მჟაუნა – დაუმსახურებლად დავიწყებული წიწიბურას ნათესავი! მთავარი „ვიტამინების ბომბი“ ადრეულ გაზაფხულზე

2704

მჟავე მჟაუნას ან ჩვეულებრივ მჟაუნას (Rumex acetosa) „ვიტამინების ბომბს“ და „გაზაფხულის მეფეს“ უწოდებენ. ამ მცენარის ყლორტები ადრეულ გაზაფხულზე ყველაზე პირველი ამოდის, როცა ბოსტნეულის დეფიციტს ორგანიზმი ყველაზე მწვავედ განიცდის.

ვიტამინებისა და მიკროელემენტების რაოდენობით მჟაუნა სხვა მწვანილებს მნიშვნელოვნად აჭარბებს, ხოლო მისი ყველა ნაწილი სამკურნალო მიზნით გამოიყენება. სეზონის დასაწყისში მჟაუნას ფოთლებს ვაშლის და ლიმონის მჟავა, C ვიტამინი, ცილები და ბევრი შაქარი აქვს. B ჯგუფის ვიტამინების შემცველობით შეგიძლიათ ჩემპიონად ჩათვალოთ.

მჟაუნა შეიცავს ასკორბინის მჟავას, რომელიც იმუნიტეტს აძლიერებს. მასში შედის A ვიტამინი, რომელიც კარგი მხედველობის და ახალგაზრდული კანის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. ფოთლებში შემავალი რკინა სისხლის შემადგენლობას და სახის ფერს აუმჯობესებს, ხოლო ფთორი კბილების და ძვლების მდგომარეობას ზრუნავს.

რეცეპტები მჟაუნათი

„გაზაფხულის მეფის“ სარგებელი ჯანმრთელობისთვის სრულად რომ გამოიყენოთ, „ვივიენი“ გირჩევთ ყველაზე უფრო პოპულარულ რეცეპტებს მისი მონაწილეობით. ამასთან აღსანიშნავია, რომ მჟაუნა დაბალკალორიული პროდუქტია, 100 გრ ახალი მჟაუნა მხოლოდ 22 კალორიას შეიცავს.

მჟაუნას წვნიანი კარტოფილით

ინგრედიენტები:

  • 8 საშუალო ზომის კარტოფილი
  • 300-400 გრ მჟაუნა
  • 1 სტაფილო
  • 1 ხახვი
  • ოხრახუშის ფესვები
  • 1 ს/კ მცენარეული ზეთი
  • 20 გრ ოხრახუში
  • 20 გრ კამა
  • 1 დაფნის ფოთოლი
  • 4 ს/კ არაჟანი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება:

  1. ქვაბში წყალი ჩაასხით და ადუღებამდე მიიყვანეთ. მასში დაქუცმაცებული ოხრახუშის ფესვები და კუბებად დაჭრილი კარტოფილი ჩაყარეთ. 5 წუთით ხარშეთ.
  2. ხახვი წვრილად დაჭერით, სტაფილო სახეხზე გახეხეთ. ხახვი და სტაფილო მცენარეულ ზეთში ოქროსფერის მიღებამდე შეწვით.
  3. წვნიანს სტაფილო, ხახვი და დაფნის ფოთოლი დაუმატეთ. კიდევ 10 წუთით ხარშეთ.
  4. წვნიანს დაჭრილი მჟაუნა დაუმატეთ, აურიეთ და ცოტა ხანი (მაქსიმუმ 5 წუთი) ხარშეთ, შემდეგ კიდევ აურიეთ და ცეცხლიდან გადმოდგით.
  5. სუფრაზე გატანის წინ მჟაუნას წვნიანს ახალი მწვანილი მოაყარეთ და 1 ს/კ არაჟანი დაუმატეთ.
  6. გემრიელად მიირთვით!

მწვანე მაისის სალათი მჟაუნათი

ინგრედიენტები:

  • 6 კვერცხი
  • 1 კონა მჟაუნა
  • 250 გრ შებოლილი ყველი
  • 1 კონა მწვანე ხახვი
  • 150 გრ მაიონეზი
  • მარილი და შავი დაფქული წიწაკა გემოვნებით

მომზადება:

1. მჟაუნა გარეცხეთ და გააშრეთ. ბოლოები მოაჭერით და ნაჭრებად დაჭერით.

2. მწვანე ხახვი წვრილად დაჭერით.

3. შებოლილი ყველი და მოხარშული კვერცხი წვრილად დაჭერით.

4. ყველა ინგრედიენტი აურიეთ და მაიონეზი დაუმატეთ. კარგად აურიეთ.

5. მარილი და წიწაკა გემოვნებით მოაყარეთ და სუფრაზე გაიტანეთ.

6. მჟაუნას სალათი ძალიან გემრიელი, პიკანტური და ოდნავ მჟავე გამოვა.

7. გემრიელად მიირთვით!

ღვეზელი მჟაუნათი

ცომის ინგრედიენტები:

  • 500 გრ ხორბლის ფქვილი
  • 1 კვერცხი
  • 250 მლ რძე
  • 11 გრ სწრაფად მოქმედი საფუარი
  • 2 ს/კ მცენარეული ზეთი
  • ½ ს/კ შაქარი
  • 1 ჩ/კ შაქარი
  • მცენარეული ზეთი შესაწვავად

შიგთავსის ინგრედიენტები:

  • 150 გრ ახალი მჟაუნა
  • 3 ს/კ შაქარი

მომზადება:

  1. სწრაფად მოსამზადებელი საფუარი თბილ რძეში გახსენით.
  2. კვერცხი შაქარს აურიეთ, მარილი დაუმატეთ და ქაფის მიღებამდე კარგად ათქვიფეთ.
  3. თასში ცომი გაცერით, საფუარიანი რძე და კვერცხის მასა დაუმატეთ.
  4. ცომი მოზილეთ, პერიოდულად მცენარეული ზეთი დაუმატეთ.
  5. მზა ცომს საკვები ცელოფანი დააფარეთ და 1 საათით თბილ ადგილას შეინახეთ.
  6. ამ დროში შიგთავსი მოამზადეთ. მჟაუნა გარეცხეთ და გააშრეთ, შემდეგ წვრილ ნაჭრებად დაჭერით. შაქარი მოაყარეთ და აურიეთ, რომ ცოტა წვენი გამოვიდეს.
  7. სამუშაო ზედაპირს ფქვილი მოაყარეთ და ამოსული ცომი თხელ ბლითებად გააბრტყელეთ.
  8. ერთნაირი ზომის რგოლები ამოჭერით.
  9. თითოეულ წრეს 1-1,5 ს/კ მჟაუნა დაადეთ და კუთხეები შეკარით.
  10. ტაფას 3-4 მმ მცენარეული ზეთი დაასხით. ზეთი გააცხელეთ და მასში ღვეზელები მოათავსეთ. სიძლიერეს მოუკელით და ღვეზელები ორივე მხრიდან მოწითალო ფერის მიღებამდე შეწვით.
  11. მზა მჟაუნას ღვეზელი როგორც ცხელი, ასევე ცივი სახით შეგიძლიათ მიიღოთ.
  12. გემრიელად მიირთვით!

უკუჩვენება

მჟაუნას მთავარი უკუჩვენება მასში შემავალი მჟაუნას მჟავით არის განპირობებული. ეს ნივთიერება ბევრი მცენარის (მჟაუნა, ისპანახი, რევანდი, ჯიჯლაყა, ჭარხალი, პომიდორი) შემადგენლობაში შედის და ბევრი ჭამისგან თავდასაცავად გამოიყენება.

ჯანმრთელი ადამიანისთვის მჟაუნას მჟავას შემცველი პროდუქტების მიღება უსაფრთხო და პირიქით სასარგებლოც არის. ის შარდთან ერთად ადვილად გამოდის. თუმცა რიგი დაავადების დროს მისი მიღება უნდა შეზღუდოთ.

პირველ რიგში, კუჭის გასტრიტის, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, პოდაგრის და თირკმლებში ქვების დროს. ოპტიმალური ვარიანტი – მჟაუნა საკვებში კვირაში მხოლოდ 1-2-ჯერ გამოიყენეთ.

აღსანიშნავია, რომ რევანდა და ისპანახი უფრო მეტ მჟაუნას მჟავას შეიცავს, ვიდრე თავად მჟაუნა. მავნე ნივთიერების შემადგენლობაზე ბუნების პირობა და სწორი აგროტექნიკა გავლენას ახდენს. სიცხე და გვალვა მჟავის რაოდენობას ზრდის, ხოლო დროული მორწყვა და კარგი მოვლა ამცირებს.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს