ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც მეუღლეს არასდროს ღალატობენ – თუ ასტროლოგიას დავუჯერებთ

1757

ასტროლოგია ცხოვრებაში ყველაფერს ვერ გადაგიწყვეტთ, მაგრამ არსებობს გარკვეული მომენტები, როცა ვარსკვლავებს უნდა მოუსმინოთ!

ზოგიერთი ზოდიაქოს ნისანი ერთგულებას ამქვეყნად ყველაფერზე მეტად აფასებს მაშინ, როცა სხვები ვერ ხვდებიან, როგორ შეიძლება მთელი ცხოვრება მხოლოდ ერთი ადამიანის ერთგული იყო.

აი, 6 ზოდიაქოს ნიშანი, რომლისთვისაც სიტყვა „ერთგულება“ – ცარიელი სიტყვა არაა.

1. კურო (20 აპრილი – 20 მაისი)

კურო, როგორც ცნობილია, ზოდიაქოს ყველაზე ჯიუტი ნიშანია. ურთიერთობაში საკმაოდ ჯიუტი პარტნიორია საჭირო, რომელიც სტრესსა და ცდუნებას გაუძლებს.

2. კირჩხიბი (21 ივნისი – 22 ივლისი)

კირჩხიბის საზარელი მხარე მისი მიჯაჭვულობაა და ამის გამო საუკეთესო პარტნიორია. კირჩხიბი მთელ დროს ურთიერთობის შენარჩუნებას დაუთმობს. ის საკუთარი პარტნიორით იმდენად შეპყრობილია, რომ სხვაზე ფიქრი არ შეუძლია.

3. ქალწული (23 აგვისტო – 22 სექტემბერი)

ქალწული, ალბათ, ყველაზე ერთგული ზოდიაქოს ნიშანია. მას ცხოვრების მიმართ მეთოდური მიდგომა აქვს და ცდილობს ყველაფერი ისე გააკეთოს, როგორც წესია. ამ წესს პირად ცხოვრებასა და ურთიერთობაშიც იყენებს.

4. სასწორი (23 სექტემბერი – 22 ოქტომბერი)

სასწორი მარტოობას ვერ იტანს. ასევე ეზიზღება უსამართლობა, ეს იმას ნიშნავს, რომ ღალატი მისთვის უადგილოა. მათი სურვილია კეთილი და სწორი საქმეების კეთება, რაც სხვების მოტყუების უფლებას არ აძლევს.

5. მერწყული (20 იანვარი – 18 თებერვალი)

მერწყულს ურთიერთობის გაწყვეტა არ შეუძლია. სწორედ ამიტომ, თუ სიკვდილამდე სიყვარული შეგპირდათ – დარწმუნებული იყავით, ასეც იქნება.

6. თევზები (19 თებერვალი – 20 მარტი)

თევზები თავისი მგრძნობიარე ბუნებით არის ცნობილი. თევზები პარტნიორს არასდროს აწყენინებს ან მოატყუებს. ის ყველაფერს გააკეთებს, რომ ურთიერთობაში წამოჭრილი პრობლემები მოაგვაროს.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს