ნებისმიერ ქალს სურს, ნებისმიერ დროს გამოიყურებოდეს მიმზიდველად, იქნება ეს საკუთარი ქორწილი, მეგობრის დაბადების დღე, საქმიანი შეხვედრა თუ გასეირნება გაზაფხულის თბილ დღეს. ნებისმიერ სიტუაციაში, ჩვენ გვსიამოვნებს ყურადღება და კომპლიმენტები გარშემომყოფებისგან, ამიტომ, ჩვენი უმრავლესობა გულმოდგინედ ცდილობს, აჰყვეს მოდურ ტენდენციებს და შეარჩიოს საუკეთესო ნივთები იდეალური ლუქის შესაქმნელად.
ჭეშმარიტი ლედისთვის მნიშვნელოვანია უმცირესი დეტალებიც კი, რადგან აუცილებელია, ყოველდღე მიმზიდველად გამოიყურებოდეს და ყველას ხიბლავდეს. ეს მარტივი მისია არაა და აქსესუარებიც ისევე გულდასმით უნდა შეარჩიოთ, როგორც ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. ზოგიერთი ვერც კი ხვდება, რომ ხანდახან ლამაზი საყურეც კი, ტანსაცმელთან და ქალის გარეგნობასთან შეხამებული, ძალიან დიდ გავლენას ახდენს მის ცხოვრებაზე.
ჩვენ გაძლევთ შესაძლებლობას, ახლავე გაერკვეთ, თუ რომელი მოდური საყურე მოგიხდებათ ყველაზე მეტად სწორედ თქვენ.
მოდური საყურეები
2019 წლის ყველაზე მოდური საყურეები
1. წელს მოდის მიმდევრები მკვეთრ და თვალისმომჭრელ საყურეებს ანიჭებენ უპირატესობას. დიდი ზომის საყურეები უდაო ტრენდია გაზაფხულის სეზონისთვის და, დიდი ალბათობით, მოდიდან 2019 წლის ბოლომდე არ გადავა.
2. სტილისტები ასეთი საყურის მაქსიმალური სიფრთხილით შერჩევას გვირჩევენ. ნუ გადატვირთავთ ლუქს მკვეთრი აქსესუარების მრავალფეროვნებით. თუ მასიურ ოქროს საყურეს გაიკეთებთ, ტყავის დეკორაციებით, თვალისმომჭრელი ყელსაბამი მეტისმეტად გადატვირთავს ლუქს და შეუფერებელი იქნება თქვენთვის.
რაც შეეხება სხვა აქსესუარებს, მასიურ საყურესთან მიეცით თავს ოქროს დიდი ბეჭდის გაკეთების უფლება იმ პირობით, რომ მაკიაჟი და ტანსაცმელი ნეიტრალური იქნება.
3. თუ დახვეწილ ღონისძიებაზე მიდიხართ, ნუ გაუშვებთ ხელიდან ბრწყინვალების შანსს! სადღესასწაულო მომენტებისთვის აუცილებლად შეიძინეთ მსხვილი, მოელვარე საყურეები.
4. ქერათმიანებს სტილისტები ურჩევენ, არ გადააჭარბონ გაჯერებულ ფერს. ღია ფერის თმის მქონე გოგონებს ყველაზე მეტად პასტელური ტონები უხდებათ.
5. აი შავგვრემნებს კი თამამად შეუძლიათ ექსპერიმენტირება საყურის როგორც ფორმასთან, ისე ფერთა გამასთანაც. მთავარია, რომ აქსესუარი თქვენს ხასიათსა და განწყობას შეეფერებოდეს.
6. მნიშვნელოვანია ისიც, რომ საყურე არ იყოს მეტისმეტად მძიმე, თუ იცით, რომ შეხვედრა, რომელზეც მიდიხართ, 3 საათზე მეტხანს გაგრძელდება. ნუ აწვალებთ ყურებს და ნუ გაწელავთ ბიბილოს იმისთვის, რომ ერთჯერადაც დაიტრაბახოთ ახალი საყურით.
7. სხვათაშორის, განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს წელს საყურეები ფოჩებით. ისინი კარგად ეხამება როგორც ყოველდღიურ, ისე საღამოს ტანსაცმელსაც.
8. რაც შეეხება ძვირადღირებული მეტალისგან დამზადებულ საყურეებს ნატურალური ქვებით, ისინი უნდა გაიკეთოთ ფოტოსესიებისთვის ან ისეთ ღონისძიებებზე, სადაც თვენ ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი იქნებით.
9. ნუ შეგეშინდებათ აქსესუარის ორიგინალური ფორმებისა. პეპლის ფორმის საყურე სულაც არ იქნება სასაცილო ან არასერიოზული შუა ხნის ასაკის ქალზე. პირიქით, ასეთი აქსესუარი ხაზს გაუსვამს თქვენს რომანტიკულ ბუნებას და ვიზუალურად ჩამოგაცილებთ რამდენიმე წელს.
10. ძალიან მოდურად გამოიყურება დიდი ზომის, მრგვალი ფორმის საყურეები. სამკუთხედის ფორმის სახის მქონე ქალებს ისინი ყველაზე მეტად უხდება.
11. თუ მოკლე ვარცხნილობა გაქვთ, აუცილებელი არაა თმების უკან გადაწევა ან ვარცხნილობის წვალება, თქვენი გასაოცარი საყურეები ისედაც კარგად გამოჩნდება. თუმცა, თუ გრძელი თმის იღბლიანი მფლობელი ხართ, მაშინ შეიკარით იგი ან გადაწიეთ სხვა ნებისმიერი სახით, ყურების გამოსაჩენად. წინააღმდეგ შემთხვევაში, საყურის ტარებას აზრი არ აქვს.
12. იდეალური საყურის შერჩევისას, იხელმძღვანელეთ არამხოლოდ სტილისტების რჩევებით, არამედ საკუთარი გემოვნებითაც. დისჰარმონია ლუქში შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს და იგი მხოლოდ განიზიდავს ადამიანს თქვენგან. სწორედ ამიტომ, აქსესუარები უშუალოდ უნდა შეესაბამებოდეს თქვენს შინაგან მდგომარეობას.
13. გაითვალისწინეთ: ტანსაცმლის ფერში შერჩეული საყურე განსაკუთრებით ელეგანტურად გამოიყურება და უხდება როგორც ახალგაზრდა გოგონებს, ისე საპატიო ასაკის მქონე მანდილოსნებსაც.
14. თუ მოზარდობის ასაკიდან მრგვალი საყურეები შემოგრჩათ, ამოიღეთ ზარდახშიდან და გაიკეთეთ. ასეთი საყურეები თითქმის ყოველთვის უხდება ზოლებიან ტანსაცმელსა და მკვეთრი ფერის პომადას.
15. ყურადღება! კარგი ამბავი ვერცხლის მოყვარულთათვის: ვერცხლის ნივთები ახლა უკვე ნებისმიერ ვარიაციაში მოდურია. ყველაზე აქტუალური 2019 წლისთვის – ესაა მინიმალიზმის სტილში შესრულებული აქსესუარები.
იმედია, ამ რჩევების გათვალისწინებით შეძლებთ საკუთარი თავისთვის საყურის ყველაზე წარმატებული ვარიანტის შერჩევას.
თქვენ რომელი სტილის საყურეს ანიჭებთ უპირატესობას? რატომ?