კიტრის მწნილი სხვადასხვა სალათის ერთ-ერთი ძირითადი ინგრედიენტია. მაღაზიაში გემრიელი მწნილის ყიდვა რთული მისიაა, რადგან ნატურალურ პროდუქტს იშვიათად თუ ვხვდებით. ასევეა ბარდაც – ნაყიდი მარცვლები, ხშირად, ქვასავით მყარი ან მეტისმეტად რბილი და უგემურია.
ჩვენი რედაქცია ამ პრობლემის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალებას გთავაზობთ! წარმოგიდგენთ იდეალურ რეცეპტს კიტრისა და ბარდის დასაკონსერვებლად.
კიტრის მწნილის რეცეპტი
ინგრედიენტები
- 1 ლ წყალი
- 800გ კიტრი
- 1 ს.კ. მარილი
- 2 ს.კ. სუფრის ძმარი(9%)
- 200გ ახალი მწვანე ბარდა
- 2 ს.კ. შაქარი
- 2 კბილი ნიორი
- ალუბლისა და შავი მოცხარის ფოთლები
- კამა
მომზადება
1. ამოიღეთ ბარდის მარცვლები პარკებიდან და გარეცხეთ კიტრი. ბარდა ხარშეთ 7-20 წუთით, დარბილებამდე.
2. ქილის ფსკერზე მოათავსეთ კამა, ნიორი, ფოთლები. ამის შემდეგ მჭიდროდ ჩაალაგეთ კიტრი და მოაყარეთ ზემოდან ბარდის მარცვლები.
3. ახლა ქილის შიგთავსს დაასხით მდუღარე წყალი და გააჩერეთ 15-20 წუთით. ამის შემდეგ ეს წყალი ცალკე ჭურჭელში გადაასხით – მარინადისთვის დაგჭირდებათ.
4. კიტრსა და ბარდას დაუმატეთ შაქარი, მარილი და ძმარი. ისევ დაასხით შენახული წყალი და დადგით გასასტერილებლად.
5. მოხუფეთ ქილა და დააყენეთ თავდაყირა, სანამ მთლიანად არ გაგრილდება.
ბარდასთან ერთად დამწნილებული კიტრი არამხოლოდ წინასაახალწლო ღამით გაგიმარტივებთ საქმეს, არამედ ყოველდღე. კიტრი შესანიშნავად უხდება კარტოფილს, ხოლო დაკონსერვებული მწვანე ბარდა ავსებს ხორციან კერძებსა და სხვადასხვა სალათს.
თქვენ როგორ ამწნილებთ კიტრს? გაგვიზიარეთ გამოცდილება კომენტარებში.