეს დამარცხება
    ბამბის დისკი დაასველეთ წყალბადის ზეჟანგით და მისი გამოყენებით კარგად დაიმუშავეთ სახის კანის პრობლემური მონაკვეთები. ჩაიტარეთ ეს პროცედურა ღამით, დაძინების წინ. დილით კარგად ჩამოიბანეთ სახე.
  4. ფრჩხილის სოკოს წინააღმდეგ ბრძოლა
    შეურიეთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობით წყალბადის ზეჟანგი და წყალი. მიღებულ ხსნარში დაასველეთ ბამბის დისკი და კარგად დაიმუშავეთ დაინფიცირებული ფრჩხილები. ჩაიტარეთ ეს პროცედურა დღის განმავლობაში რამდენჯერმე. რეგულარული პროცედურებიდან ხანმოკლე დროში სასიამოვნო ცვლილებები თვალსაჩინო იქნება.
  5. ყელის ტკივილის დამარცხება
    ნახევარ ჭიქა (100 მლ) თბილ წყალში ჩაამატეთ 50 მილილიტრი წყალბადის ზეჟანგი. მიღებული ხსნარი რეგულარულად გამოივლეთ პირის ღრუში, რათა გაანადგუროთ მავნე ბაქტერიები და მიკრობები, რომლებიც ყელის ტკივილს იწვევს.

გასაოცარია, თუ რამხელა ძალას ფლობს ერთი უბრალო, იაფი პროდუქტი, არა? აუცილებლად გაუზიარეთ სტატია მეგობრებს, რათა მათაც იცოდნენ წყალბადის ზეჟანგის ამ საოცარი თვისებების შესახებ. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს