6 პრობლემა, რომლებიც ჭკვიან და წარმატებულ ქალებს ექმნებათ

1683

იყო ჭკვიანი ქალი ეს მადლია! განათლებული მამაკაცები ჭკვიანი ქალების მიმართ გაძლიერებულ ყურადღებას იჩენენ. ასეთ ქალთან საუბარი საინტერესოა და ბევრს მასთან ურთიერთობა სურს. რიგი უპირატესობის გარდა, ნაკლოვანებაც არსებობს. „ვივიენი“ გიამბობთ, რა პრობლემები ექმნებათ ჭკვიან ქალებს.

თქვენ შეცდომის დაშვების უფლება არ გაქვთ

ჭკვიანი და განათლებული ქალის მიმართ გაძლიერებულ ყურადღებას და მოთხოვნას იჩენენ. მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ერთხელ უკან დახევა საკმარისია, რომ ადამიანებს იმედი გაუცრუვოთ. ბავშვობიდან მიჩვეული ხართ, რომ მშობლების, შემდგომ კი სხვების მოლოდინები გაამართლოთ. ამ ვალდებულების გამო მუდმივად დაძაბული ხართ და იტანჯებით!

თქვენი შურთ

თქვენი გონების წყალობით ნებისმიერი მწვერვალის დაპყრობა შეგიძლიათ. თქვენ მეგობრებსა და ბევრ ქალზე უფრო წარმატებული ხართ. თითოეული ხელფასი თქვენთვის დაწინაურებით სრულდება. გასაოცარი არაა, რომ ბევრს თქვენი მარცხი სურს. თქვენ ტიპიურ ქალურ ჩარჩოებს ამსხრევთ!

ღირსეული მამაკაცის პოვნა გიჭირთ

ბევრი მამაკაცი თქვენთვის უბრალოდ მარტივი და უინტერესოა. მათ ამოცნობას ადვილად ახერხებთ და მამაკაცების სისუსტეების და მანიპულაციების შესახებ იცით. ჭკვიან მამაკაცთან ზოგჯერ კონფრონტაციაზე მიდიხართ, რაც თქვენს ნერვულ სისტემას აზიანებს, მაგრამ გონებას ტონუსში ამყოფებს. მხოლოდ ნამდვილი ჯენტლმენი შეძლებს თქვენი გულის დაპყრობას!

იძულებული ხართ, საკუთარი გრძნობები დამალოთ

რაციონალურობა საკუთარი გრძნობების გაანალიზებას გაიძულებთ. ამის გამო, საკუთარ თავს მოდუნების უფლებას არ აძლევთ. ეს თავის მხრივ „ცივი“ თავის შენარჩუნებაში გეხმარებათ და სისულელეების გაკეთებისგან გიცავთ, მაგრამ ნერვულ სისტემას საგრძნობლად აზიანებს. ასე რომ, დასვენება და სტრესისგან გათავისუფლება არ დაგავიწყდეთ.

თქვენ პესიმისტი ხართ

ჭკვიანი ადამიანები ხშირად პესიმისტები არიან. თქვენ იცით, რომ უარესისთვის მომზადება ნორმალური პრაქტიკაა. თქვენი წყობილებიდან გამოყვანა და ნეგატიურ სიტუაციაში დანახვა რთულია, რადგან ამისთვის უკვე მზად იყავით. მთავარი პრობლემა ისაა, რომ ხშირად დაძაბული ხართ.

თქვენ „მატყუარას სინდრომი“ გაქვთ

ხშირად საკუთარ კომპეტენტურობაში ეჭვი გეპარებათ. ფიქრობთ, რომ სხვა ადამიანი თქვენს ვალდებულებებს უფრო კარგად გაართმევს თავს, თქვენ კი უბრალოდ გაგიმართლათ. მოკრძალებულობა და თავდაუჯერებლობა – თქვენი ბრწყინვალე ანალიტიკური აზროვნების ფასია. სცადეთ, საკუთარ თავში ეჭვი ნაკლებად შეგეპაროთ და ტონუსში იყავით. თქვენ იმსახურებთ ყველაფერ კარგს, რაც გაგაჩნიათ.

ეს 6 პუნქტი მაღალი ინტელექტუალური შესაძლებლობების ფასია. ამ მინუსების დასაბალანსებლად უფრო მეტი დაისვენეთ, საკუთარ თავში ეჭვი არ შეგეპაროთ და გახსოვდეთ, რომ თქვენი ინტელექტი უკეთეს ცხოვრებას მოგიტანთ. სირთულეებს ყველა ქალი აწყდება, მაგრამ ჭკვიანმა ქალმა ზუსტად იცის, თუ სირთულეები როგორ გადალახოს!

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს