პირველი რაც ჩემი აზრით აღსანიშნავია ეს ბოსტნეული ხელს უწყობს იმუნიტეტის ამაღლებას. ასევე წმენდს სისხლს ცხიმებისგან, აღადგენს მხედველობას და აახალგაზრდავებს უჯრედებს.
დღეს ვივიენი მოგიყვებათ იმ ბოსტნეულის შესახებ რომელსაც შეუძლია ებრძოლოს დიაბეტს, ქოლესტერინის მაღალ დონეს და გასტრიტსაც კი. ის ისეთი მნიშვნელოვანი მინერალების წყაროა როგორიცაა კალციუმი, მაგნიუმი, კალიუმი, მანგანუმი, თუთია და სპილენძი. გარდა ამისა ის შეიცავს დიდი ოდენობით საკვებ უჯრედებს და A,C,K ჯგუფის ვიტამინებს.
ჩვენ გირჩევთ მის რეგულარულ გამოყენებას რადგან ის:
აუმჯობესებს იმუნირ სისტემას.
C ვიტამინი ჩვენი იმუნიტეტის საუკეთესო მეგობარს წარმოადგენს და ბამი(ორკა) – მისი კარგი საბადოა.ბამი ასევე წარმოადგენს უძლიერეს ანტიოქსიდანტს და ამის წყალობით მას შეუძლია ეფექტურად ებრძოლოს უჯრედების დაზიანებას.
აუმჯობესებს მხედველობას
კვლევებით მტკიცდება, რომ ბამი ხელს უწყობს მხედველობის გაუმჯობესებას. A ვიტამინის წყალობით ჩვენი მხედველობა აღდგენის პროცესი იწყება.
აგარიდებთ მუდმივი დაღლილობის შეგრძნებას
თანამედროვე მსოფლიოში დაღლილობა მზარდი პრობლემაა და სხვადასხვა დაავადების სიმპტომია. საბედნიეროდ ბამი ძალიან ეფექტურია დაღლილობასთან ბროლის თვალსაზრისითაც.
არეგულირებს ქოლესტერინის დონეს.
თუ თქვენ გაქვთ მიდრეკილება ქოლესტერინის მაღალი დონისადმი, ბამის მიღება სწორი გადაწყვეტილება იქნება. ის დაგეხმარებათ ქოლესტერინის დონის ნორმალიზებაში და შეაფერხებს სისხლძარღვებში ცხიმის დაგროვებას. აკონტროლებს შაქარის დონეს და გააქრობს დიაბეტის სიმპტომებს.
დიაბეტი – კიდევ ერთი პრობლემური მდგომარეობაა, რომელიც ბამის დახმარებით შეგიძლიათ გააუმჯობესოთ. ქოლესტერინის დონის ნორმალიზების უნართან ერთად, მას შაქრის დონის კონტროლირებაც შეუძლია სისხლში. ეს ორივე თვისება შესანიშნავად უმკლავდება დიაბეტსაც და პრედიაბეტსაც.
არეგულირებს მადას
ბამის გააჩნია საკმარისი ოდენობით ხსნადი უჯრედები, რომელსაც შიმშილის გრძნობის შემცირება შეუძლია. ამგვარად ის გვეხმარება ზედმეტი კილოგრამების დაკლებაშიც.
აძლიერებს ძვალს და აუმჯობესებს სისხლის შემადგენლობას.
ბამის შემადგენლობაში შედის დიდი ოდენობით K ვიტამინი, რაც შესანიშნავად ერგება ძვალსა და სისხლს. A ვიტამინი ასევე წარმოადგენს მნიშვნელოვან ვიტამინს ძვლისთვის, ამიტომაც უწევენ რეკომენდაციას.
აგარიდებთ გასტრიტს და წყლულს
გასტრიტი წარმოიქმნება მაშინ როდესაც კუჭის კედლებზე ანთებითი პროცესი მიმდინარეობს. გასტრიტის გამომწვები მრავალი მიზეზი არსებობს, რომელთაგან ერთ-ერთიც Helicobacter pylori (H. pylori) ბაქტერიის არსებობაა. ბამი წარმოადგენს ბაქტერიებთან მებრძოლ კარგ საშუალებას და შეუძლია ხელი შეუშალოს გავრცელებას. აფერხებს ანთებით პროცესებს და ამით ხელს უშლის გასტრიტისა და წყლულის წარმოქმნას.
ბამის გამოიყენებენ როგორც ნედლი სახით, ასევე მისი დახმარებით ამზადებენ სხვადასხვა კერძებსაც.