ნატურალური მათეთრებელი ჩვეულებრივი ინგრედიენტებისგან ნებისმიერი ტიპის ნაჭრისთვის.

11236

მაღააზიაში ნაყიდ მრავალგზის გამოცდილ საშუალებებზე ბევრი რომ არ ვისაუბროთ ვთქვათ რომ არსებობს მრავალი სახის, ხარისხის და ფასის საშუალება, რომელთაგანაც ზოგის გამოყენება ნამდვილად ღირს, ზოგი ნაკლებად ეფექტურია ზოგი კი საერთოდ არაეფექტურია. დრევანდელ ჩვენს სტატიაში ვივიენი გირჩევთ იაფფასიან საშუალებას, რომელიც დაგეხმარებათ პირვალნდელი სიქათქათე დაუბრუნოთ თქვენს ტანსაცმელს ან სხვა თეთრს ნაჭერს.

საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ თეთრი ნივთები ძალიან მიმზიდველია.ისინი საკმაოდ სადღსასწაულოდ და აკურატულად გამოიყურებიან. თუმცა ყველა დიასახლისისთვის ნაცნობია სიტუაცია, როდესაც თეთრი ნაჭერი რამოდენიმეჯერ გარეცხვის შემდეგ ხუნდება და კარგავს ფერს. ხშირად ვერც ძვირადღირებული მათეთრებლები გვეხმარება ისე, როგორც ჩვენ გვაქ ამის სურვილი. თუმცა ჩვენს მიერ შემოთავაზებულ უიაფეს საშუალებას შეუძლია ასეთ ნივთებსაც კი დაუბრუნოს პირვანდელი სიქათქათე.

წყალბადის ზეჟანგის გამოყენება თეთრი ნაჭერის მათეთრებლად

დღეს მოგიყვებით წყალბადის ზეჟანგის გამოყენების შესახებ, რომელიც ძლიერ დამჟანგავს წარმოადგენს და ითვლება ქლორის შესანიშნავ შემცველად. მისი მათეთრებლად გამოყენების 2 ნაცადი ხერხი არსებობს:

პირველი ხერხი:

დაგჭირდებათ 3 % წყალბადის ზეჟანგი: 2 ლიტრა წყალზე – 1 ჩაის კოვი წყალბადის ზეჟანგი. თუ სიყვითლე კარგადაა გამოხატული და თანაც ჩამჯდარა, შეგიძლიათ დაუმატოთ 1 ჩაის კოვზი კალცინირებული სოდაც.

ემალის ჭურჭელში ჩაასხით 30-40 გრადუსამდე გაცხელებული წყალი. ეფექტის გასაძლიერებლად ჭურჭელი შეგიძლიათ შემოდგათ ცეცხლზე და წყალი 65-70 გრადუსამდეც გააცხელოთ. თბილ წყალში ჩაამატეთ წყალბადის ზეჟანგი და სოდა (სურვილისამებრ),კარგად მოურიეთ და მოათავსეთ ხსნარში გაყვითლებული ნივთები.

ეს პროცესი საშუალოდ 20 წუთს მოითხოვს, 65-70 გრადუსის სემთხვევაში კი 10 წუთს. მთელი ამ დროის განმავლობაში ტანსაცმელი უნდა აბრუნოთ წყალში რათა მათეთრებელი თანაბრად განაწილდეს. პროცედურის დასასრულებლად კი ნაჭერს სუფთა წყალი გადაავლეთ.

მეორე ხერხი:

5 ლიტრ წყალზე დაგჭირდებათ 1 სუფრის კოვზი წყალბადის ზეჟანგი და 1 სუფრის კოვზი ქაფურის სპირტი. წყალი ამ შემთხვევაშიც ემალის ჭურჭელში უნდა ჩაასხად და გააცხელოთ 80 გრადუსამდე. ცხელ წყალში დაუმატეთ დანარცენი ორი ინგრედიენტიც, გულდასმით გდაურიეთ და ჩატვირთეთ შიგნით ახალგარეცხილი ტანსაცმელი.  ჩატვირთულ მდგომარეობაში 30 წუთი გააჩერეთ და შემდეგ გაავლეთ ცივი, სუფთა წყლით.

ჩვენს ხრიკებში გამოყენებული სამივე ინგრედიენტი მარტივი მოსაძიებელია და შეგიძლიათ ნებისმიერ აფთიაქში იყიდოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს