ასტროლოგიაში არსებობს ზოდიაქოს ოთხი ნიშანი, რომელთაც ბედი უსამართლოდ ეპყრობა. ისინი ძალიან კეთილი და დადებითი ადამიანები არიან, თუმცა საპასუხოდ სიკეთეს ვერ იღებენ. საინტერესოა იმის გაგება, თუ რატომ და როგორ უნდა ატარონ ეს ტვირთი.
ეს ნიშნები ძალიან დიდსულოვნები არიან, ასეთებს კი, ხშირად, იყენებენ. ერთნი მათ გაცნობიერებულად იყენებენ, მეორენი კი გულწრფელად იღებენ მათგან დახმარებას, საპასუხოდ კი არაფერს სთავაზობენ.
1. კურო ყოველთვის გრძნობს, როცა მის ახლობლებს ან ნაცნობებს უჭირთ. იგი პირველი დაგირეკავთ და გკითხავთ, რითი დაგეხმაროთ. ეს ნიშანი ტკივილის დეტექტორია და ყოველთვის ცდილობს მის ლიკვიდირებას.
ავიწყდება საკუთარი თავის შესახებ. შეიძლება დაავიწყდეს ჭამა, გვერდზე გადადოს თავისი საქმე და მთელი დღის განმავლობაში სხვაზე იფიქროს. კუროსავით არავინ იქცევა, არავინ ღელავს კუროზე ასე ძლიერად. მის ზრუნვას ისე უყურებენ, როგორც რაღაც ბუნებრივსა და ჩვეულებრივს. კურო ბედნიერია, თუ სხვის დახმარებას შეძლებს, თუმცა სწყინს, როცა ასეთივე დამოკიდებულებას ვერ იღებს.
კარგი იქნება, ამას გაკვეთილად თუ აღიქვამს. მაგალითად, მაშინ მაინც არ დაეხმაროს სხვებს, როცა ამას არ სთხოვენ. დახმარება ხომ ყოველთვის არაა საჭირო, ხანდახან ეს ყველაფერი დათვურ სამსახურად გადაიქცევა.
ბუნებრივია, მას არ გამოუვა გულის ჩაკეტვა და, როგორც კი თავისი საყვარელი ადამიანის ცხოვრებაში ხედავს პრობლემას, დაუყოვნებლივ მიისწრაფვის მის გადასაწყვეტად.
2. კირჩხიბი – ინტროვერტულია, მისთვის რთულია სოციალური ცხოვრება. ის ძალიან მგრძნობიარეა და დიდ წვეულებებზე უბრალოდ იკარგება. მას ურჩევნია ვიღაცასთან გულწრფელად საუბარი ინტიმურ გარემოში, ვიდრე საზოგადოების წინაშე წარსდგეს.
როცა კირჩხიბი გახსნას გადაწყვეტს, გრძნობათა დაუსრულებელ გამას აფრქვევს. იშვიათად თუ შეუძლია ვინმეს ამ ყველაფრის მაშინვე გააზრება. შედეგად, კირჩხიბი ფიქრობს, რომ მისი არ ესმით და იმედი უცრევდება.
იგი აგრძელებს თავისი თანამოსაუბრის თითოეულ ემოციაზე რეაგირებას, თუმცა თვითონ სულ უფრო იკეტება. არადა სხვებს უბრალოდ დრო უნდა მისცეს იმისთვის, რომ გაეცნონ მის შინაგან სამყაროს, არ ჩაიკეტონ პირველი წარუმატებლობისთანავე.
3. მშვილდოსანი ხანდახან მეტისმეტად მიამიტია. ინტრიგა ნებისმიერ საზოგადოებაშია, ამ ნიშანს კი სურს სჯეროდეს და აღადგინოს სამართლიანობა. მას ხანდახან გამოსდის კარგი ლიდერობა, ჯგუფში სიტუაციის დალაგება, მასში ნდობისა და ურთიერთდახმარების ატმოსფეროს შექმნა.
ხანდახან კი ვერ ახერხებს წესრიგის დამყარებას. მისთვის რთულია ორგულობისა და ღალატის აღმოფხვრა იმ სოციალური ჯგუფიდან, რომელსაც თავად მიეკუთვნება. თუმცა, მშვილდოსნის ხასიათი ამ ყველაფერთან შეგუების საშუალებას არ აძლევს.
მშვილდოსნის უბედურება იმაში მდგომარეობს, რომ ასეთ ორგანიზებულ წარმატებებსა და მარცხს მხოლოდ საკუთარ თავზე იღებს. დროა გაიგოს, რომ იგი არ უნდა იღებდეს პასუხიმგებლობას სხვის ნეგატიურ საქციელზე და, რომ ვერ შეძლებს ადამიანების შეცვლას, თუ ისინი ამას არ ისურვებენ.
4. თევზები მეოცნებე პიროვნებაა. მას სხვების დანახვა მხოლოდ თეთრ და ციასრტყლის ფერებში სურს. თავისი უბრალოებით იზიდავს არაკეთილსინდისიერ და ვერაგ ადამიანებს.
რომ იყენებენ, ამას თევზები მაშინვე ვერ ხვდება. ხოლო როცა უკვე ძალიან გვიანია, იგი დიდ იმედგაცრუებას განიცდის. ასე რომ არ მოხდეს, მან ცხოვრებას ცოტა უფრო რეალისტურად უნდა შეხედოს.
თევზების აზროვნება მოწყობილია სწორედ სიკეთის აღქმისა და ბოროტების ჯიუტად განდევნისთვის. როცა მას ღალატობენ, იგი იმ რწმენით პატიობს, რომ ადამიანი შეიცვლება. ასე, იგი ბევრს წვალობს იმ ადამიანთან, რომელიც მისი ღირსი არაა იმედით, რომ იგი გამოსწორდება ნაცვლად იმისა, რომ დაიწყოს უფრო შესაფერისი თანამგზავრის, მეგობრისა და საქმიანი პარტნიორის ძიება.
თქვენ მოხვდით ამ სიაში? ამოიცანით საკუთარი თავი?