ქალებსა და მამაკაცებს შორის განსხვავება მხოლოდ ფიზიკური ნიშნები არაა. ჩვენ განსხვავებულად ვუყურებთ ნივთებსა და მოვლენებს, სხვადასხვაგვარად ვრეაგირებთ სასიხარულო და სამწუხარო სიახლეებზე, გვიყვარს განსხვავებულად დასვენება, ძილი და ა.შ. ჩვენი პარტნიორებს უამრავ ჩვევას ჩვენ უგულებელვყოფთ ან ვპატიობთ ამ “გადახრებს” ჩვენივე წარმოდგენისგან იმის შესახებ, თუ რა არის სწორი.
თუმცა, არსებობს ჩვევები, რომლებსაც ვერ ვეგუებით
მამაკაცებს აქვთ ისეთი თვისებები, რომლებიც გვაღიზიანებს, როგორც არ უნდა ვცდილობდეთ შეგუებას, ყურადღების გადატანას, უგულებელყოფას… ამ თემას მრავალ ფორუმზე განიხილავდნენ ქალბატონები და მათვე შეადგინეს სია, რომელიც 5 ასეთი თვისებისგან შედგება.
1. უხეში ხუმრობები მამაკაცების გარემოცვაში
ხანდახან, ხუმრობა ძალიან ბასრია, სარკაზმითა და ირონიით აღსავსე. ქალი ამაზე საუკუნოდ გაიბუტებოდა, მამაკაცები კი გაიცინებენ და ისე გააგრძელებენ საუბარს, ვითომც არაფერი მომხდარა.
2. ექიმთან ვიზიტზე უარის თქმა
როცა მამაკაცს უბრალოდ მაღალი ტემპერატურა აქვს, ეს მთელი ოჯახის პრობლემად იქცევა. ისინი უფრო მეტს წუწუნებენ, ვიდრე ბავშვები. უარს ამბობენ წამლების მიღებასა და ექიმთან ვიზიტზე.
3. ქალის ნივთების გამოყენება
ყველაზე გავრცელებული, ამ შემთხვევაში, ქალის სამართებლის გამოყენებაა. ალბათ მამაკაცებს ჩვენი სამართებლის გამოკვეთილი სახელურები მოსწონთ.
4. დეტალების დაუზუსტებლობა
თუ მამაკაცი ოჯახთან ერთად დაპატიჟეს სტუმრად, მას მხოლოდ ის ეცოდინება, თუ როდის უნდა მივიდეს. რამდენი ადამიანი იქნება იქ, ვინ იქნება უცნობი, საჭიროა თუ არა რაღაცის წაღება სადილისთვის – ამ კითხვებზე პასუხი მან არასდროს იცის.
5. ფურთხება ქუჩაში
ქალები ერთხმად ამბობენ, რომ მამაკაცის ეს ჩვევა უსიამოვნო შეგრძნებასა და არაესთეტიკურ შთაბეჭდილებას უტოვებთ.
თქვენ ეთანხმებით ქალთა ფორუმების მომხმარებლებს? თქვენ მამაკაცის რომელი თვისება გაღიზიანებთ ყველაზე მეტად?