ზოდიაქოს ნიშანი განსაზღვრავს, თუ როგორი მოგზაურობა მოგეწონებათ ყველაზე მეტად

1470

მოგზაურობას გეგმავთ, მაგრამ არ იცით რომელი ქალაქი აირჩიოთ? არჩევანის გაკეთების დროს ჰოროსკოპი გაითვალისწინეთ.

ვერძი: ნიუ-იორკი

ბორანში ჩახტით და თავისუფლების ქანდაკებასთან მიდით. მატარებელში ჩაჯექით და ცენტრალური პარკი მოინახულეთ, ან როკუეისამდე მიაღწიეთ! ასეთი მოგზაურობა ვერძს სიხარულს მოუტანს.

კურო: ახალი ზელანდია

კუროს თავგადასავლები და ბუნება უყვარს. მათთვის ახალი ზელანდია იდეალურია ადგილია, რადგან აქ კომფორტი ბუნებრივ სილამაზესთან შერწყმულია. კუროს შეუძლია ლაშქრობაში წავიდეს, ჰარმონიით დატკბეს და შემდეგ მყუდრო ეკო-სახლში დაბრუნდეს.

ტყუპები: ჩიკაგო

ტყუპების ერთ-ერთი განსაკუთრებულობა ყველას გაოცების უნარია. ჩიკაგო იდეალური ადგილია, რომ ტყუპების ზრდასრული და შინაგანი ბავშვური მხარე გაახაროს. ჩიკაგო არის მუზეუმი, სანაპირო, პარკი, რომლებიც ტყუპების უსაზღვრო ცნობისმოყვარეობას დააკმაყოფილებს.

კირჩხიბი: ჰიუსტონი

მოგზაურობაში კირჩხიბი სხვებზე უფრო მეტს ზრუნავს, ვიდრე საკუთარ თავზე. მას გუნდის შეკრება შეუძლია და განიცდის, ვინმემ ხომ არ მოიწყინა. ასევე კირჩხიბი ჭამის მოყვარულია. სად იპოვით გემრიელ საკვებს, თუ არა ჰიუსტონში?

ლომი: მაიამი

ლომი გიჟდება სანაპიროზე, ფოტოსესიაზე, წვეულებებსა და ბევრ სხვაზე. მათ მაიამი სჭირდებათ! ეს ადგილი უბრალოდ მათთვის არის შექმნილი! ასე რომ, ბილეთი აიღეთ და ამ ქალაქის დაპყრობა იჩქარეთ.

ქალწული: ავტომოგზაურობა აშშ-ს სამხრეთ-დასავლეთით

ქალწული შესანიშნავი დამგეგმავია. მიეცით ნებისმიერი ადგილი და ის მარშრუტს შეადგენს. ეს უნარი რატომ არ უნდა გამოიყენოთ? დაიქირავეთ მანქანა, ხალხი შეკრიბეთ და თავად გამოიკვლიეთ ყველაფერი, რაც გაინტერესებთ.

სასწორი: შრი-ლანკა

სასწორი არის მეგობარი, რომლის ინსტაგრამსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ. სასწორი შრი-ლანკას ისტორიით და კულტურით აღფრთოვანებული იქნება, მაგრამ შთაბეჭდილებების სოციალურ ქსელში გაზიარების დიდი სურვილიც ექნება.

მორიელი: განაპირა სანაპირო

მორიელს მეგობრებთან ერთად მშვიდი დასვენება უყვარს. აშშ-ს განაპირა სანაპირო მისთვის იდეალური ვარიანტია. მას შეუძლია სანაპიროზე სახლი იქირაოს და მას სანაპიროზე ათასობით სხვა ტურისტთან შეჯახება არ მოუწევს.

მშვილდოსანი: ალასკა

მშვილდოსანი საუკეთესო მოგზაურია, ამიტომ ალასკა მას ძალიან მოეწონება. მწვავე შეგრძნებები მას აღფრთოვანებაში მოიყვანს.

თხის რქა: სენტ-ლუისი

იდეალური მოგზაურობა მისთვის – არის უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ მზიან დღეს სანაპიროზე წამოწოლა. სენტ-ლუისი შესანიშნავი ვარიანტია თხის რქისთვის, რომელიც არასდროს არ ისვენებს!

მერწყული: ჰავაი

მერწყულისთვის, რომელსაც კომფორტის ზონიდან გასვლა სურს, ჰავაი იდეალური ადგილია. მერწყულს შეუძლია ოკეანე დაათვალიეროს, ტროპიკულ ტყეში გაისეირნოს ან ვულკანზე ავიდეს.

თევზები: ოლბოქსი

თევზებს მეგობრებთან ერთად სანაპიროზე წასვლა სურს ოღონდ ტიპიური ბრბოს გარეშე. ის ოცნებობს მოგზაურობაზე, რომელიც მას აღფრთოვანებაში მოიყვანს. ოლბოქსი გამაჯანსაღებელი განმარტოებისთვის იდეალური ადგილია.