10 რამ, რაც თქვენს სხეულში მოხდება, თუ თაფლის გამოყენებას დაიწყებთ

2603

თაფლი თითქმის ყველა დაავადების პანაცეას წარმოადგენს. ტკბილი გემოს და შინაგანი სამკურნალო თვისებების გარდა, „ადგილობრივი“ გამოყენების დროს მას მთელი რიგი უპირატესობა გააჩნია.

ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალი კლეოპატრა თაფლს  კანის სილამაზის შესანარჩუნებლად აბაზანის მიღების დროს იყენებდა.

აი, 10 რამ, რაც თქვენს კანზე მოხდება, თუ თაფლის გამოყენებას დაიწყებთ.

1. კანს ატენიანებს

თაფლი მშრალი კანისთვის შესანიშნავი საშუალებაა. გლუკოზის წყალობით მას დამარბილებელი მოქმედება აქვს, ამიტომ ქსოვილებში ტენის შენარჩუნებას ხელს უწყობს.

2. აკნეს ამცირებს

თაფლი კანის და ფორების გაწმენდის უნარით აკნეს ბუნებრივი გზით ამცირებს. ის ცხიმის წარმოებას ამცირებს და მავნე ბაქტერიებს ანადგურებს. ფორების გასაწმენდად სახე 10 წუთით დაიორთქლეთ, შემდეგ თაფლის ნიღაბი გაიკეთეთ.

3. კანის ინფექციას თავიდან აგაცილებთ

თუ კანი გაიჭერით, ეს ადგილი გაიწმინდეთ და ცოტა თაფლი წაისვით. ეს ქსოვილების აღდგენას ხელს შეუწყობს.

4. პიგმენტაციას ამცირებს

თაფლი ნაოჭების და მზის ლაქების მოსაშორებლად შესანიშნავი საშუალებაა. მისი დახმარებით კანის თანაბარი ფერის მიღწევას შეძლებთ. თაფლი, ლიმონის წვენი და დარიჩინი აურიეთ. ნიღაბი სუფთა კანზე 15 წუთით გაიჩერეთ და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

5. ანთებას ამცირებს

თუ გამონაყარი ან კანის სხვა ანთება გაქვთ, თაფლი გამოიყენეთ. ის კანიდან ჭარბ სითხეს გამოდევნის და შეშუპებას შეამცირებს.

6. ანტიოქსიდანტური მოქმედება

თაფლის წასმით კანს მზის ულტრაიისფერი სხივებისა და მჟავე პროცესისგან, ასევე კანის სიმსივნისა და ნაოჭებისგან დაიცავთ.

7. კანს წმენდს

თაფლი კანს მკვდარ უჯრედებს აშორებს, რომლებმაც შეიძლება ფორები ჩაახშოს და სხვა პრობლემები გამოიწვიოს. მარტივი პილინგისთვის საკვები სოდა და თაფლი აურიეთ.

8. ნაიარევს აქრობს

თაფლი დაზიანებულ კანზე წაისვით. ასე მის სწორად შეხორცებას ხელს შეუწყობთ. მატონიზირებელი თვისების წყალობით თაფლი კანის თანაბარ ფერს უზრუნველყოფს და ჭრილობის და აკნეს ნაკვალევს მოგაშორებთ.

9. ნაოჭებს ამცირებს

თაფლი უჯრედების განახლებას აჩქარებს, კოლაგენის წარმოებას ზრდის და ნაოჭების წარმოქმნას აფერხებს.

10. კანს ჭიმავს

თაფლი კანს ტონუსის შენარჩუნებაში დაეხმარება და დაჭიმავს. წლებთან ერთად სიბერე, წონის დაკარგვა, ორსულობა კანის ჩამოწელვას იწვევს. თაფლის ნიღბების რეგულარული გამოყენება ყველა ამ უსიამოვნო შედეგს თავიდან აგაცილებთ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს