მოდის ინდუსტრია მოდელების არჩევის თავისი მკაცრი წესებით არის ცნობილი, რადგან ისინი იდეალურ მაგალითს და სტანდარტს წარმოადგენენ, რომელთაც უნდა მისდიოთ. მაგრამ მოდელებს, როგორც ჩვეულებრივ ადამიანებს აქვთ ნაკლი, მათ შორის ფიზიკური. ისინი მათ დამალვას ცდილობს, ზოგჯერ ეს საკმაოდ რთული შესასრულებელია და საკუთარ კომპლექსებთან გამკლავებას ცდილობენ.
გაიცანით გოგოები მოდის სამყაროდან, რომელთაც თავისი ხშირად მათთვის უსიამოვნო გარეგნობის საიდუმლოებები აქვთ. თუმცა ეს ხელს არ უშლით მოდის სამყაროში იკაშკაშონ.
1. კარა დელევინი
ბრიტანელი, პოპულარული მოდელი ფსორიაზით იტანჯება. დაავადება სტრესის და დაძაბული სამუშაო პირობების დროს რთულდება. ფსორიაზი გადამდები არაა, თუმცა მუშაობის დროს გოგონა ხვდება სიტუაციას, როცა ადამიანები ხელთათმანებს იკეთებდნენ და მასთან შეხების ეშინოდათ. მოდელის აღიარებით, ფსორიაზმა საკუთარი თავის და სხეულის სიძულვილი აიძულა.
2. ლარა სტოუნი
ნიდერლანდელი მოდელის სავიზიტო ბარათია დიდი დაშორება წინა კბილებს შორის. თუმცა ამის გამო კომპლექსი მას სულ არ აქვს. სამსახურში უფრო მეტ დისკომფორტს უქმნის პატარა ფეხის ზომა (36), რადგან ფეხსაცმელები დეფილეზე უნდა კარგად ჩანდეს.
3. ელ მაკფერსონი
ცნობილი ავსტრალიელი ტოპმოდელი ზედმეტ სახელით “სხეული” 42 ფეხის ზომა აქვს, რომელიც 183 სმ-თან შეხამებით დიდი სულ არ ჩანს. თუმცა ხშირად ჩნდება “კეთილისმსურველები”, რომლებიც მისი ფეხის ზომას და ქუსლსაც კი არჩევენ. თავად ელი ფეხის დამალვას გადაღებების დროს არ ცდილობს, პირიქით, ზოგჯერ სოციალურ ქსელში აჩვენებს თავის ფეხის გულებს.
4. ლაურა ო გრედი
ლაურა ერთ-ერთ თანამედროვე მოდელად ითვლება განსაკუთრებული გარეგნობის წყალობით. გამოწეული ყურები ბევრი დიზაინერისა და ფოტოგრაფის შთაგონებას წარმოადგენს. მან აღიარა, რომ ამის გამო მას კომპლექსი ჰქონდა, მაგრამ მოდის ბიზნესმა საკუთარი თავის შეყვარება აიძულა. ამასთან ახალი სურათი სოციალურ ქსელში ამას არ ამტკიცებს.
5. იმანი
ამბობენ, რომ ყელი ასაკს ამხელს. თუმცა ლეგენდარული მოდელის იმანის ყელის შემხედვარე, ვერ იტყვით რომ 63 წლისაა. სწორედ გრძელი ტელი და მაღალი შუბლი დაეხმარა 18 წლის მოეწონა სტუდენტ გოგოში ფოტოგრაფ პიტერ ბირდას და იმანი ცნობილი გახადა.
6. კრისტი ჰინცე
კრისტს საკმაოდ გამოხატული დიდი ცხვირი აქვს მოდის სამყაროში. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, რომ ყველაზე ახალგაზრდა მოდელი ცნობილი გამხდარიყო, რომელიც ავსტრალიური Vogue-ის ფურცლებზე გამოჩნდა, ეთანამშრომლა Sports Illustrated-თან, ასევე Victoria’s Secret-ის კატალოგის გადაღებაში მონაწილეობა მიიღო, მსახიობის კარიერა აეწყო და ტელეწამყვანი გამხდარიყო.
7. ნაომი კემპბელი
რამდენიმე წლის წინ ცნობილ “შავი პანტერა” ალოპეციასთან, თმის ცვენის პრობლემასთან, გამკლავება მოუწია. ახლა მისი საქმე უკეთესობისკენ მიდის, თუმცა მოდელი ირწმუნება, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ახლა პარიკებით ვერავის გააკვირვებ და თუ მისი ტარება უწევს ეს მისი პირადი საქმეა.
8. კრისტალ კოპლანდი
მოდელის ცხოვრების წესის შედეგი შეიძლება იყოს ფეხის პრობლემები. ავსტრალიელი მოდელი კრისტალ კოპლანდმა აღიარა, რომ ხშირად ფეხის დაზიანება ჭრილობებს ჰგავს. დეფილეებმა მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით, რომელიც ხშირად ზომაში არ მიდის, მისი ფეხი ჰემატომით და ჩალურჯებებით აავსო, რომელთა შენიღბვა ხშირად შეუძლებელია.
9. ჯოანა კრუპა
ამერიკელ მოდელს ანომალია – პოლიმასტია, დამატებითი ძუძუ, აქვს. მოდელი ხშირად ამას კარგად მალავს. ბიკინში გადაღებები მისთვის სირთულეს არ წარმოადგენს.
10. პადმა ლაქშმი
პადმას ხელხე საკმაოდ დიდი ზომის შრამი არის. შრამი მოზარდობის ასაკში სერიოზული საავტომობილო ავარიის შედეგად გაჩნდა. პადმა ხშირად უმკლავო ტანისამოსს იცვამს და მის დამალვას არ ცდილობს. ფოტოგრაფების მის შენიღბვას არ ცდილობენ.
11. ბრიენ რაისი
ბრიენ რაისმა სულ ახლახანს გაუმხილა მსოფლიოს, რომ მას ვიტილიგო აქვს. მოდელი დიდი ხნის განმავლობაში სპეციალურ კოსმეტიკას ხმარობდა და დაავადებას ახლო ადამიანებისგან მალავდა. მას 10 წელი დასჭირდა რომ თვითშეფასება აემაღლებინა და პრობლემის შესახებ ეთქვა.
როგორ თვლით, ადამიანის ნაკლი შეიძლება თუ მის ხიბლად გადაიქცეს ან არის თუ არა აუცილებლობა დავმალოთ ყველაფრის მიუხედავად?