სტილისტები გვირჩევენ: უარი თქვით სწორ ვარცხნილობასა და ძალიან გრძელ დალალებზე!

2638

ქალი – გასაოცარი ქმნილებაა. იგი თავად ბუნებას ჰგავს: არაპროგნოზირებადი და მშვენიერია წლის ნებისმიერ დროს. ბუნების მსგავსად, სეზონის ცვლილებასთან ერთად, ქალიც იცვლება, მისთვის აუცილებელია, იყოს განსხვავებული თუმცა ერთნაირად მომხიბვლელი ნებისმიერ ასაკში.

თითოეულ ქალში, ასაკის მიუხედავად, ზრდასრულ პიროვნებასთან ერთად ცხოვრობს პატარა, უდარდელი გოგონა და მიმზიდველი თინეიჯერი. თუმცა, ზოგიერთი ქალბატონი, დროისა და სხვადასხვა გარემოების შედეგად, ივიწყებს საკუთარ თავს, კარგავს პირვანდელ სიახლესა და გამბედაობას – ახალგაზრდობის მთავარ მეგზურებს.

ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ახალი, მოდური ვარცხნილობა დაგეხმარებათ საკუთარი თავის კიდევ ერთხელ პოვნასა და ვიზუალურად გაახალგაზრდავებაში.

მოკლე ვარცხნილობა 40 წლის შემდეგ

სტილისტთა უმრავლესობის აზრით, 40 წლის შემდეგ ქალის ვარცხნილობის შეცვლა აუცილებელი სეზონური რიტუალია. თვეში თმა, დაახლოებით, 1.5-2 სმ-თი იზრდება, ამიტომ, მაშინაც კი, თუ გარეგნობის რადიკალური ცვლილება არ გსურთ, მაინც ჩაეწერეთ დალაქთან ვარცხნილობის გასაახლებლად.

ხოლო მათთვის, ვინც ცვლილებებს არ უფრთხის, არსებობს ლამაზი ვარცხნილობის 4 ვარიანტი, რომლებიც სახის განსაკუთრებულ ნაკვთებს გამოკვეთს და საშუალებას გაძლევთ, თქვენს ასაკში უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებოდეთ.

1. პატრა სახისა და მკვეთრი ნაკვთების მქონე ქალებისთვის საუკეთესო არჩევანი 2019 წელს იქნება ვარცხნილობა “პიქსი”. მოკლე დალალები უკნიდან ყურებს ღიად ტოვებს, შუბლზე ასიმეტრიულად შეჭრილი თმა კი გამვლელთა ყურადღებას თქვენს სახეს მიაპყრობს.

თუ თქვენ თხელი, სწორი თმა და გრძელი კისერი გაქვთ, თამამად შეიჭერით თმა ასე. მრგვალი სახისა და ხვეული თმის მქონე ქალბატონებმა სხვა ვარცხნილობებს უნდა მიანიჭოთ უპირატესობა.

2. კარე ამდენად პოპულარული მანდილოსანთა წრეში თავისი უნივერსალურობის გამოა. იგი შეიძლება იყოს როგორც მოკლე, ისე მოგრძოც. თანაბრად ლამაზად გამოიყურება როგორც სწორთმიან, ისე ტალღოვანი და ხვეული თმის მქონე ქალბატონებზეც.

არსებობს კარეს უამრავი ვარიაცია, სტილისტები კი ამტკიცებენ, რომ 40 წლის ასაკში, ქალის ვარცხნილობას აუცილებლად უნდა სრულყოფდეს შუბლზე მოკლედ შეჭრილი თმა. საქმე ისაა, რომ ასეთი ვარცხნილობა შუბლზე ნაოჭებს ფარავს, ამიტომ თქვენი ასაკის გამოცნობა გაცილებით უფრო რთული იქნება.

3. თქვენს გარეგნობას განაახლებს და მოდურს გახდის, რა უცნაურიც არ უნდა იყოს, ვარცხნილობა, რომელიც ჯერ კიდევ 1909 წელს გამოიგონეს – რომანტიული ბობი. სხვათაშორის, თუ თმის ასე შეჭრას გადაწყვეტთ, აუცილებლად იფიქრეთ ფერზეც. სტილისტები ერთხმად იმეორებენ, რომ მოკლე ვარცხნილობა, შუბლზე მოკლედ შეჭრილი თმით, ერთდროულად ორ ფერში უნდა შეიღებოთ. მელირება, ბრონდირება ან ბალაიაჟი – შეღებვის ეს სახეობები შესანიშნავი არჩევანია ამ ვარცხნილობის სრულყოფისთვის.

4. ხოლო მათთვის, ვისაც ზედმეტი არაფერი უყვართ, შესანიშნავი ვარიანტია ვარცხნილობა “ქუდი”. იგი განსაკუთრებით პოპულარულია ზაფხულის პერიოდში. ასეთი ვარცხნილობა ღიად ტოვებს კეფას, ხოლო თმის მსუბუქი ფორმები არბილებს სახის ნაკვთებს.

თქვენ რომელ ვარცხნილობას ანიჭებთ უპირატესობას? გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება სტილისტებთან დაკავშირებით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს