14 ნაკლებად ცნობილი ფილმი, რომლებიც ცნობილ ბლოკბასტერებს არაფრით ჩამოუვარდება

1555
14 ნაკლებად ცნობილი ფილმი, რომლებიც ცნობილ ბლოკბასტერებს არაფრით ჩამოუვარდება
14 ნაკლებად ცნობილი ფილმი, რომლებიც ცნობილ ბლოკბასტერებს არაფრით ჩამოუვარდება

კინოს სამყაროში, თითქმის ყოველდღე ახალი შედევრი იბადება, სწორედ ამიტომ გასაოცარი არაა, რომ რაღაც მომენტში ამა თუ იმ ღირსეული ფილმის ყურების შანსს ხელიდან ვუშვებთ. გვსურს ეს მდგომარეობა გამოვასწოროთ და ჩვენ მკითხველებს შევთავაზოთ ახალი ფილმები, რომლებიც სულ ახლახანს გამოვიდა, მაგრამ უკვე მსოფლიოს სიყვარულს და აღიარებას იმსახურებენ.

შუაღამის გამოშვება


როლებში: მაიკლ შენონი, კირსტენ დანსტი
ცოლ-ქმარს, როია და სარის ბიჭი ელტონი უჩნდებათ, რომელსაც დაბადებიდან ზებუნებრივი ძალებით დაჯილდოებულია. ეს ზებუნებრივი ძალა ყოველდღიურად იზრდება. ძალიან მალე მისით დაინტერესდება ეფბიაი და ადგილობრივი რელიგიური სექტა, რომელიც მის როგორც ახალ ღმერთად მიღებას ცდილობს, ხოლო ბიჭის მამა საკუთარი შვილის ჩუმად გატაცებას გადაწყვეტს.

რეიტინგი  IMDb — 6,7

მეოცე საუკუნის ქალები

როლებში: ელ ფენინგი, ანეტ ბენინგი, გრეტა გერვიგი

მოვლენები 1979 წელს კალიფორნიაში ვითარდება, სადაც დოროტი ფილდსი, ორ ქალთან ერთად – მშობლიურ ქალაქში ბრუნდება ფოტოგრაფ ებბისთან ერთად, რომელიც პანკ მოძრაობაში არის გადართული და ჯული, 16 წლის ჭკვიანი, პრობლემის შემქმნელი – ეხმარება საკუთარ მოზარდ ბიჭს თავისუფლების და სიყვარულის საკითხებში გარკვევაში.

რეიტინგი IMDb — 7,3

სიყვარულის ჯადოქარი


მოვლენები 60-იან წლებში ხდება და ახალგაზრდა ჯადოქრის, ელეინის შესახებ გვიამბობს, რომელსაც ძალიან სურს სიყვარულის პოვნა. სასურველის სწრაფად მისაღწევად, მიმზიდველი ჯადოქარი შავ მაგიას იყენებს.

რეიტინგი  IMDb — 6,9

თითქმის 17 


როლებში: ხეილი სტაინფელდი, ვუდი ჰარელსონი
ერთ მომენტში ყველამ 17 წლის ნადინს ზურგი შეაქცია: უფროსმა ძმამ და საუკეთესო მეგობარმა ურთიერთობა დაიწყეს, დედამ უცებ გადაწყვიტა, რომ მისი შვილი საკმარისად უფროსია, რომ თავისთვის იცხოვროს, ხოლო მასწავლებელი, რომელსაც პრობლემების შესახებ მოუყვა და მას საერთოდ დასცინა.

რეიტინგი IMDb — 7,9

ნებისმიერ ფასად


როლებში: კრის ფაინი, ჯეფ ბრიჯესი, ბენ ფოსტერი
ორი წარუმატებელი ძმა რამდენიმე ბანკის გაქურდვას გადაწყვეტს და ძალიან მალე მათზე ტეხასის შერიფი მარკუსი ნადირობას დაიწყებს, რომელსაც პენსიაზე გასვლამდე კარიერის დასრულება ერთი დიდი გახმაურებული საქმის დახურვით სურს

რეიტინგი  IMDb — 7,7

აღშფოთება


როლებში: ლოგან ლერმანსი სარა გადონი

ფილმის მოქმედება 1951 წელს ვითარდება; ებრაელი ახალგაზრდა მარკუს მენსერი ნიუ-იორკიდან ოჰაიოში მიდის, სადაც კოლეჯში სწავლას აპირებს და კოერის ომის ფონზე ის უსიამოვნებებში ეხლართება. ამის გარდა მარკუსს ოლივია უყვარდება და მან გოგონა თვითმკლელობის ფიქრებისგან უნდა გაათავისუფლოს.

რეიტინგი  IMDb – 7,0

მანჩესტერი ზღვასთან


როლებში: ქეისი აფლეკი, კაილ ჩანდლერი
უფროსი ძმის მოულოდნელი სიკვდილის შემდეგ ლი ჩნედლერი იძულებულია სახლი დატოვოს, რომ 16 წლის ძმისშვილზე იზრუნოს. მთავარ გმირს საკუთარი ოჯახის ტრაგიკულ ისტორიაში გარკვევა უწევს, რომელმაც ოდესღაც ახლობლები ერთმანეთს დააშორა.

რეიტინგი IMDb  8,5

ნერუდა


როლებში: გაელ გარსია ბერნალი, ლუის გნეკო
ფილმი ცნობილი ჩილელი პოეტის პაბლო ნერუდას, რომელმაც თავისი შემოქმედებით მსოფლიო აღიარება, ხოლო თავისი ხედვით – პოლიტიკური დევნა მოიპოვა, ბიოგრაფიიდან რამდენიმე გვერდს აცოცხლებს. ცივი ომის პერიოდში პოეტზე ნადირობს პოლიციელი იწყებს.

რეიტინგი IMDb  7,4

ყველას სურს ვიღაც


პირველკურსელი ჯეიკი საერთო საცხოვრებელში ოთახს ღებულობს და 80-იანი წლების ამერიკის თავისუფალ ცხოვრებაში ეშვება, სადაც სექსუალური რევოლუცია და სიყვარული, ალკოჰულური წვეულებები და ნარკოტიკები, ბრენდული სამოსი და ტოპ მუსიკა სუფევს.

რეიტინგი IMDb — 7,0

ის ქალი


ერთხელ, ცნობილი პარიზელი ქალის, მიშელის სახლში შავებში ჩაცმული მამაკაცი ვარდება, სასტიკად ცემს და აუპატიურებს. ეს საშინელი ისტორია მასში ბავშვურ ფსიქოლოგიურ პრობლემას და ფარულ ინსტიქტებს აღვიძებს, რომელიც მის მამასთან არის დაკავშირებული. ამ წუთიდან ის მოძალიდის ძებნას იწყებს, მაგრამ არა იმისთვის რომ პოლიციაში მიიყვანოს…

რეიტინგი IMDb  7,3

ლავინგი


ფილმი თეთრკანიანი მამაკაცის და ფერადკანიანი ქალის რეალური სიყვარულის ისტორიაზე არის დაფუძნებული. 1958 წელს რიჩარდი და მილდრედ ლავინგი, ვირჯინიის შტატის მაცხოვრებლები, შერეული ქორწინების გამო დააკავეს და გადაასახლეს, რის შემდეგაც წყვილი 9 წელი იბრძოდა საკუთარ სახლში დაბრუნების უფლების მოსაპოვებლად.

რეიტინგი IMDb  7,3

მომავალი


ნატალის მთელი ცხოვრება ეძღვნება ოჯახს, ყოფილ მოსწავლეებთან შეხვედრებსა და ძლიერი დედასთან ურთიერთობას. ერთ წამში მისი სამყარო იშლება: ქმარი სხვა ქალთან მიდის, დედა კვდება, ბავშვები გაიზარდნენ და საკუთარი ოჯახი შექმნეს, ახლა ნატალის მოულოდნელი თავისუფლებით სავსე ახალ ცხოვრებასთან შეგუება უწევს.

რეიტინგი IMDb — 7,2

მთვარის შუქი


ფილმი სამ ნაწილად არის გაყოფილი და აფროამერიკელი შირონის ცხოვრებაზე გვიყვება, ბავშვი, მოზარდი და უფროსი მამაკაცი, რომელიც მაიამიში ცხოვრობს ნარკოვაჭრობის აყვავებამდე. ოჯახური მარცხის და თანასწორებთან კონფლიქტების გადატანის შემდეგ, უფროსი შირონი საკუთარი თავის პოვნის და აღიარების მტკივნეულ ძიებაშია.

რეიტინგი IMDb — 8,7

რამდენიმე ქალბატონი

ცხოვრებისეული დრამა 3 ქალის შესახებ, რომელთა ბედიც პატარა ქალაქ მონტანაში იკვეთება. ადვოკატი ლორა ცდილობს სამსახურში მძიმე სიტუაციას გაუმკლავდეს. ჯინა სახლის მშენებლობით არის დაკავებული, რომელიც მისი ქორწინების ხვრელს ავსებს. ჯეიმი, რომელიც მამულში მუშაობს, ქალ-ადვოკატს ეკედლება.

რეიტინგი IMDb — 6,7