საბავშვო შამპუნი ბავშვის თავისა და სხეულის დასაბანად არის განკუთვნილი, მაგრამ მისი გამოყენება სხვა მიზნითაც შეგიძლიათ.
„ვივიენი“ საბავშვო შამპუნის გამოყენების რამდენიმე უჩვეულო მეთოდს გთავაზობთ, რომელთა დახმარებით თქვენი კანის და კოსმეტიკური აქსესუარების სისუფთავის შენარჩუნებას შეძლებთ.
1. ფეხის კანის დარბილება
საბავშვო შამპუნი ერთ-ერთი ყველაზე რბილი საშუალებაა, რადგან, ძირითადად, მას პატარებზე მოიხმარენ, მაგრამ ასევე შეგიძლიათ თქვენი ფეხის კანის დასარბილებლად გამოიყენოთ. უბრალოდ შამპუნის მცირე რაოდენობა ძილის წინ ფეხზე წაისვით და წინდები ჩაიცვით, მეორე დილით კი დაიბანეთ. ფეხის კანი რბილი და ნაზი გახდება.
2. ტყავის ნაწარმის მოვლა
საბავშვო შამპუნის დახმარებით ტყავის ფეხსაცმელს ბზინვარებას შემატებთ. სუფთა ჩვარს ცოტა საბავშვო შამპუნი დაასხით და ტყავის ზედაპირი რამდენიმე წუთით ნაზად გაწმინდეთ.
3. მაკიაჟის ფუნჯების გაწმენდა
უხეში თხევადი საპონი, რომელსაც ხშირად ფუნჯების გასარეცხად ვიყენებთ, ფუნჯების მოხმარების ვადას ამცირებს. მათ გასაწმენდად საბავშვო შამპუნი გამოიყენეთ. რამდენიმე წვეთი აიღეთ და ფუნჯები გაქაფეთ, შემდეგ ჩამორეცხეთ. ფუნჯები სუფთა, ხავერდოვანი და ფუმფულა იქნება.
4. სახის დაბანა
ეს მეთოდი სახის დასაბანად ყოველდღიურად გამოიყენეთ. ასე კანი გასაოცრად რბილი გახდება. შამპუნი, როგორც დასაბანი საშუალება ისე მოქმედებს და კანს ზიანს არ აყენებს, რადგან არ შეიცავს აგრესიულ ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც, როგორც წესი, სხვა დასაბან საშუალებებში გვხვდება.
ასევე შეგიძლიათ მაკიაჟის მოსაშორებლად გამოიყენოთ. უბრალოდ ბამბის დისკი დაასველეთ, რამდენიმე წვეთი შამპუნი დაუმატეთ და სახე მსუბუქად გაიწმინდეთ.
5. შინაური ცხოველების დასაბანი შამპუნი
ვეტერინარი ექიმების უმეტესობა გირჩევთ, შინაური ცხოველების დასაბანად საბავშვო შამპუნი გამოიყენოთ, რადგან ჩვეულებრივი შამპუნი ქავილსა და კანის სხვა პრობლემებს იწვევს. გარდა ამისა, ცხოველებს სასიამოვნო სურნელი ექნებათ.
6. სახვევის ან პატჩის წებოვანი მხარის მოშორება
სახვევის მოშორება ყოველთვის სასიამოვნო პროცესი არაა, რადგან ხშირად ჭრილობაში იზრდება. საბავშვო შამპუნი სახვევის უმტკივნეულოდ მოშორებაში დაგეხმარებათ.
7. თეთრეულის გარეცხვა
ქვედა საცვლების გასარეცხად საბავშვო შამპუნი იდეალური საშუალებაა, რადგან ასე ქსოვილი რბილი რჩება და სასიამოვნო სუნი აქვს. შამპუნი ქსოვილზე უფრო ნაზად მოქმედებს, ვიდრე სარეცხი საშუალება ან თხევადი საპონი. თბილი წყალი გამოიყენეთ, მცირე რაოდენობით საბავშვო შამპუნი აურიეთ და რამდენიმე წამით საცვლები გახეხეთ, შემდეგ გაავლეთ.
8. ხელის დასაბანი საპონი
ხელის დასაბანად უხეში საპონი შეგიძლიათ დაივიწყოთ და საბავშვო შამპუნი გამოიყენოთ, რადგან არა მხოლოდ ბაქტერიებს ანადგურებს, არამედ ჯანსაღ და რბილ კანს ინარჩუნებს.
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.