კეიტ მილდტონის ხრიკები, რომლებიც ეხმარება ერთი და იმავე ნივთის რამდენჯერმე ჩაცმასა და ახალი ლუქის შექმნაში

3482
კეიტ მილდტონის ხრიკები, რომლებიც ეხმარება ერთი და იმავე ნივთის რამდენჯერმე ჩაცმასა და ახალი ლუქის შექმნაში
კეიტ მილდტონის ხრიკები, რომლებიც ეხმარება ერთი და იმავე ნივთის რამდენჯერმე ჩაცმასა და ახალი ლუქის შექმნაში

კემბრიჯის ჰერცოგინია საჯაროდ რამდენჯერმე ერთი და იმავე ტანსაცმელში გამოჩნდა, თუმცა შეუძლია დღეში რამდენიმე კაბა შეიცვალოს. დახვეწილი ელეგანტურობა გონიერი მოთხოვნების ჩარჩოში – აი, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც კეტრინმა ბრიტანელი ხალხის სიყვარული დაიმსახურა. ამასთან ყოველი მისი საჯარო გამოსვლა წინას ზუსტად არ იმეორებს. ჰერცოგინია ლეგენდარული დედამთილის – პრინცესა დაიანას ტრადიციას აგრძელებს. სტატიის ბოლოს თქვენ გელოდებათ ბონუსი: ლედის დის გამოსვლები, როცა ის ერთი და იგივე ტანსაცმლით ახალი ლუქების შექმნას ახერხებდა.

გაეცანით, თუ რა ხრიკებს მიმართავს კეიტ მილდტონი რომ ერთი და იმავე ტანსაცმლით ახალი ლუქები შექმნას და რომელი ხრიკების გამოყენება ღირს.

1. რძისფერი კაბა-პალტო


ეს რძისფერი კაბა-პალტო ჰერცოგინიას მინიმუმ 4-ჯერ ეცვა: 2015 წელს შარლოტას ნათლობაზე, დედოფლის დაბადების დღის დღესასწაულზე 2016 წელს, ბელგიაში ოფიციალური ვიზიტის დროს 2017 წელს და  პრინცი ჰარის და მეგან მარკლის ქორწილზე 2018 წელს.

ყოველი გამოსვლის დროს ჰერცოგინია სხვადასხვა ქუდებს და თმის ვარცხნილობას იყენებდა. ბელგიაში ვიზიტის დროს შეგიძლიათ შეამჩნიოთ გულსაბნევი წითელი ფერის ყაყაჩო, ომში და სამოქალაქო არეულობის დროს დაღუპულთა მოსახსენიებელი სიმბოლო. ეს აქცენტი ტანსაცმელს სხვა იერს სძენს.

2. წითელი კაბა


ეს ეფექტური კაბა კეიტს რამდენჯერმე ეცვა. ჰერცოგინიას ლუქები სხვადასხვანაირი ჩანთებით განსხვავდება, ასევე ზოგს ლუქში გულსაბნევი და ქუდი აქვს, ზოგში არა.

3. ზურმუხტისფერი კაბა


ერთი ტანისამოსი  – ორი სხვადასხვა ლუქი. და კვლავ აქსესუარების წესები – სხვადასხვა ქამარი, მარცხნივ აქსესუარის არ არსებობა და საყურეები. ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქუდი, რომელიც დამატებით ეფექტს ქმნის.

4. მაქმანებიანი კაბა


მოდური მაქმანებიანი კაბა ჰერცოგინიას 2012 წელს მნიშვნელოვან წვეულებაზე ეცვა და კვლავ  2014 წელს დაუბრუნდა. აქცენტი წელზე ქამრით, სხვადასხვა ქუდი და საფულე – და უკვე სულ სხვა ლუქია.

5. კრემისფერი კაბა-პალტო


ეს ელეგანტური პალტო იმის მაგალითია, რომ კეიტი ზოგჯერ ქალიშვილობის დროინდელ ნივთებს იცვამს. პირველ სურათში კეიტი აღბეჭდილია 2006 წელს, ლორი პარკერ-ბოულზისა და ჰარი ლოლესის ქორწილში. მაშინ პრინცი იულიამის მეუღლე ჯერ კიდევ არ იყო. ამ ლუქსი ის 2011 წელს გამოჩნდა, შემდეგ კი 2016 წელს, ანუ 10 წლის შემდეგ. სხვადასხვა შლიაპების, ქუდების, საფულეების და აქსესუარების წყალობით ყოველთვის სხვადასხვანაირად გამოიყურება.

6. საღამოს კაბა


საღამოს კაბას ხშირად ერთი ღამის კაბას უწოდებენ. თუმცა ყოველ წესს აქვს გამონაკლისი: ზოგჯერ ჰერცოგინიაც კი თავს ერთი და იგივე საღამოს კაბის ჩაცმის უფლებას აძლევს, ოღონდ იმის გათვალისწინებით რომ სხვა დამატებითი აქსესუარები ექნება. მარცხენა სურათი 2014 წლის თებერვალში, ხოლო მარჯვენა იმავე წლის დეკემბერში არის გადაღებული.

7. მწვანე კაბა-პალტო


კიდევ ორი ეფექტური და ასევე განსხვავებული ლუქი ჰერცოგინიასგან 2012 და 2013 წელს. პრინციპულად პირველისგან განსხვავებული ლუქის იერს იძლევა მეორე – ხელთათმანები და შავი ყელიანი ზედა.

8. ყვითელი კაბა


ეს ყვითელი კაბა-პალტო ჰერცოგინიას 2012 წელს ეცვა, სემდეგ კი 2016 წელს, ბუტანში ოფიციალური ვიზიტისთვის აირჩია. 2016 წელს პალტო სულ სხვანაირად გამოიყურება.

ბონუსი: პრინცესა დიანას გამოსვლები

პრინცესა დიანაც თავის ლუქებს ხშირად იმეორებდა, ხშირად ამას იმდენად ვირტუოზულად აკეთებდა, რომ იმწამსვე ვერავინ ამჩნევდა. მაგ., ლედი დის თავის აქსესუარი ძვირადღირებული ქვებით შემდეგ ყელსაბამად გადაიქცა.

კაბის ზედა ნაწილი უცვლელია, მაგრამ სულ სხვადასხვა ლუქები არის შექმნილი.

თქვენ შეგიძლიათ, ტანსაცმელების შეხამების და ერთი და იმავე ნივთით ახალი ლუქის შექმნით თავის ქება? დაწერეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს