არცერთ ქალს არ სიამოვნებს ასაკობრივი ცვლილებები. ასაკს ყველაზე მეტად კი თვალების გარეშემო კანი გასცემს, რადგან ის განსაკუთრებით ნაზი და თხელია ვიდრე სხვა არეებზე. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია მაქსიმალურად შევეცადოთ შევინარჩუნოთ ბუნებრივი სილამაზე.
კოსმეტოლოგიი ინდუსტრია უამრავ კრემსა თუ ნიღაბს გვთავაზობს სახის კანისთვის, მაგრამ როგორც წესი მათი ღირებულება საკმაოდ მაღალია. გამოცდილი კოსმეტოლოგები რეკომენდაციას იძლევიან გამოვიყენოთ ჩვეულებრივი ნატურალური საშუალებები. არსებობს საკმაოდ ბევრი საშუალება რომელთაც შეუძლიათ დაატენიანოს და გაათეთროს კანი, მოგაშოროთ შეშუპება და ნაოჭბი.
განსაკუთრებული პოპულარობით გამოირჩევა ქათმის კვერცხი. ის დაგეხმარებათ სახის კანს სიმკვრივე და ელასტიურობა დაუბრუნოთ, დაგეხმარებათ ასევე ნაოჭების მოშორებაში და თვალის ირგვლივ კანის გათეთრებაში. დამეთანხმეთ ეს შესანიშნავი ვარიანტია ქალებისთვის. ვივიენი გირჩევთ გამოიყენოთ ერთ-ერთი ქვევით მოყვანილ რეცეპტთაგანი და საკუთარ თავზე გამოსცადოთ მათი ეფექტურობა.
პირველი ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- 1კვერცხის ცილა
- ქერის ფქვილი
- თაფლი
მომზადების და გამოყენების წესი:
ცილა კარგად ათქვიფეთ, დაუმატეთ იგივე რაოდენობის ფქვილი და თაფლი, კვლავ გულდასმით გადაურიეთ. წაისვით მიღებული ნაზავი თვალის ირგვლივ კანზე, გაიჩერეთ მაქსიმუმ 20 წუთ. შედეგს პირველივე პროცედურის შემდეგ შეამჩნევთ: თქვენი კანი გათეთრდება და გადასწორდება. ეფექტის შენარჩუნებსთვის, აუცილებელია ასეთი ნიღაბი პერიოდულად გაიმეოროთ.
მეორე ნიღაბის დასამზადებლად რომელიც შეშუპებებსაც შველის თქვენ დაგჭირდებათ:
- კვერცხის გული 2 ცალი
- ზეითუნის ზეთი 1 ჩაის კოვზი
- ყვავილების თაფლი 1 ჩაის კოვზი
მომზადების და გამოყენების წესი:
კვერცხის გული უნდა გააცივოთ, ამის შემდეგ კარგად ათქვიფეთ. დაუმატეთ დანარჩენი კომპონენტები და გადაურიეთ. წაისვით ასევე თვალების ირგვლივ და გაიჩერეთ ნახევარი საათით, რის შემდეგაც შეგიძლიათ ჩამოიბანოთ ცივი წყლით.
მესამე ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- კვერცხის გული 1 ცალი
- ნახევარი ლიმონის წვენი
- ზეითუნის ზეთი 1 ჩაის კოვზი
მომზადების და გამოყენების წესი:
ინგრედიენტები ერთად ათქვიფეთ და წაისვით თვალის ირგვლივ, გაიჩერეთ 20 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ ცივი რძით. თქვენი კანი გაახალგაზრდავდება და გალამაზდება. თქვენ ასევე შეგიძლიათ ასეთ ნიღაბში რძეც ჩაამატოთ.
გამოიყენეთ ეს ეფექტური და იაფი რეცეპტები, მუდმივად მოუარეთ თქვენს კანს და აუცილებლად მოახერხებთ ასაკობრივი ცვლილებების დაფარვას, დიდხანს შეინარჩუნებთ ახალგაზრდულ სილამაზეს.