სტილის შეგრძნება 10 წლით უფრო ახალგაზრდულს გაგხდით. ნახეთ, როგორ უნდა ჩაიცვათ შარვალი 50 წლის ქალებმა

2561

ქალი ნებისმიერ ასაკში, თუ სწორად ჩაცმის უნარი აქვს, ასაკთან შედარებით უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება. კარგად შერჩეული ტანსაცმელი გარდაუვალი ნაოჭებისგან ყურადღების გადატანაში დაგეხმარებათ. რაც უფრო ასაკოვანია ქალი, მით უფრო მეტად სურს გარე თვალისგან დაფარული იყოს. სწორედ ამიტომ, ბევრი ცდილობს „ასაკთან შესაბამისად ჩაიცვას“, ამით კი რამდენიმე წელს იმატებენ.

ექსპერიმენტების ჩატარების არ შეგეშინდეთ, მაგალითად თეთრი ფერის პერანგი და ღია ფერის შარვალი კეტებთან ერთად. სანამ „არას“ იტყვით, ზრდასრული ქალებისთვის 2019 წლის მოდურ ნიმუშებს გადახედეთ, რომლებიც მაღაზიაში საყიდლებზე წასვლის სურვილს გაგიჩენთ.

შარვალი 50 წლის ქალისთვის

ადრე შარვალი კონსერვატიზმთან და კლასიკასთან ასოცირდებოდა, დღეს კი მას არა მხოლოდ სამსახურში, არამედ პაემნებზეც იცვამენ. სხვადასხვა კუთხით აჭრილი და ფერადი შარვლები თქვენს ღირსებას ხაზს გაუსვამენ და ნაკლს შენიღბავენ. „ვივიენი“ გიჩვენებთ 12 ნიმუშს, რომლებიც დაგიმტკიცებთ, რომ 50 წლის შემდეგ ქალისთვის შარვალი გარდერობის აუცილებელი ნაწილია.

ვიწრო შარვალი შეესაბამება ტუნიკს, ქურთუკს და თავისუფალ სვიტერს. მჭიდრო როლინგის ჩაცმა საჭირო არაა, რომელიც დაფარვის ნაცვლად თქვენს ნაკლზე ხაზს გაუსვამს.

სწორი, ფართო შარვალი სხეულის ფორმას უფრო მოხდენილს ხდის, სიმსუბუქეს და თავდაჯერებულობას მოგანიჭებთ. ზოლებიანი შარვალი ვიზუალურად ფეხებს აგრძელებს. ბოტასები დაუმატეთ და ნახეთ, თქვენი ლუქი რამდენად საინტერესოდ გამოიყურება: ნაზი პასტელური სტილი რომანტიული ბუნებისთვის, ხოლო შავ-თეთრი სტილი საქმიანი ქალისთვის.

თუ მთელი სულით შავი ფერის ტანსაცმელზე მიჯაჭვული ხართ, მაშინ ერთი შინდისფერი შარვალი ჩაიცვით, რომელიც შავი სტილში ცოტა აზარტს და სიამოვნებას შემოიტანს. ეცადეთ, შავი ფერის ტანსაცმელი ნაკლებად ჩაიცვათ და უპირატესობა უფრო თეთრ ფერს მიანიჭოთ. შეადარეთ, ნახეთ რამდენად მომგებიანად გამოიყურება სურათზე მარჯვნივ მოცემული სტილი.

მაღალწელიანი, თავისუფალი სტილის შარვალი 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონის პიკია. ასეთი სტილის შარვალს დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი მოუხდება. ასეთ ლუქში მსუბუქი სიარული გარანტირებული გექნებათ. არაუმეტეს სამი ფერის ელეგანტური კომბინაცია, ნაკლები სამკაული და უფრო მეტი თავისუფლება სიარულში.

ფერებში ექსპერიმენტები ჩაატარეთ. რა თქმა უნდა, შავი ფერი კლასიკაა, ამასთან ის სხეულს უფრო მოხდენილს ხდის, მაგრამ სტილის განახლებას გირჩევთ. აირჩიეთ კრემისფერი შარვალი. სტილისტები დარწმუნებულნი არიან, რომ ღია ფერი სტილს უფრო აახლებს. ჯინსები მხედველობიდან არ გამოგრჩეთ, ვინ თქვა რომ მათი დრო წასულია?

საქმიანი ქალი თუ უტიფარი ლამაზმანი, დიახ, საქმე სოლიდური ასაკის ქალს ეხება. გრძელი ქურთუკი, მოკლე შარვალი და ოდნავ ქუსლიანი ფეხსაცმელი საქმიანი შეხვედრისთვის, ხოლო სეირნობისთვის შეგიძლიათ თავისუფალი სტილის, უჯრებიანი შარვალი აირჩიოთ და წარმოუდგენლად ლამაზი იყოთ.

ნაცრისფერ კოსტუმში ნაცრისფერი თაგვი არ იქნებით, თუ მას თეთრ კეტებს, ზემოდან კი თეთრ მოსაცმელს შეუხამებთ. 50 წლის ქალს ასეთ ლუქში 40 წელს მეტს ვერ მისცემთ. კლოშიანი შარვალი მაღალ ქუსლზე და მოდური უჯრედული ქურთუკი ახალგაზრდების აღფრთოვანებას გამოიწვევს. მნიშვნელოვანია ჩაიცვათ არა მხოლოდ ის, რაც მოგწონთ, არამედ ის, რომელსაც თქვენს სტილში სიახლე შემოაქვს.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს