ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს ორი მფარველი ანგელოზი ჰყავს და აი, რომელი

2503

ითვლება, რომ ანგელოზები სინათლისგან შექმნილი არსებები არიან, რომლებიც ადამიანებს სიბნელისა და ბოროტებისგან იცავენ. თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს თავისი მფარველი ანგელოზი ჰყავს, რომელიც ყველა ღირსების გახსნაში ეხმარება, და მისი საპირისპირო ანგელოზი, რომელსაც ბალანსის გრძნობა მოაქვს.

გაიგეთ, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით რომელი ანგელოზი გიცავთ და ცხოვრებაში მიმართულებას გაძლევთ.

ვერძი – შემოქმედების ანგელოზი

შემოქმედების ანგელოზი ამ ზოდიაქოს ნიშანს ყველა იმპულსის დადებით მიმართულებაში გადასვლაში ეხმარება. ის მოქმედებისკენ უბიძგებს და წარმოუდგენელ ფიზიკურ და ემოციურ ძალას აძლევს. თუ რაიმე ჩაიფიქრეთ, ეს ანგელოზი ნებისმიერ ინიციატივას და პროექტს მხარს დაუჭერს, ენერგიას მოგცემთ და ახალი სარისკო პროექტის დაწყების მოტივაციას მოგანიჭებთ.

მისი საპირისპირო ანგელოზი – სიყვარულის ანგელოზი (სასწორი) ვერძის ძალაუფლებას თრგუნავს და უგუნურებისგან იცავს.

კურო – სამების ანგელოზი

სამების ანგელოზი კუროს ერთგულებასა და მუდმივობას ანიჭებს. ნიჭი, რომელიც დაბადებიდან მონიჭებული გაქვთ – მოთმინება და გადაწყვეტილების მიღების უნარი. ამის წყალობით, ბედის ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვა და საქმის ბოლომდე მიყვანა შეგიძლიათ.

საპირისპირო ანგელოზი – გარდაქმნის ანგელოზი (მორიელი) მხარს დაგიჭერთ, როცა დიდ ცხოვრებისეულ ცვლილებას შეეჯახებით და ცოტა რომანტიკას შეგმატებთ.

ტყუპები – ურთიერთობის ანგელოზი

ეს ანგელოზი საჭირო დროს საჭირო სიტყვის მოძებნაში დაგეხმარებათ. ის გიცავთ და ნებისმიერ სიტუაციასთან მორგებაში გეხმარებათ. ამის წყალობით მუდმივად გულახდილი და პოზიტიურ განწყობაზე რჩებით.

საპირისპირო ანგელოზი – ბედნიერების ანგელოზი (მშვილდოსანი) მოწყენილობისგან დაგიცავთ, სიყვარულში სტაბილურობას მოგიტანთ და ორჭოფობას მოგაშორებთ.

კირჩხიბი – ბარაქის ანგელოზი

კირჩხიბი ბარაქის ანგელოზის მფარველობის ქვეშ იმყოფება, რომელიც მას ძლიერ მგრძნობელობას და ჭეშმარიტ მშვიდობისმოყვარე ხასიათს ანიჭებს. ის ზოდიაქოს ნიშანს საკუთარ გამოცდილებაზე სწავლაში ეხმარება. ამ ანგელოზის ენერგია შინაგან სიმშვიდეს განიჭებთ და ყოველდღიური პრობლემის სტრესს გაშორებთ.

საპირისპირო ანგელოზი – შრომის ანგელოზი (თხის რქა) მარტოობასთან გამკლავებაში დაგეხმარებათ და ხანგრძლივი იზოლაციის უარყოფითი ეფექტისგან დაგიცავთ.

ლომი – მიწიერი ძალის ანგელოზი

თქვენი მფარველი გაძლევთ ძალას და იმედს, რითაც სხვა ზოდიაქოს ნიშნებისგან გამორჩეული ხართ. უფრო მეტიც, ანგელოზი კიდევ სამ რამეს განიჭებთ: ერთგულება, სითამამე და ოპტიმიზმი. ამ უნარების წყალობით სიურპრიზებით აღსავსე საინტერესო ცხოვრებით შეგიძლიათ იცხოვროთ. ანგელოზი საკუთარ შესაძლებლობასა და ქარიზმაში წარმოუდგენელ თავდაჯერებულობას განიჭებთ.

საპირისპირო ანგელოზი – თავისუფლების ანგელოზი (მერწყული) დაგეხმარებათ, როცა საკუთარი თავგანწირვის გამოჩენა ან განმარტოება დაგჭირდებათ.

ქალწული – მკურნალი ანგელოზი

ეს ანგელოზი როგორც გარეგანი, ასევე შინაგანი წესრიგის დაცვაში დაგეხმარებათ. მისგან მონიჭებული გაქვთ სამი ნიჭი – სიბრძნე, პრაქტიკული გონება და შრომა. ამის წყალობით თქვენ ყოველთვის მშვიდი, ოპტიმისტი ხართ და შეგიძლიათ შეინარჩუნოთ სიმტკიცე, როცა მიზანი გაქვთ.

საპირისპირო ანგელოზი – ოცნების ანგელოზი (თევზები) არასრულფასოვნების კომპლექსისგან დაგიცავთ და აზრის გამოთქმის დროს მოქნილობას გასწავლით.

სასწორი – ზეციური სიყვარულის ანგელოზი

ეს ანგელოზი სიყვარულსა და უსაზღვრო ფანტაზიას განიჭებთ. სხვებთან მშვიდობიანად და ჰარმონიულად ცხოვრებაში გეხმარებათ. ეს ქმნილება მხოლოდ სამართლიანობის გრძნობას განიჭებთ.

საპირისპირო ანგელოზი – შემოქმედების ანგელოზი (ვერძი) შფოთვისგან დაგიცავთ და ნებისმიერ რთულ სიტუაციასთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.

მორიელი – გარადქმნის ანგელოზი

ეს ანგელოზი ძლიერ და შეუპოვარ ხასიათს და წარმოუდგენელ სითამამეს განიჭებთ. თქვენ გაქვთ ისეთი თვისებები, როგორიცაა ინტელექტუალური სიმწიფე, რომანტიკა, სიცოცხლისუნარიანობა და ერთგულება.

საპირისპირო ანგელოზი – სამების ანგელოზი (კურო) განიჭებთ მოთმინებასა და მდგრადობას, ასევე ინტერპერსონალურ ურთიერთობებში ემოციურ სტაბილურობას. ის დაგეხმარებათ, როცა რწმენა და უსაფრთხოება დაგჭირდებათ.

მშვილდოსანი – ბედნიერების ანგელოზი

მშვილდოსანს ბედნიერების ანგელოზი იცავს, რომელიც მას სამყაროსა და სხვადასხვა კულტურის შეცნობის სურვილს ანიჭებს. ანგელოზი სამ თვისებას განიჭებთ: კარგი განწყობა, წესების მიმართ პატივისცემა და მონაწილეობის სურვილი. ასევე ნებისმიერ სიტუაციაში გულწრფელობის შენარჩუნებაში გეხმარებათ.

საპირისპირო ანგელოზი – ურთიერთობის ანგელოზი (ტყუპები) პატივმოყვარეობის სურვილის დაძლევაში გეხმარებათ, ძალას მოგანიჭებთ და თქვენს ყველა პროექტს მხარს უჭერს.

თხის რქა – შრომის ანგელოზი

ეს ანგელოზი თქვენს ფიზიკურ და სულიერ ძალას ზრდის. მისი არსებობა ცოდნას და გონებრივ საქმიანობაში ყურადღების კონცენტრირებაში გეხმარებათ. ასევე საჭირო დროს სათანადო ძალებს მოგანიჭებთ.

საპირისპირო ანგელოზი – ბარაქის ანგელოზი (კირჩხიბი) უნდობლობასთან ბრძოლაში დაგეხმარებათ და თქვენს გრძნობებს გააღრმავებს.

მერწყული – თავისუფლების ანგელოზი

ანგელოზი შემოქმედებით პოტენციალს განიჭებთ. ამის წყალობით მერწყული კარგი პარტნიორი და გულწრფელი მეგობარი ხდება. ის სწავლის გაღრმავებისკენ გიბიძგებთ, რითაც ერთ-ერთ ყველაზე ჭკვიან ზოდიაქოს ნიშნად გაქცევთ.

საპირისპირო ანგელოზი – მიწიერი ძალის ანგელოზი (ლომი) კრიზისის დაძლევასა და იდეების განხორციელებაში დაგეხმარებათ.

თევზები – ოცნების ანგელოზი

ანგელოზი უნივერსალურ სიყვარულსა და გულმოწყალებას განიჭებთ. ის კარგი ინტუიციით და ღმერთთან დააახლოების უნარს განიჭებთ. ის თევზებს ცხადად დანახვის უნარს ანიჭებს.

საპირისპირო ანგელოზი – მკურნალი ანგელოზი (ქალწული) ნებისმიერი დაბრკოლების და პრობლემის გადასალახავად საჭირო ძალებს განიჭებთ.