კიტრის მწნილი წითელ მოცხართან ერთად ძალიან პიკანტური და ხრაშუნა გამოდის

2027

კიტრს სხვადასხვა მეთოდით ამწნილებენ. კლასიკურ ვარიანტში მას სხვადასხვა მცენარეებს ფოთლებისა და სანელებლების მარინადს ასხამენ. „ვივიენი“ გთავაზობთ ამ მრავალფეროვნებას წითელი მოცხარი დაუმატოთ.

წითელი მოცხარი კიტრს განსაკუთრებულ მომჟავო გემოს ანიჭებს  და მარინადს ვიტამინებით აავსებს, რომელშიც ბევრი სასარგებლო ნივთიერება შედის. შეგიძლიათ დღეში 1 ჭიქა, როგორც სამკურნალო საშუალება ისე დალიოთ.

კიტრის მწნილის რეცეპტი

ინგრედიენტები:

  • 600 გრ კიტრი
  • 2 კბილი ნიორი
  • 1 თავი ხახვი
  • 1.5 ჭიქა წითელი მოცხარი
  • 3 მარცვალი შავი წიწაკა
  • 3 კოკორი მიხაკი
  • 1 ლ წყალი
  • 1 ს/კ შაქარი
  • 2.5 ს/კ მარილი

მომზადება:

1. კიტრი გარეცხეთ, ცივი წყალი დაასხით და 3 საათით გააჩერეთ.

2. ქილის ძირში წითელი მოცხარის ფოთლები მოათავსეთ, შემდეგ ნივრის ნაჭრები და ხახვის რგოლები დაუმატეთ. შემდეგ კიტრი სიგრძეზე, მჭიდროდ მიკრული ჩააწყვეთ. არ გაჭრათ და ბოლოები არ მოაჭრათ.

3. კიტრებს შორის დარჩენილ სივრცეში წითელი მოცხარი ჩაყარეთ.

4. კიტრს მდუღარე წყალი დაასხით. 10 წუთის შემდეგ წყალი კვლავ ქვაბში გადაასხით. მარილი, შაქარი, შავი წიწაკა და მიხაკი დაუმატეთ და აადუღეთ. ადუღებული მარილწყალი ქილაში ჩაასხით, შემდეგ იმწამსვე მოხუფეთ.

5. ქილა გადმოაბრუნეთ. მეორე დღეს, როცა გაგრილდება, კვლავ გადმოაბრუნეთ და შესანახად ბნელ ადგილას შეინახეთ.

ამ რეცეპტში მოხუფვამდე უკვე ავსებული ქილის სტერილიზაცია 10 წუთით დაშვებულია.

კიტრის მწნილი შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც წასახემსებელი, სალათის ინგრედიენტი ან სალიანკის მოსამზადებლად. განსაკუთრებით გემრიელია ძროხის ხორცი კიტრის მწნილთან ერთად.

თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს