ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგი: იმის მიხედვით თუ რამდენად რთულია მათი სიყვარული?

2445

სიყვარული, როგორც ცნობილია, ბოროტი და ბრმაა. და, ზოგადად, გულს ვერ უბრძანებ.

თუმცა, ზოგიერთს უმართლებს სიყვარულში: არსებობენ ისეთი ადამიანები, რომელთა შეყვარებაც ერთი სიამოვნებაა. მეორე მხრივ, არსებობენ ისეთებიც, რომელთა სიყვარული ნამდვილი სასჯელია.

ასტროლოგები ამტკიცებენ, რომ ეს ზოდიაქოს ნიშნებზეა დამოკიდებული.

ვნახოთ, რამდენად რთულია ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშნის სიყვარული:

ქალწული

ეს ნიშანი აბტომატურად აჩერებს ადამიანთა უმეტესობას გაშლილი ხელის დაშორებაზე, სანამ არ დარწმუნდება, რომ მათი ნდობა შეიძლება. იგი მარტივი პიროვნება არაა სიყვარულში. იმისათვის, რომ ქალწულს ვინმე შეუყვარდეს, უნდა შეასუსტოს თავისი ფარი და გაიხსნას, რაც მას არ ახასიათებს. როგორც კი ასე მოიქცევა, თავის გასაოცარ მხარეს გაჩვენებთ.

მორიელი

მორიელი ხან ცივია, ხან კი ცეცხლივით მწველი, ამიტომ რთულია მისი პროგნოზირება. იგი ძალიან მალე გამოგფიტავთ, ამიტომაც წყდება მისი ურთიერთობები ასე სწრაფად. სანამ მორიელი ემოციურად არ მომწიფდება, იგი რეალური ურთიერთობისთვის ვერ იქნება მზად.

მშვილდოსანი

ეს ენერგიული, იმპულსური და თავისუფლებისმოყვარული ნიშანია. ზოგიერთი გაგებით, ეს მას საინტერესო პარტნიორად აქცევს, რომელთანაც არასდროს მოიწყენთ. მეორე მხრივ, იგი პრაქტიკულად არასდროს ჩერდება რაღაც ერთსა და იმავეზე. იგი მუდმივ მოძრაობაში, ახალი თავგადასავლებისა და ადრენალინის ძიებაშია.

მერწყული

ეს იდუმალი პიროვნებაა. არ უყვარს სხვების წინაშე გახსნა და მათი შემოშვება თავის სამყაროში. მერწყულის სიყვარულს ის ფაქტი ართულებს, რომ იგი ყოველთვის იცავს დისტანციას სხვა ადამიანებთან. მას ისეთი ადამიანი სჭირდება, რომლის ნდობაც ნამდვილად შეეძლება, რათა შეუყვარდეს და უყვარდეს.

თხისრქა

ეს პრაქტიკული შრომისმოყვარეა, რომელიც ურთიერთობას ბიზნეს-პროექტივით უყურებს. არც ერთ პარტნიორს არ სურს იმ შეგრძნებით ცხოვრება, რომ მას მიკროსკოპით აკვირდებიან, წონიან ყველა დადებით და უარყოფით მხარეს. თხისრქამ უნდა ისწავლოს თავისი გულის ნდობა ისევე, როგორც თავს ენდობა, რათა იპოვოს ნამდვილი, საიმედო სიყვარული.

ტყუპები

მერყევი და მეტისმეტად ემოციური ნიშანია. მართალია, ეს მასთან ურთიერთობას დამღლელს ხდის, თუმცა ეს იმასაც ნიშნავს, რომ მას მთელი გულით უყვარს და თავის გრძნობებს ენდობა. როცა ტყუპებს უყვარს, იგი მთელი არსებით ეძლევა პარტნიორს. მსგავსი სიყვარული და დამოკიდებულება შეიძლება გაშინებდეთ, თუმცა ასეთი ურთიერთობის დონე ყველასთვის ხელმისაწვდომი როდია.

ლომი

არ არსებობს ლომზე უფრო დინამიური და მიმზიდველი ნიშანი. იგი წარმოუდგენლად დამოუკიდებელი და თავდაჯერებულია. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ლომის პარტნიორს ესმოდეს – მას თქვენ არ სჭირდებით. იგი ისე გიწვევთ, რომ შეუძლებელია, არ მოიხიბლოთ.

ვერძი

აქტიური და ვნებიანი ვერძი პარტნიორს თავისი სამყაროს ცენტრად აქცევს. იგი პრიორიტეტულ ყურადღებას აქცევს თავის რჩეულს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მისთვის ყველაფერი გახდეს. იგი მხარს დაუჭერს და გვერდში დაუდგება ნებისმიერ მომენტში. ვინ იტყვის უარს მსგავს ურთიერთობაზე?

კურო

არ არსებობს ამაზე უფრო ერთგული და მტკიცე ნიშანი. როცა კუროს ვიღაც უყვარს, ესე იგი ეს ხანგრძლივი ამბავია. იგი თავდაუზოგავია, მზადაა თავის გასაწირავად, არაფერს მალავს და ბოლომდე გულწრფელია მეორე ნახევართან. მსგავსი ერთგულება და თავდაუზოგავობა ძალიან იშვიათია.

სასწორი

სასწორს მხოლოდ ის უნდა, რომ ყველა კმაყოფილი და ბედნიერი იყოს. ეს სამყაროში ყველა ადამიანს ეხება, განსაკუთრებით კი მათ, ვინც მას უყვარს. ეს ნიშანი ყველაფერს გააკეთებს იმაში დასარწმუნებლად, რომ პარტნიორი ბედნიერი ჰყავს. მისი სიყვარული მარტივია, რადგან იგი ნათელ და უანგარო გრძნობას გჩუქნით.

თევზები

თევზებს, ალბათ, ყველაზე მოსიყვარულე გული აქვთ ზოდიაქოს ნიშნებს შორის. ისინი ღრმად განიცდიან თითოეულ ემოციას, მათთვის რთული არაა იმის გამოხატვა, რაც სურთ და ელიან მათგან, ვინც უყვართ. თევზები არფერს მალავენ. ისინი მზად არიან ყველაფრისთვის, ოღონდ კი საყვარელ ადამიანთან იყვნენ.

კირჩხიბი

ეს ყველაზე მზრუნველი და მგრძნობიარე ბუნებაა, უყვარს უსიტყვოდ. მას შეუძლია პატიება და მოთმინება. მათი იმედი ნებისმიერ შემთხვევაში შეგიძლიათ გქონდეთ. კირჩხიბი შესანიშნავად ასახავს იმას, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს სიყვარული. ამ ნიშნის სიყვარული ნამდვილი სიამოვნებაა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს