ლამაზი, სუფთა თმა ნებისმიერ ქალს ამშვენებს. სამწუხაროდ, ცხიმიანი თმის პრობლემა ბევრს ნაადრევად აწუხებს. როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში? თავი ყოველდღე უნდა დავიბანოთ თუ პრობლემის მიზეზები ვეძებოთ? უმჯობესია, რა თქმა უნდა, გაიგოთ, თუ რატომ ხდება ასე და ცხიმიანობა მოიშოროთ.
რატომ ცხიმიანდება თმა ძლიერად
1. თქვენ თმას ძალიან ცხელ წყალში იბანთ
ცხელი წყალი ცხიმიანი ჯირკვლების მუშაობას აჩქარებს. თუ წყლის ტემპერატურის რეჟიმს არ გააკონტროლებთ, თმა სწრაფად დაბინძურდება და მოცულობას დაკარგავს. სჯობს თმა გრილ წყალში დაიბანოთ.
2. თმას შამპუნით მხოლოდ ერთხელ იბანთ
თმაზე შამპუნი ერთხელ წაისვით, ჩამოიბანეთ და მორჩით? ექსპერტები ამბობენ, რომ თუ თავს კვირაში 2-3-ჯერ იბანთ, მაშინ თმა შამპუნით ორჯერ უნდა ჩამოიბანოთ. პირველად თქვენ თავის კანს ცხიმისა და დასავარცხნი საშუალებებისგან ასუფთავებთ, მეორე ჯერზე კი სასარგებლო ნივთიერებებით ამდიდრებთ.
3. თქვენ ძალიან ბევრ კოსმეტიკურ საშუალებას იყენებთ
თმის კონდიციონერის დიდი რაოდენობით გამოყენება ან მისი თმის ძირებზე წასმა თავის სწრაფ დაბინძურებას იწვევს. ჭარბი დატენიანება ცხიმის ზრდას ხელს უწყობს.
4. თქვენ ჯანმრთელობის პრობლემები გაქვთ
თუ ზემოთ მოცემული რეკომენდაციები და სპეციალური კოსმეტიკური საშუალებები ვერ დაგეხმარათ, ცხიმიანი თმის მიზეზი შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემას უკავშირდებოდეს.
თმის პრობლემები ნერვული და ჰორმონალური სისტემის დარღვევაზე, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებასა და ინფექციების არსებობაზე მიუთითებს. ასეთ შემთხვევაში ექიმს აუცილებლად უნდა მიმართოთ.
თავის კანზე სწორად იზრუნეთ, ჯანსაღი საკვები მიირთვით, სტრესი შეამცირეთ და თქვენი პრობლემები მოგვარებული იქნება. თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.