ბევრი ჭკვიანი ადამიანი ამბობს, რომ ნაკურთხი სააღდგომო კვერცხის ნაჭუჭის სანაგვე ყუთში გადაგდება არ შეიძლება. იგივე ეხება სანთლის ნარჩენს და სხვა ატრიბუტს, რომლებიც დღესასწაულის შემდეგ რჩება. ეს კითხვა ბევრ მორწმუნე ადამიანს აწუხებს, ამიტომ „ვივიენმა“ მასზე დეტალურად პასუხის გაცემა გადაწყვიტა.
„ვივიენი“ აგიხსნით, თუ რატომ არ შეიძლება კვერცხის ნაჭუჭის გადაგდება (თუ შეიძლება?) და როგორ გამოვიყენოთ საყოფაცხოვრებო საქმეებში.
კვერცხის ნაჭუჭის გამოყენება
კვერცხის ნაჭუჭი ძალიან სასარგებლო და აუცილებელი რამ არის. მის სასარგებლოდ გამოყენებაზე ცოტა მოგვიანებით გიამბობთ, ახლა კი გავარკვიოთ, შეიძლება თუ არა დღესასწაულის შემდეგ კვერცხის ნაჭუჭის გადაგდება.
ხალხს სწამს, რომ აღდგომის შემდეგ მთელი კვირა იესო მოციქულებთან ერთად უბრალო ხალხს შორის დადის. აქედან გამომდინარე, ეკლესიაში ნაკურთხი კვერცხის ნაჭუჭის გადაგდება არ შეიძლება, რადგან ასე ღვთის ძეს გააბრაზებთ. ადამიანები მის დამარხვას ან დაწვას ცდილობენ, ზოგს კი ეკლესიაში მიაქვს.
მღვდლები ამას სკეპტიკურად უყურებენ. ჩვენ ნაკურთხს ვუწოდებთ იმ პროდუქტებს, რომლებიც ეკლესიიდან მოგვაქვს, მაგრამ წმინდა მხოლოდ ამის გამო არ ხდება. ნაკურთხი პროდუქტი უფრო კურთხევაა, რომ დიდი მარხვის შემდეგ ეს პროდუქტები მიიღოთ და მეტი არაფერი. სწორედ ამიტომ, ეკლესიაში ნაკურთხი ქათმის კვერცხი, როგორც მისი ნაჭუჭი, რაღაც წმინდად არ ითვლება.
მღვდლები ირწმუნებიან, რომ ნაჭუჭი ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე შეგიძლიათ გადააგდოთ. მართალია, ეკლესიის სანთლების ნარჩენის გადაგდება რეკომენდებული არაა: სჯობს დაწვათ ან ეკლესიაში წაიღოთ.რადგან სანთელი ლოცვაში პირდაპირ მონაწილეობას ღებულობს.
ამ ვიდეოში, ყველა ნიუანსის შესახებ მღვდლის მოსაზრებას კიდევ უფრო დეტალურად გაიგებთ.
გამოდის რომ კვერცხის ნაჭუჭი შეგიძლიათ სურვილისამებრ გამოიყენოთ. „ვივიენი“ გირჩევთ, ნაჭუჭი არ გადააგდოთ არა ცრურწმენის, არამედ რამდენიმე კარგი მიზეზის გამო. მაგალითად, ნაჭუჭი შეგიძლიათ ყოველდღიურ საქმიანობაში ან ჯანმრთელობის სასარგებლოდ გამოიყენოთ.
როგორ გამოვიყენოთ კვერცხის ნაჭუჭი სასარგებლოდ
აღდგომის შემდეგ ძალიან ბევრი კვერცხის ნაჭუჭი რჩება, რომელიც სასარგებლოდ უნდა გამოიყენოთ. თუ კვერცხის შესაღებად ნატურალური საღებავები (სტაფილოს წვენი, ხახვის ფურცლები) გამოიყენეთ, მაშინ ნაჭუჭიდან მაქსიმალურ სარგებელს მიიღებთ. მაგალითად, ორგანიზმში კალციუმის დეფიციტს შეივსებთ.
ამისთვის თქვენ დაგჭირდებათ 10-15 კვერცხის ნაჭუჭი და 200 მლ ლიმონის წვენი. ნაჭუჭი ყავის საფქვავში ფქვილის მიღებამდე დააქუცმაცეთ. შემდეგ მინის ქილაში გადაიტანეთ, ლიმონის წვენი დაასხით და თავზე დაახურეთ. ერთი დღით გრილ, ბნელ ადგილას დააყენეთ. შემდეგ ნახევარი ჩ/კ ყოველდღე, ჭამის დროს მიიღეთ.
ეს მარტივი საშუალება ორგანიზმში კალციუმს დეფიციტს აავსებს და ფრჩხილებს, ძვლებსა და კბილებს გააძლიერებს. ერთი შეხედვით უბრალო ნაჭუჭი ბევრ სარგებელს შეიცავს.
ასევე, კვერცხის ნაჭუჭი მებაღეებისა და მებოსტნეების დამხმარე საშუალებას წარმოადგენს. თუ ჩაღრმავების ძირში ნაჭუჭს მოათავსებთ, თხუნელა თქვენს ნარგავს არ დააზიანებს. დაქუცმაცებული ნაჭუჭი მცენარეს ფესვების ლპობის, ლოქორასა და სხვა პარაზიტებისგან დაიცავს.
ნაჭუჭი შესანიშნავი სასუქია, რადგან ბევრ სასარგებლო ელემენტს შეიცავს. ამისთვის, ნაჭუჭი დააქუცმაცეთ და ნარგავებს მოაყარეთ.
ამულეტი ნაჭუჭისგან
ჩვენი წინაპრები ძველ ტრადიციებს პატივს ცემდნენ, ამიტომ სახლში გაკეთებული ამულეტები მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მაგალითად, ნაკურთხი კვერცხის ნაჭუჭისგან თავდასაცავ ამულეტს აკეთებდნენ. კვერცხის ნაჭუჭი თითებით უნდა დააქუცმაცოთ, წითელ ქისაში გადაიტანოთ და თან ატაროთ. ითვლება, რომ ასეთი ამულეტი უბედურებისა და ავადმყოფობისგან დაგიცავთ.
უბედურებისა და ბოროტი სულებისგან თავდასაცავად ნაჭუჭს ზარდახშაში ინახავდნენ. ასევე წარმატების თილისმას აკეთებდნენ. ამისთვის, ნაჭუჭი თითებით დააქუცმაცეთ და თქვით: „რამდენი პატარა ნაწილია – იმდენი წარმატებული დღეები“. შემდეგ საფულეში ან ყულაბაში მოათავსეთ. წინაპრებს სწამდათ, რომ ეს სახლში წარმატებასა და იღბალს იზიდავდა.
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.