კანი რომ ლამაზი იყოს, მასზე მუდმივად უნდა იზრუნოთ. თანამედროვე მოვლის საშუალებები ასეთ შესაძლებლობას გაძლევთ, მაგრამ ხელმისაწვდომი საშუალებების დავიწყებაც არ ღირს. თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ, თუ კანის მოსავლელად რამდენი სასწაულმოქმედი საშუალება შეგიძლიათ პირდაპირ თქვენს სამზარეულოში იპოვოთ.
„ვივიენი“ გიამბობთ, როგორ მოამზადოთ გამწმენდი, დამატენიანებელი და მათეთრებელი ნიღაბი სახლის პირობებში.
ნიღაბი სოდით
ყველა სამზარეულოში საკვები სოდის პოვნას შეძლებთ. თუ ფიქრობთ, რომ მისი გამოყენება მხოლოდ ცხობის დროს შეიძლება, მწარედ ცდებით. პირველ რიგში, სოდა სახლის დალაგების დროს შეუცვლელია, მეორე მხრივ, შეუფასებელი კოსმეტოლოგიური საშუალებაა.
სოდა ნიღბის საკმაოდ აგრესიული ინგრედიენტია, მაგრა მას წარმოუდგენელი თვისებები აქვს. ტექსტურის წყალობით კანს შესანიშნავად წმენდს და მკვდარ უჯრედებს აშორებს. ასევე სოდა კანს ეფექტურად ათეთრებს და პიგმენტურ ლაქებს აქრობს.
სახეზე სოდის წასმა არ ღირს, რომ კანი არ გამოაშროთ. ამისთვის ნიღაბს დამატენიანებელი ელემენტი დაუმატეთ, რომელიც კანს გამოკვებავს და ვიტამინებითა და სასარგებლო ნივთიერებებით გააჯერებს. ასეთი ელემენტის სახით შევარჩიეთ ბანანი, რადგან ის კანზე დადებითად მოქმედებს.
სოდით სახის ნიღბის მოსამზადებლად პატარა თასში 3 მცირე ზომის ბანანის ნაჭერი დაჭყლიტეთ. ერთგვაროვანი ფაფა უნდა მიიღოთ. ახლა ნახევარი ჩ/კ სოდა დაუმატეთ. თუ ნიღაბს მშრალი კანისთვის აკეთებთ, მაშინ სოდის რაოდენობა ჩ/კ-ის მესამედ ან მეოთხედ ნაწილამდე უნდა შეამციროთ.
ინგრედიენტები კარგად აურიეთ, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ. ახლა ნიღაბი სახეზე წაისვით და 10 წუთით გაიჩერეთ, თუ ნორმალური ან ცხიმიანი კანი გაქვთ, ხოლო მშრალი კანის შემთხვევაში 5 წუთით. თვალის ირგვლივ კანზე არ წაისვათ. წინასწარ ნიღაბი მაჯაზე წაისვით და დარწმუნდით, რომ მასზე ალერგია არ გაქვთ.
როგორც უკვე ვთქვით, სოდა საკმაოდ აგრესიული კომპონენტია, ამიტომ პირველ რიგში თქვენს შეგრძნებას ყურადღება მიაქციეთ. თუ თავს კომფორტულად არ გრძნობთ, მაგალითად, კანი ძლიერად გეწვის ან გექავება, სჯობს ნიღაბი დაუყონებლივ ჩამოიბანოთ. არსებობს ალბათობა, რომ ნიღაბი თქვენ არ შეგეფერებათ.
ნიღაბი ჩვეულებრივი თბილი წყლით ჩამოიბანეთ. გამოყენების შემდეგ დამატენიანებელი კრემი წაისვით, რომ გამოშრობა არ დაუშვათ. ნიღაბი ფანატიზმის გარეშე უნდა გამოიყენოთ, სასურველია 10 დღეში ერთხელ. მშრალი კანისთვის უფრო იშვიათად.
უკვე პირველი გამოყენების შემდეგ დაინახავთ, რომ კანი უფრო ნათელი და ჯანსაღი ფერის გახდა. სოდა კარგად წმენდს, ხოლო ბანანი ატენიანებს. ასეთი მიდგომა წვრილ ნაოჭებს გააქრობს და კანს უფრო გლუვს გახდის. კომპლექსური მიდგომის წყალობით იდეალურად გამოიყურებით!
თუ სტატია მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.