ბრინჯის ყოველი პორცია მეორე ტიპის დიაბეტის განვითარების რისკს 11 %-ით ზრდის. ასეთ დასკვნამდე ჯერ კიდევ 2012 წელს ჰარვარდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის მკვლევარები მივიდნენ.
მათ შვიდი კვლევის მონაცემები შეადარეს, რომლებშიც მთელი მსოფლიოდან 22 წელს ზემოთ 350 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
ექსპერტებმა აზიის, აშშ-სა და ავსტრალიის მონაწილეების კვების რაციონი შეისწავლეს.
კვლევის ავტორებმა თეთრი ბრინჯის მოხმარებასა და დიაბეტის განვითარების გაზრდილ რისკს შორის კავშირი აღმოაჩინეს. ამასთან აზიელებს ეს კავშირი უფრო ძლიერი აქვთ, ვიდრე დასავლეთში.
რატომ ხდება ასე? თეთრი ბრინჯი – ბრინჯის ყველაზე მეტად გავრცელებული სახეობაა, განსაკუთრებით აზიის ქვეყნებში, სადაც საშუალოდ დღეში 3-4-ჯერ ღებულობენ.
დასავლეთის ქვეყნებში ამ პროდუქტს უფრო იშვიათად მოიხმარენ, ძირითადად, კვირაში 1-2-ჯერ. ახლა, აზიაში დიაბეტით დაავადებულთა რიცხვი 200 მლნ ადამიანს უტოლდება.
„აზიელებს ჭარბი წონა არ აწუხებთ, მაგრამ ამერიკელებთან შედარებით მსგავსაც, ან ზოგჯერ უფრო მეტადაც კი ავადდებიან“ – ამბობს ჯენენ კუი, პროფესორი ტოკიოდან.
აზიის ქვეყნებში დიაბეტის განვითარების ერთ-ერთი ფაქტორი ცხოვრების მაღალი ხანგრძლივობა. მარტივად რომ ვთქვათ, რაც უფრო დიდხანს ცხოვრობს ადამიანი, მის ორგანიზმში მით უფრო მეტი დაავადება თავს იჩენს.
რა საფრთხეს შეიცავს თეთრი ბრინჯი?
თეთრ ბრინჯს ყავისფერთან შედარებით უფრო დაბალი კვებითი ღირებულება გააჩნია, მათ შორის უჯრედისი და მაგნიუმი, რომელიც დიაბეტისგან გვიცავენ.
ერთი პორცია ბრინჯი, როგორც მინიმუმ ორჯერ უფრო მეტ ნახშირწყალს შეიცავს, ვიდრე 1 ქილა კოკა-კოლა.
გარდა ამისა, თეთრ ბრინჯს მაღალი გლიკემიურ ინდექსი (გი) აქვს. მაღალი გლიკემიური ინდექსის მიღების შემდეგ სისხლში შაქრის დონე სწრაფად იზრდება, რაც დროთა განმავლობაში დიაბეტის განვითარებას იწვევს.
დიეტოლოგები ბრინჯის ფაფისა და რულეტის მოყვარულებს ურჩევენ, რომ ბრინჯის მიღება კვირაში 1-2 პორციით შეზღუდონ ან ყავისფერი ბრინჯის მოხმარებაზე გადავიდნენ, რომელიც, როგორც გაირკვა, ამ უსიამოვნების წარმოჩენის ალბათობას, პირიქით, ამცირებს.
„თეთრი სახეობისგან“ განსხვავებით ყავისფერი ბრინჯი არ იწმინდება და მუშავდება, რითაც ყველა სასარგებლო ვიტამინსა და მიკროელემენტს ინარჩუნებს, რაც მთავარია, უჯრედისს, რომლის წყალობით პროდუქტის ნელა ათვისება ხდება და სისხლში შაქრის დონის სწრაფ ზრდას არ იწვევს. თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ!