გაზაფხულზე ძალიან აქტუალური ხდება ზამთარში დასუსტებული იმუნიტეტის გაძლიერება. ამ საქმეს კომპლექსურად უნდა მიუდგეთ – ჯანსაღი კვება, სრულყოფილი ძილი და სუფთა ჰაერზე სეირნობა.
ამ სიაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს სამკურნალო მცენარეებზე დაფუძნებული საშუალებები, რომლებიც ორგანიზმის თავდაცვის ძალას ააქტიურებენ. მეწამული ექინაცეა ერთ-ერთი ასეთი ჯადოსნური მცენარეა, რომელიც ადამიანს დაავადების დასამარცხებლად ან თავიდან ასაცილებლად საკმარის ძალებს ანიჭებს.
მეწამული ექინაცეა
ექინაცეას სამშობლო ჩრდილოეთ ამერიკა და მექსიკა არის. იქ ეს მცენარე ლამაზი მეწამული-ვარფისფერი ყვავილებით ველური ღია სტეპურ სივრცეში იზრდება. უკვე დიდი ხანია ინდიელი ამერიკელები მცენარის ფესვებს შხამიანი გველის ნაკბენზე და სისხლის მოწამვლის დროს უპირველეს საშუალებად თვლიან.
ევროპაში „ამერიკული ოქროს ყვავილი“ ამერიკული კონტინენტის აღმოჩენის შემდეგ მალევე შემოვიდა და იმ დროიდან მედიცინაში მის ყველა ნაწილს – ფოთლებს, ყვავილებსა და ფესვებს იყენებენ.
დღეს ექინაცეას ექსტრაქტი თითქმის 240-ზე მეტ მედიკამენტში შედის, მათ შორის შიდსის სამკურნალოდ, მაგრამ უფრო მეტად ცნობილია, როგორც იმუნური სისტემის გასაძლიერებელი საშუალება.
ბოლო დროს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ექინაცეას კომპონენტები სისხლის თეთრი სხეულების (მაკროფაგი) აქტიურობას ზრდის, რომლის წყალობით ბევრი დაავადების თავიდან აცილება ან მათი შესუსტება არის შესაძლებელი.
ექინაცეას სარგებელი ჯანმრთელობისთვის
ლამაზი და ფერადი ყვავილების წყალობით ექინაცეა მებაღეებსა და ლანდშაფტის დიზაინერებს შორის პოპულარულია, მაგრამ უნიკალური ბიოქიმიური შემადგენლობის წყალობით უფრო მეტად ცნობილი გახდა.
მცენარის სხვადასხვა ნაწილი აქტიური ნივთიერებების რთულ ნარევს შეიცავს, რომელთაგან ზოგიერთი ანტიმიკრობულია, ზოგი კი იმუნურ სისტემაზე ახდენს გავლენას.
1. პოლისაქარიდები
მცენარის მიწისზედა ნაწილი სასარგებლო პოლისაქარიდებით მდიდარია, რომელიც ორგანიზმის უჯრედში პათოგენური მიკროორგანიზმების შეღწევას ხელს უშლის. უფრო მეტიც, პოლისაქარიდები ქსოვილების რეგენერაციას ხელს უწყობენ.
2. ინულინი
ექინაცეას ფესვები შეიცავს ინულინს, რომელიც სისხლის თეთრი სხეულების აქტიურობას ზრდის. ამრიგად, იმუნური სისტემის უჯრედები ინფექციებს უფრო აქტიურად ებრძვიან და დაავადებულ ბაქტერიებს აქრობენ.
3. პოიკილოციტოზი
ამ ნივთიერების ჯგუფს ანტიბიოტიკების თვისება აქვს – პათოგენურ ბაქტერიებს აქრობს. გარდა ამისა, პოიკილოციტოზი ორგანიზმიდან თავისუფალი რადიკალების გამოდევნას ხელს უწყობს.
4. ალკილამიდი
ეს ნივთიერება მცენარის ფესვებში შედის და საანესთეზიო ეფექტი აქვს, რომლის წყალობით მცენარის ფესვების ნაყენი შეგიძლიათ კბილის ტკივილის დროსაც გამოიყენოთ.
ექინაცეა მინერალების შემადგენლობით მდიდარია: კალიუმი, კალციუმი, ვერცხლი, ლითიუმი, გოგირდი, სპილენძი და იმუნური სისტემისთვის აუცილებელი თუთია, სელენი და კობალტი.
ექინაცეას სარგებელი ადამიანის ორგანიზმისთვის კომპლექსურ ხასიათს ატარებს. ის მიმართულია იმუნიტეტის გაზრდაზე, კანის უჯრედების აღდგენაზე, ონკოლოგიური დაავადების პროფილაქტიკისა და სისხლისა და ლიმფის გაწმენდაზე.
ექსპერტები გირჩევენ ექინაცეა ნებისმიერი სეპტიური მდგომარეობის, სისხლის მოწამვლის, მენინგიტის, ბრონქების, ტონზილიტის, ოტიტის, დამწვრობის, ჩირქოვანი წყლულების, სტომატიტის, ღრძილის ანთების, კანდიდოზის და შარდის სისტემის ანთებითი პროცესების დროს გამოიყენოთ.
ექინაცეას სპირტიანი ხსნარი რევმატოიდული ართრიტის და შაქრიანი დიაბეტის დროს ავადმყოფის მდგომარეობას აუმჯობესებს. ახალი ყვავილების წვენი დამწვრობის დროს კანის შეხორცებას აჩქარებს. ამასთან მცენარის ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი ნათლად გამოხატულია.
გამოყენების მეთოდები სახლის პირობებში
1. იმუნიტეტისთვის
1 ს/კ მშრალი ექინაცეას 0,5 ლ მდუღარე წყალი ღამით დაასხით. გადაწურეთ და 100-150 მლ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ. 10 დღის განმავლობაში მიიღეთ, შემდეგ 5 დღე შეისვენეთ.
2. გრიპის საწინააღმდეგო ჩაი
ექინაცეას 3 ყვავილს, 1 ჩ/კ მშრალ დაქუცმაცებულ ფოთლებს და 1 ჩ/კ დაქუცმაცებულ ფესვებს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით. 1 ჭიქა ჩაი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ.
3. შარდსასქესო სისტემის ანთების დროს
4 ნაწილი ექინაცეას ფესვები, 1 ნაწილი ერიკა, ვერხვის კვირტები, ფარსმანდუკის მცენარე, 2 ნაწილი მატიტელა და ვირისტერფას ფოთლები, 3 ნაწილი ვარდი აურიეთ. 2 ს/კ ნარევს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და დაბალ ცეცხლზე 5 წუთით ადუღეთ. 50 მლ დღეში 3-ჯერ ჭამამდე დალიეთ.
ვისთვის არის აკრძალული ექინაცეას მიღება
ექინაცეას საშუალებების (მათ შორის ნაყენი) ორ თვეზე მეტხანს გამოყენება რეკომენდებული არაა. უკიდურეს შემთხვევაში, კურსებს შორის ორკვირიანი შესვენება უნდა გააკეთოთ. ექინაცეაზე დაფუძნებული საშუალებების გამოყენება აკრძალულია
- ექინაცეაზე ალერგია
- ტუბერკულოზი
- ჰეპატიტი და ღვიძლის ციროზი
- ექინაციას შემცველი მედიკამენტები ბავშვებს დიდი სიფრთხილით და მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობით უნდა მისცეთ.
- ორსულებმა და მეძუძურმა დედებამ მის მიღებაზე უარი უნდა თქვან.
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.