საკმარისია ადამიანის ხელწერას დააკვირდეთ, რომ მის შესახებ უფრო მეტი რამ გაიგოთ. ადამიანის ხასიათის გამოცნობა მარტივი არაა. თანამედროვე გრაფოლოგია ბევრ ფაქტორს ითვალისწინებს: ასოს ზომა და ფორმა, მათ შორის დაშორება, დახრა და წნევა.
არსებობს რამდენიმე დეტალი, რომელიც ადამიანის ჭეშმარიტ განზრახვას შეუცდომლად აღწერს. ის, თუ როგორ წერს ადამიანი ასო X-ს, მისი პიროვნების შესახებ ბევრ რამეს ამბობს.
ხასიათი ხელწერით
ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში საინტერესო გამოკითხვა გამოჩნდა. მომხმარებელთა ჯგუფს ჰკითხეს, თუ როგორ წერდნენ X-ს. გამოკითხულთა 80%-მა სიმბოლოს დაწერის ერთნაირი მეთოდი აღნიშნა. როგორც აღმოჩნდა, კალიგრაფია და წერის სკოლის წესი აქ არაფერ შუაშია.
სერტიფიცირებული გრაფოლოგები განმარტავენ, რომ ამ მარტივი სიმბოლოს დაწერის სტილს ადამიანზე ბევრი რამის თქმა შეუძლია. როგორც აღმოჩნდა, ბევრ ადაიანში მეამბოხე სული იმალება.
„ვივიენი“ მარტივი 5 წამიანი ტესტის გავლას გთავაზობთ: დახაზეთ ჯვარედინი და ქვემოთ მოცემულ სურათს შეხედეთ. ის, თუ როგორ დახაზეთ, თქვენს ხასიათზე ბევრ რამეს ამბობს.
სიმბოლო X-ის დაწერის განსაკუთრებულობა
1. თუ X-ს ქვემოდან ზემოთ წერთ, ეს ჩაკეტილობასა და ფარულ დეპრესიაზე საუბრობს. თქვენ წარსულში გაიჭედეთ და წინსვლა არ გსურთ. სხვისი გავლენის ქვეშ ადვილად ექცევით და საკუთარი აზრის მკაფიოდ წარმოდგენა არ შეგიძლიათ.
2. მუდმივად ორჭოფობთ და ყურადღების ცენტრში ყოფნა გაშინებთ. წინ ნელ-ნელა მიიწევთ, რადგან უკან ხშირად იხედებით. წარსულს თქვენზე გავლენა ჯერ კიდევ აქვს, მაგრამ მას ებრძვით.
3. თქვენ უმიზეზო მეამბოხე ხართ. მზად ხართ საკუთარი პრინციპები ნებისმიერ სიტუაციაში დაიცვათ. ყველას ჯინაზე ცხოვრობთ, ყოველთვის წინააღმდეგობას უწევთ და მუდმივად ამბობთ „არას“. გარშემო მყოფი ადამიანები ამბობენ, რომ თქვენ ქვის გული გაქვთ.
4. თქვენ მიზანდასახული და გულახდილი ადამიანი ხართ, მაგრამ მუდმივად ყველაფერში ეჭვი გეპარებათ და არავის ენდობით. ხშირად ჩაფიქრებული ხართ და წარსულის მწარე გამოცდილებას იხსენებთ.
5. ინდივიდუალისტი და ყველაფრის ოსტატი ხართ. საკუთარი წესებით ცხოვრობთ და სხვების აზრს ყურადღებას იშვიათად აქცევთ. თქვენს შეჩერებას ვერავინ და ვერაფერი შეძლებს.
6. გარშემომყოფებისთვის მისაბაძი მაგალითი ხართ. ცხოვრებაში გამარჯვებული ხართ. არასტანდარტულად აზროვნებთ და ნებისმიერი სიტუაციიდან გამოსვლის პოვნას ახერხებთ.
7. ნორმიდან გადახვევა არ გახასიათებთ. კონცენტრირებული ხართ, ყველაფერში ბალანსს იცავთ. თქვენ წესრიგი გიყვართ. სხვათა შორის, ასეთ X-ს ადამიანების 80% ხაზავს.
8. თქვენ მდიდარი ფანტაზიის მქონე ადამიანი ხართ. ჩარჩოების გარეშე ცხოვრობთ და არაორდინალურად აზროვნებთ. ასეთი ადამიანები ყოველთვის საჭიროა.
თქვენ როგორ წერთ ასო X-ს? ტესტის შედეგებს ეთანხმებით? გაგვიზიარეთ კომენტარებში! თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.