მაისის დღესასწაული ახლოვდება, რომელიც უმრავლესობისთვის ბუნებაში დასვენებასთან, პიკნიკთან, კოცონთან და მწვადებთან ასოცირდება.
„ვივიენი“ მათ, ვისაც კარგად დასვენება და სუფთა ჰაერზე გემრიელად ჭამა სურს, ხახვის მწნილის რეცეპტს სთავაზობს. ეს სუფთა ჰაერზე მომზადებული ხორცისა და ბოსტნეულის შესანიშნავი დანამატია. სალათებშიც კი ძალიან გემრიელი იქნება.
როგორ მოვამზადოთ ხახვის მწნილი
ინგრედიენტები:
- 2 თავი ხახვი
- 1 კონა კამა
- 1 ს/კ შაქარი
- 1 ს/კ მარილი
- 3 ს/კ 95-იანი ძმარი
- 200 მლ ცივი, ანადუღარი წყალი
მომზადება:
1. ხახვი ნახევარ რგოლებად დაჭერით.
2. კამა, აუცილებლად ღეროებთან ერთად წვრილად დაჭერით. ღეროში ყველაზე მეტი არომატია.
3. ცალკე ჭურჭელში წყალი, ძმარი, შაქარი და მარილი კარგად აურიეთ, რომ პროდუქტები გაიხსნას.
4. ხახვს მარინადი დაასხით. მწვანილი დაუმატეთ და კარგად აურიეთ.
ამ რეცეპტით ხახვის მწნილი ძალიან სწრაფად მზადდება. ზუსტად 20 წუთი საკმარისია, რომ ყველაფერი კარგად გაჯერებული გახდეს.
შეგიძლიათ ხორცს ხახვი სახლიდან გამოსვლის დროს ან ბუნებაში ყოფნის დროს დაუმატოთ. წასახემსებელი საჭირო კონსისტენციის იქნება.
გამოყენების წინ მარინადი უნდა გადაასხათ. ხახვი ძალიან ხრაშუნა, მაგრამ არა მწველი იქნება. შეგიძლიათ იმწამსვე ჭამოთ, ან პურს მიაყოლოთ. თუმცა, ყველაზე მეტად ხახვის მწნილი მწვადებს უხდება.
თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ