ამ ხრიკების დახმარებით ყველაზე პატივცემული მებაღე იქნებით. ამ გაზაფხულისთვის მომზადებული იყავით

2885

გაზაფხულზე მებაღეები თითქოს ზამთრის ძილიანობის შემდეგ იღვიძებენ: საკუთარი ნაკვეთის მოვლაზე ფიქრობენ, გეგმავენ თუ რომელი მცენარეები დარგონ, თესლებს არჩევენ და ნებისმიერ ინფორმაციას აგროვებენ, რომელიც კარგი მოსავლის მიღებაში დაეხმარებათ.

დღეს „ვივიენი“ გამოცდილ ხრიკებს გთავაზობთ, რომლებიც არა მხოლოდ კარგ შედეგს მოგცემთ, არამედ ნაკვეთის მოვლას გაგიმარტივებთ. გამოიყენეთ ეს ხრიკები, რომ არც თუ ისე კარგ პირობებში მაქსიმუმი სარგებელი მიიღოთ.

იდეები ბაღისთვის

1. დახვევის მეთოდი

თესლის გაღვივება ზედმეტი მოვლის გარეშე გსურთ? ეს მეთოდი თესლის დაინფიცირების რისკს შეამცირებს, რადგან მას ნიადაგთან კონტაქტი არ მოუწევს. უბრალოდ თესლი ტუალეტის ქაღალდზე დააწყვეთ და რულონი დაახვიეთ. ასეთი „ხვეულები“ შეგიძლიათ ცოტა წყლით სავსე ჭურჭელში ჩადოთ და თავზე დაახუროთ. რამდენიმე დღეში თესლი გაღვივებას დაიწყებს.

2. საფუარი მარწყვისთვის

გამოცდილმა მებაღეებმა გირჩევენ მარწყვი საფუარით გამოკვებოთ. გასაოცარია, მაგრამ ამ მეთოდს კარგი გამოხმაურება აქვს. უბრალოდ რამდენიმე მშრალი საფუარი 1 ვედრო წყალში გახსენით, რამდენიმე კოვზი შაქარი დაუმატეთ და 2-3 საათით დააყენეთ. ახლა 1 ლ ნარევი 1 ვედრო წყალში გახსენით და მარწყვი თამამად მორწყეთ.

3. სასუქი ბანანის ქერქით

ბანანის კანი შეგიძლიათ უსარგებლოდ ჩათვალოთ და გადააგდოთ, ან ნიადაგის განოყიერებისთვის გამოიყენოთ. საქმე იმაშია, რომ ასეთი სასუქი ბევრ კალიუმს, კალციუმს და ფოსფორს შეიცავს. სწორედ ამიტომ ბანანის ქერქით პომიდვრის, კიტრის და ვარდის ნიადაგს ანოყიერებენ.

რაც შეეხება ვარდს, კიდევ ერთი საინტერესო ხრიკი არსებობს: თუ გსურთ, რომ მოჭრილი ყვავილები თვალს დიდხანს ახარებდეს, ლარნაკს 1 ჭიქა არაყი დაუმატეთ.

4. მარკერები სათესლესთვის

ყოველდღიურ ფუსფუსში შეიძლება დაგავიწყდეთ, თუ სად რა დარგეთ, ამიტომ მარკერები აუცილებლად დაგჭირდებათ. ამისთვის შეგიძლიათ პლასტმასის ჩანგლები გამოიყენოთ, რომ ამა თუ იმ კულტურის დარგვის ადგილი აღნიშნოთ.

5. მოწყობილობა საკუთარი ხელით

ინსტრუმენტები, რომლებიც რამდენიმე ხვრელს სწრაფად აკეთებს, პროცესს ამარტივებს და დროის ეკონომიის საშუალებას გაძლევთ. თუ მსგავსი ინსტრუმენტის შეძენას ვერ ახერხებთ, შეგიძლიათ თავად გააკეთოთ. მაგალითად, ღვინის საცობების ან კვერცხის ყუთის დახმარებით.

6. ხელსაწყოების შენახვა

ხელსაწყოების შენახვას ასევე დიდი ყურადღება უნდა დაუთმოთ. ზოგიერთი მებაღე თოხების, ბაღის მაკრატლებსა და სხვა ხელსაწყოებს ქვიშით ან კენჭებით სავსე ვედროში წარმატებით ინახავს. ასე ნივთები მშრალად და უსაფრთხოდ იქნება.

7. კლუმბები კუნძებში

ნაკვეთზე კუნძები ხშირად რჩება, რომლებიც უშნოდ გამოიყურება, თუმცა დიასახლისებს მათი ამოძირკვა ეზარებათ. შეგიძლიათ კუნძები აგარაკის ულამაზეს ადგილად გადააქციოთ. უბრალოდ კუნძის შუა ნაწილი ამოჭერით, ნიადაგით აავსეთ და ყვავილები დარგეთ. ასეთი „კლუმბები“ აგარაკს დაამშვენებს.

ეს საინტერესო ხრიკების მხოლოდ მცირე ნაწილია, რომლებიც შეგიძლიათ თქვენს ნაკვეთზე გამოიყენოთ. თუმცა მხოლოდ ამ მეთოდების დახმარებითაც კი ყოველდღიური სამუშაო პროცესი გამარტივდება და საბოლოო შედეგი უფრო ეფექტური იქნება.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს