ასტროლოგები დარწმუნებულნი არიან, რომ არსებობს წესი, რომელიც თითოეული ქალის ხასიათს განსაზღვრავს, რაც თავის მხრივ მის დედობაზეც აისახება.
ვერძი
უპირატესობა: უშიშრობა
სისუსტე: აბეზარობა
ასეთ დედებს ნებისმიერი სიტუაციის გამკლავება შეუძლიათ. ასეთ ქალებს აქვთ ტენდენცია პირველ რიგში საკუთარ თავზე იფიქრონ, ამიტომ როცა დედები ხდებიან ახალ სიტუაციასთან ადაპტირება უნდა მოახდინონ.
კურო
უპირატესობა: რაციონალურობა
სისუსტე: განწყობის სწრაფი ცვლილება
ეს ქალები დედობაზე ძალიან რთულად მუშაობენ და ბავშვში მთელ ძალისხმევას დებენ. ისინი აღზრდის ტრადიციულ მეთოდს უპირატესობას ანიჭებენ.
ტყუპები
უპირატესობა: ცნობისმოყვარეობა
სისუსტე: მოუთმენლობა
ასეთ დედასთან არასდროს მოიწყენთ, ის სხვადასხვა ნივთებს ცდის და ბავშვის სამყაროს სხვადასხვა მხრიდან ხსნის.
კირჩხიბი
უპირატესობა: ემოციურობა
სისუსტე: ეჭვიანობა
დედობისთვის ჯერ კიდევ ბავშვობიდან ემზადება. ოჯახი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამის გამო ბავშვთან ძლიერ კავშირს ქმნის.
ლომი
უპირატესობა: ლიდერის თვისებები
სისუსტე: ცდილობს, ყოველთვის ყველაზე მთავარი იყოს
დედა ლომი ძალიან მომთხოვნია. მას სურს, რომ მისი ბავშვები საუკეთესოები იყვნენ. მაღალი მოლოდინის გამო ბავშვები ხშირად ტრავმირებული ხდებიან.
ქალწული
უპირატესობა: ორგანიზებულობა
სისუსტე: ბავშვებზე ზედმეტად ზრუნავს
მას სურს, რომ ყველაფერი იდეალურად იყოს. თუმცა ამ დროს ბავშვები არ უნდა დაგავიწყდეთ, მათთვის დედა – იდეალურია.
სასწორი
უპირატესობა: მოთმინება, სამართლიანობა
სისუსტე: ამპარტავნობა
სასწორს დედობით სიამოვნების მიღება შეუძლია. ცდილობს ბალანსი იპოვოს და დაძაბული არ იყოს. დედობა მარტივად გამოსდის.
მორიელი
უპირატესობა: კარგი ინტუიცია
სისუსტე: აბეზარობა
მისი მიდგომა ხასიათზეა დამოკიდებული. ბავშვების წარმატებისა და განვითარებისთვის ყველაფერს აკეთებს. დედა მზად არის ბევრი იმშაოს, რომ ბავშვების სწავლისა და ცხოვრების გადასახადი გადაიხადოს.
მშვილდოსანი
უპირატესობა: ჭკუა, მხიარულება
სისუსტე: დეზორგანიზაცია
დედობა მისთვის ნამდვილი თავგადასავალი არის. თავიდან სხვების საჭიროებებს პრიორიტეტული ყურადღება უნდა მიაქციოთ და ახალ სიტუაციასთან ადაპტირება მოახდინოთ. მშვილდოსანი თავისუფლებას დიდად აფასებს.
თხის რქა
უპირატესობა: დიდი მოთმინება
სისუსტე: პესიმიზმი
წესრიგი და დისციპლინა ასეთი დედებისთვის მთავარია. სურთ ბავშვებს ასწავლონ ყველაფერი, რაც მათ უნდა იცოდნენ. თხის რქა ბავშვებთან დამეგობრებას არ ცდილობს და საკუთარ ემოციებს რთულად გამოხატავს.
მერწყული
უპირატესობა: კომუნიკაბელურობა
სისუსტე: ძალიან ფეთქებადი
ცხოვრებას, როგორც დიდ თავგადასავალს ისე უყურებს და სურს, რომ ბავშვებმა ეს ჯადოსნობა დაინახონ. დედობა მას ახალ და უჩვეულო სამყაროს უხსნის, მაგრამ ამავდროულად ისეთი რჩება, როგორიც იყო.
თევზები
უპირატესობა: ზრუნვა, ერთგულება
სისუსტე: მანიპულაცია
ის სასაცილო, თანამგრძნობიარე და ჭკვიანი ქალია, რომელიც საკუთარ თავს ღვთაებად მიიჩნევს. როცა საქმე ბავშვებს ეხება, თევზები ძალიან თავგანწირული ხდება. სხვების „ჭკვიანურ“ რჩევებს სწრაფად უგულებელყოფს.