რა უნდა იცოდეთ მორიელის შესახებ, რომ მასთან მშვიდად და ბედნიერად იცხოვროთ

2632

მორიელის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები უცნაურები, იდუმალებით მოცული, ღრმა და შეუპოვრები არიან. გზაზე არსებული დაბრკოლების მიუხედავად სასურველს ყოველთვის აღწევენ. მათ შესანიშნავი ინტუიცია აქვთ, რომელიც ადამიანის არსის დანახვის საშუალებას აძლევთ.

აი, რა უნდა იცოდეთ მორიელის შესახებ

  1. მორიელის გრძნობაზე თამაში იგივეა, რაც ვეფხვის კუდი ათამაშოთ.
  2. მორიელს ძალიან კარგი ინტუიცია აქვს: ადამიანთან რამდენიმე წუთით საუბარი ყოფნის, რომ მისი არსის შესახებ ყველაფერი გაიგოს.
  3. თუ მორიელს რაიმე არ მოსწონს, ჩუმად არ იქნება.
  4. თუ მორიელს მძიმე დღე ჰქონდა, ისე იქცევა თითქოს ყველა და ყველაფერი ფეხებზე ჰკიდია.
  5. მორიელს მხოლოდ გრძელვადიანი და საქორწილო ურთიერთობები აინტერესებს.
  6. როგორი მტკივნეულიც არ უნდა იყოს, მორიელს ლამაზ ტყუილს მწარე სიმართლე ურჩევნია.
  7. როგორ უნდა მიხვდეთ, რომ მორიელს მოწონხართ? მარტივია: ის საკუთარ გეგმებს გიზიარებთ.
  8. მორიელის მთავარი ნაკლი: მას შეუძლია შემთხვევით ადამიანზე ბრაზი გადმოანთხიოს.
  9. მორიელი დახმარებას ძალიან იშვიათად ითხოვს, მაგრამ თუ ითხოვს, მაშინ მაქსიმალურ მხარდაჭერას მოითხოვს.
  10. მორიელი ყველაზე რეალისტური ზოდიაქოს ნიშანია და მისით მანიპულირება შეუძლებელია.
  11. თანავარსკვლავედის მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ მორიელი სახიფათო და შურისმაძიებელი ადამიანია, სინამდვილეში კი ძალიან ერთგული მეგობარია.
  12. მორიელის მთავარი თვისება: ახლობლების მიმართ ერთგულება; სიჯიუტე და გადაწყვეტილების მიღების უნარი; საკუთარი თავისა და სხვების მიმართ მომთხოვნელობა; პრაქტიკულობა იდეალიზმის წინააღმდეგ; მისტიკით და ოკულტიზმით გატაცება; კავშირების დამყარებისა და საიდუმლოს შენახვის უნარი.
  13. მორიელი იდეალური თანამშრომელია: ის 100%-ით იხარჯება, საათს არ უყურებს, პრობლემებს აგვარებს, სხვებს მობილიზებას უკეთებს, ვადაში ასწრებს და საკუთარი თავის მიმართ განსაკუთრებულ ურთიერთობას არ მოითხოვს.
  14. მორიელი შესანიშნავი ლიდერია, რომელსაც ორგანიზება და ხელმძღვანელობა შეუძლია.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს